• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
წალკის მერობის კანდიდატი - ილია საბაძე  აუდიტის ანგარიშში

წალკის მერობის კანდიდატი - ილია საბაძე აუდიტის ანგარიშში

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც წალკის მუნიციპალიტეტში, მოქმედი მერის, ილია საბაძის მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა.

01/10/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 30 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მოქმედი მერები ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, წამყვან თანამდებობაზე მომუშავე პირები (საკრებულოს თავმჯდომარეები, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები) დაასახელა. „ფაქტ-მეტრი“ ზემოხსენებული პირების საქმიანობით დაინტერესდა. 

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც წალკის მუნიციპალიტეტში, მოქმედი მერის, ილია საბაძის მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა. 

წალკის მერობის კანდიდატი - ილია საბაძე  

2013 წელს ის წალკის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი - მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელი გახდა. გამგებლის თანამდებობამდე საბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში 12 წლის მანძილზე მუშაობდა.

საბაძის მმართველობის დროს მედიის ყურადღების ცენტრში სხვადასხვა თემით მოხვდა. ერთ-ერთი, მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დასკვნა იყო, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა. აუდიტმა 2013-2014 წლებში სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები გამოავლინა, მიუხედავად ამისა, ილია საბაძე 2017 წლის 12 ნოემბრიდან არის წალკის მუნიციპალიტეტის მერი.

2013-2014 წლებში გამოვლენილი დარღვევების ჩამონათვალი:

• მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით გააფორმა 85 ხელშეკრულება - საერთო ღირებულებით 919.5 ათასი ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გამგეობას მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება არ მოუხდენია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე;

• 2013-2014 წლებში 14 ხელშეკრულების ფარგლებში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დოკუმენტურად ვერ დადასტურდა 3 228 კბ.მ ქვიშის მიწოდება;

• ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად სოფელ თრიალეთში გრუნტის დამუშავების ღირებულება განისაზღვრა 35.4 ლარით, მაშინ როდესაც იმავე ხარჯთაღრიცხვაში ანალოგიური სამუშაოს ღირებულება იყო 5.9 ლარი. ცვლილებაში აღნიშნული ფასის გათვალისწინების შემთხვევაში სამუშაოების შესრულება შესაძლებელი იყო 13.3 ათასი ლარის ნაკლები დანახარჯით;

• 2014 წელს სოფელ საბეჭისში წყლის რეზერვუარისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე დაიხარჯა 47.8 ათასი ლარი. სამუშაოები ჩაბარდა 2014 წლის 29 ოქტომბერს. მოსახლეობისა და პასუხისმგებელი პირის განმარტებით, წყლის სისტემის ჩართვა და სოფლისთვის წყლის მიწოდება დაიწყო მხოლოდ 2015 წლის მაისიდან, სამუშაოების დასრულებიდან შვიდი თვის შემდეგ;

• 2014 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის კაპიტალური რემონტის სამუშაოები. ხელშეკრულების ფარგლებში გამგეობამ გზის სამოსის მომზადებაში მიმწოდებელს აუნაზღაურა 340.6 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც იგივე სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა შეასრულა 222.9 ათას ლარად;

• 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტს სულ გახარჯული აქვს 5 ათასი ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით 199.7 ათასი ლარი. საწვავის გამოყენებაზე გამგეობას არ ჰქონდა შემუშავებული სათანადო კონტროლის სისტემა, ასევე, არ ჰქონდა განსაზღვრული არ არის სხვადასხვა თანამდებობის პირზე შესაბამისი ლიმიტები;

• მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2013-2014 წლებში 7.9 ათასი ლარი დახარჯულია სხვადასხვა თანამდებობის პირისთვის მობილური ტელეფონების შესაძენად, მათ შორის გამგებლისთვის ტელეფონი შეძენილია ორჯერ საერთო ღირებულებით 2160 ლარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისთვის სამჯერ ღირებულებით 2940 ლარი. ასევე ამ პერიოდში გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის შეძენილია 2 პლანშეტი, რაზედაც დაიხარჯა 1380 ლარი;

• 2013-2014 წლებში გაცემულმა პრემიებმა ჯამში 696.9 ათასი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 100%-იანი პრემიები, წელიწადში 6-7-ჯერ, ძირითადად გაცემულია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე.

არაერთი დარღვევა გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის შედეგადაც, მათ შორის:

ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებისა და გადასახდელების სათანადოდ დაგეგმვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტების ნაწილი დაზიანებულია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებით. ამასთან, მუნიციპალიტეტმა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შემთხვევაში პროცესი ვერ წარმართა ისე, რომ ობიექტები დასრულებულიყო დროულად და დაეწყოთ ფუნქციონირება.

მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული თანხების არასწორად ასახვისა და ზედმეტად ანაზღაურების თავიდან აცილებას.

იქვე ვკითხულობთ, რომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, მერიის მიერ განსაზღვრული სახელშეკრულებო პირობები რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას. აღნიშნული უარყოფითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულებასა და მიმწოდებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.

თეგები:
უმაღლესი საბჭო
არჩევნები 2021
ილია საბაძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა