• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
500 ბილბორდი კალაძისთვის

500 ბილბორდი კალაძისთვის

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს, მოსახლეობას, დეზინფორმაციის გარდა, არაფერს სთავაზობს და სარეკლამო ბილბორდებსაც კი არ იყენებს

02/09/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს, მოსახლეობას, დეზინფორმაციის გარდა, არაფერს სთავაზობს და სარეკლამო ბილბორდებსაც კი არ იყენებს.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, თანხა „ქართულმა ოცნებამ“ თანხა რა ტიპის სარეკლამო აქტივობებში გახარჯა   და  მთელი ქვეყნის მასშტაბით რა რაოდენობის ბილბორდი განათავსა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური ანგარიშგების შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.  

დოკუმენტის თანახმად, პარტიის ფაქტობრივი ფულადი შემოსავლები 4 462 400 ლარს შეადგენს, აქედან 4 009 900 ლარი მან შემოწირულობების სახით მიიღო. 

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, საკასო ხარჯი 3 221 645 ლარია, ხოლო ფაქტობრივი - 990 885 ლარი. აქედან 2 794 718 ლარი რეკლამის საკასო ხარჯია (ფაქტობრივი - 560 511 ლარი). აღსანიშნავია, რომ 2 274 308 ლარი სწორედ გარე რეკლამაზე მოდის, 311 245 ლარი - ინტერნეტრეკლამის ხარჯს შეადგენს, ხოლო 209 164 ლარი სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის განისაზღვრა. 

მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოში, სხვადასხვა ლოკაციაზე განსათავსებლად, მომსახურება 922 ბილბორდისთვის შეისყიდა. შემსრულებელ კომპანიებს შორის არიან შპს „აუთდორ.ჯი“,  შპს „ალმა“ და შპს „ბაზა“. 

აღსანიშნავია, რომ ხუთას ბილბორდზე, რომლის ძირითადი ნაწილი თბილისსა და მის შემოგარენში განთავსდა, კახი კალაძის პორტრეტია გამოსახული. კალაძის გამოსახულებით არაერთი ბილბორდი ასევე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტშიც გამოჩნდა, ანუ იქ, სადაც კალაძე კანდიდატი არ არის. 

ზოგიერთ ბანერზე კალაძე ოჯახთან, პრემიერ-მინისტრთან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერობის ან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან ერთად არის გამოსახული. გვხვდება ასევე პარტიის გამოსახულებიანი ბანერები. მუნიციპალიტეტებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ სხვა კანდიდატების ბანერებიც დაუკვეთა. 

ინფორმაციისთვის: შპს „აუთდორ.ჯი რეგისტრირებულია 2017 წელს, მის დირექტორი ლელა ბერუაშვილია, ხოლო წილს სამი კომპანია ფლობს. აქედან ერთის, შპს „სამკუთხედის“ 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია რეგისტრირებულია ვირჯინიის კუნძულებზე.  მეორე, შპს „ჯეო ტეკი“ მთლიანად ეკუთვნის შპს „ალმას“, რომლის მფლობელიც მალტაში რეგისტრირებული კომპანიაა. „ალმასთან“  „ქართულ ოცნებას“ ასევე გაფორმებული აქვს სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები. შპს „ჯეო ტეკსა“ და შპს „ალმაში“ დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა. 

„აუთდორ.ჯი“ ხუთი კომპანიის შერწყმით მიღებული კომპანიაა. აქედან ერთ-ერთს, შპს „ჯეო ედს“ სანახევროდ ფლობს დავით კვერნაძე, რომელსაც 2016 წელს „ქართული ოცნებისთვის“, შემოწირულობის სახით, 60 000 ლარი აქვს გადარიცხული. იმავე წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა დავით ჯაშმაც, რომელიც შპს „ბაზას“ ფლობს.  ის არის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „პორტ:80-ში“, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ასევე ინტერნეტრეკლამის მომსახურება გაუწია. 

ჯამში რეკლამისთვის 2 794 718 ლარია გადახდილი. აქედან გარე რეკლამის ანუ ბანერებისთვის - 2 274 308 ლარი,  facebook-ზე რეკლამის განთავსების მიზნით კი - 63 851 ლარი. 

თეგები:
რეგიონები
ინფრასტრუქტურული პროექტები
ბილბორდები
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა