• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ამერიკაში 3 დღის განმავლობაში კოვიდვაქცინით 45 000 ადამიანი გარდაიცვალა

დეზინფორმაცია: ამერიკაში 3 დღის განმავლობაში კოვიდვაქცინით 45 000 ადამიანი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 19 ივლისს, Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ანტივაქსერი ექიმის, ქერი მადეის პოსტის „სქრინშოტი“ ქართული თარგმანით გამოაქვეყნა. პოსტში აღნიშნულია, რომ ამერიკაში 3 დღის განმავლობაში კოვიდვაქცინებით 45 000 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევები დამალეს და ამ ფაქტის გამო ადვოკატი ტომ რენცი ფედერალურ მთავრობას უჩივის. რეალურად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

კონკრეტული ამბავი, საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმების Politifact-ისა და Snopes-ის მიერ შეფასდა, როგორც ყალბი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-პოსტში მოცემული მტკიცება, რომ თითქოს COVID-19-ის ვაქცინებით ამერიკაში 3 დღეში 45 000 ადამიანის გარდაიცვალა, ტომ რენცის მიერ America’s Frontline Doctors-ის სახელით შედგენილი სარჩელის ნაწილია. რენციმ სარჩელი ალაბამას სასამართლოში აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტისა და ადამიანური რესურსების მდივნის, ხავიერ ბესერას წინააღმდეგ შეიტანა. რენცი და ალიანსი ბესერას საწინააღმდეგოდ ამტკიცებენ, რომ ფედერალურ მთავრობას COVID-19-ის ვაქცინების გამოყენების საფუძველი არ გააჩნდა. ჯერჯერობით ალაბამას სასამართლოს სარჩელი განხილვაში არ მიუღია.

უშუალოდ „America’s Frontline Doctors“-ის ალიანსი პანდემიის პერიოდში ყალბი, კონსპირაციული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით გახდა ცნობილი. 2020 წელს ალიანსის წევრები კორონავირუსის მკურნალობის მცდარ გზებზე, ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკის გაზრდაზე, შეზღუდვების საჭიროების არარსებობაზე საუბრობდნენ, მოგვიანებით კი, კოვიდვაქცინებზე ყალბი ამბების გავრცელებაც დაიწყეს. ალიანსი ამჟამად, სწორედ ზემოხსენებული სარჩელით გააქტიურდა, რომელიც ამერიკაში 45 000 ადამიანის 3 დღის განმავლობაში გარდაცვალების ფაქტების დამალვას ეხება. 

რეალურად, America’s Frontline Doctors-ის სარჩელი ანონიმური წყაროს, „ჯეინ დოუს “ სახელით დაწერილი ბრალდებების საფუძველზე არის შედგენილი. მასში ხაზგასმულია, რომ „ჯეინ დოუ“ ნამდვილ სახელსა და გვარს პირადი უსაფრთხოებისა და სამსახურის დაკარგვის შიშის გამო არ ამხელს. სარჩელში წერია, რომ „დოუმ“ VAERS-ის მონაცემები, ვაქცინებთან დაკავშირებულ ჩივილებსა და სამედიცინო ცენტრებში პაციენტების გარდაცვალების შემთხვევებებს შეადარა. დოუს გამოთვლებით, სინამდვილეში 3 დღეში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევები - VAERS-ის მონაცემებთან შედარებით, 5-ჯერ მეტია. აღსანიშნავია, რომ საჩივარში ზუსტად არ არის ნათქვამი, დოუმ ეს რიცხვები კონკრეტულად რა პარამეტრებზე დაყრდნობით გამოთვალა და როგორ მივიდა დასკვნამდე.

სარჩელის თანახმად, ქალი გამოთვლების საწყის ეტაპად, 2021 წლის 9 ივლისს, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებულ 9048 გარდაცვალების შემთხვევას იღებს.  თუმცა, აღნიშნული ციფრები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, 19 ივლისს VAERS-ის ბაზაში COVID-19-ის ვაქცინით აცრილთა შორის 6207 გარდაცვალების შეტყობინება დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ 6000-ზე მეტი ანგარიში მიიღო გარდაცვალების შესახებ, CDC-ის თანახმად გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის უშუალო პირდაპირი კავშირის დასადგენად, CDC-და და FDA-ის (ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის) სპეციალისტების მიერ პაციენტის კლინიკური ინფორმაციის მიმოხილვა, გარდაცვალების სერტიფიკატების, აუტოფსიისა და სამედიცინო ჩანაწერების შესწავლაა საჭირო.

ცნობისთვის, VAERS ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ იმართება. VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. აქედან გამომდინარე, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული შეტყობინებების საფუძველზე, გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, არასწორია.

ამრიგად, მტკიცება რომ ამერიკაში სამი დღის განმავლობაში კოვიდვაქცინების მიღების შედეგად 45 000 ადამიანი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურ წყაროს, „ჯონ დოის“ ეკუთვნის და სწორედ მას ეყრდნობა America’s Frontline Doctors-ის სარჩელი, რომელიც ზემოხსენებულმა ადვოკატმა ტომ რენციმ შეადგინა. 

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ალბერტ ბურლა
ჟურნალისტები
ანტივაქსერი
ტენდერები
თინა თოფურია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა