• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: Qatar Airways-ის ავიახაზების ლოგო ოკულტური სიმბოლოა

დეზინფორმაცია: Qatar Airways-ის ავიახაზების ლოგო ოკულტური სიმბოლოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

25 ივლისს Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირი ეთერის სქრინი გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ავიაკომპანია Qatar Airways-ის თვითმფრინავი და თანდართული წარწერა: „აშშ-ის საჩუქარი - „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია“. ფოტოზე ხაზგასმულია ავიაკომპანიის ლოგო. ფოტომასალას თან პოსტის ავტორის აღწერა ერთვის: „ოკულტისტი კაბალისტების საჩუქარი. მაინც მოვნიშნე “ბრმებისთვის” იქნებ ამან მაინც მიახვედროს ხალხი თუ რასთან გვაქვს საქმე“.

პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, რომ Facebook-მომხმარებლები ავიაკომპანიის ლოგოს სატანისტურ ღვთაებასთან - ბაფომეტთან - აიგივებენ. ამასთან ერთად, პოსტის ავტორი აშშ-ის მიერ გამოგზავნილ ვაქცინას ოკულტისტი კაბალისტების საჩუქარს უწოდებს. გარდა იმისა, რომ პოსტი დეზინფორმაციულ შინაარსს ატარებს, მასში იკვეთება ანტივაქსერული, კონსპირაციული მტკიცებები, რაც ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში ვაქცინებისადმი უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

24 ივლისს 00:40 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Qatar Airways-ის ავიახაზების თვითმფრინავი დაეშვა, რომლითაც საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის" ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოიტანეს. ვაქცინის ჩამოტანას აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახვდნენ. ვაქცინის ჩამოსვლა სხვადასხვა ტელეკომპანიამ, მათ შორის „იმედმაც“ გააშუქა. ამის შემდეგ კი Facebook-მომხმარებლების გარკვეულმა ნაწილმა Qatar Airways-ის ლოგო ბაფომეტთან გააიგივა.

ბაფომეტი წარმართული კერპის, ღვთაების სახელია, რომელიც ოკულტურ ლიტერატურაში იყო მოხსენიებული. ბაფომეტს ჩვეულებრივ ნახევრად ადამიანად და ნახევრად თხად ან თხისთავიან ადამიანად გამოსახავენ. ღვთისმსახურები ბაფომეტში თავად სატანას ხედავდნენ და ტამპლიერებს ერეტიკოსობაში ადანაშაულებდნენ. ტამპლიერთა დანაშაულის დასამტკიცებლად კერპების რამდენიმე ექსპონატი იპოვეს, რომელთაც კაცისა და ქალის ჰიბრიდის გამოსახულება ჰქონდათ. ამის გამო ტამპლიერთა ორდენის მეთაური ჟაკ დე მოლი და ორდენის დანარჩენი წევრები ერეტიკოსობაში დაადანაშაულეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

Qatar Airways Company Q.C.S.C., რომელიც ოპერირებს, როგორც Qatar Airways, ყატარის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საერთაშორისო ავიაკომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ქალაქ დოჰაში მდებარეობს. ავიაკომპანია 1993 წლის 22 ნოემბერს შეიქმნა და მას შემდეგ მისმა ლოგომ მოდიფიცირება რამდენჯერმე განიცადა, თუმცა უმნიშვნელო. ავიახაზების ლოგოს ძირითად ნაწილს - დაარსების დღიდან, ანტილოპას ერთ-ერთი სახეობის, ორიქსის თავი წარმოადგენს. გრძელრქებიანი ანტილოპას ეს სახეობა, რომელსაც თეთრ ორიქსს ან არაბულ ორიქსაც უწოდებენ, არაბეთის ნახევარკუნძულის სტეპებსა და უდაბნოებშია გავრცელებული. ორიქსი ყატარის სახელმწიფოს ეროვნული ცხოველია. ის სისწრაფესთან ასოცირდება, რაც ავიახაზის კონცეფციაში კარგად ჯდება.

ამრიგად, Qatar Airways-ის ლოგოს ოკულტურ სიმბოლოებთან ან თვითონ ბაფომეტთან არანაირი კავშირი არა აქვს. შესაბამისად, Qatar Airways-ის ლოგოს გაიგივება მსგავს სიმბოლოებთან კონსპირაციული თეორიის ნაწილია და მოსახლეობაში შიშის დათესვასა და ვაქცინაციის პროცესისადმი უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თინა თოფურია
Qatar Airways
ტენდერები
ლოგო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა