• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2021 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული FID-ის მოცულობა 8 549 800 აშშ დოლარს შეადგენს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2021 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული FID-ის მოცულობა 8 549 800 აშშ დოლარს შეადგენს

აჭარის რეგიონში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა.

07/07/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

აჭარის რეგიონში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კოვიდპანდემიის გამო დამკვიდრებული ახალი დღის წესრიგიც გახდა. თუმცა, როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ცხადყოფს, კლება, რამდენჯერმე, გასულ წლებშიც დაფიქსირდა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) განხორციელდა აჭარაში 2016-2020 წლებსა და 2021 წლის პირველ კვარტალში. ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოვითხოვეთ. დანართი 1

როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში FID-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა და 210 798 200 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა მომდევნო წელს მკვეთრად დაეცა და რეგიონში მხოლოდ 78 209 100 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2019 წელს FID-ის მოცულობა გაიზარდა და 198 094 600 აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წელს, პანდემიის პირობებში, რეგიონში 129 705 800 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

ცხრილი 1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2016-2020 წლებისა და 2021 წლის პირველი კვარტლის (წინასწარი მონაცემები) მიხედვით, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში პუი-ს მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. შარშანწინ, „ფაქტ-მეტრის“ მიერ ამავე თემაზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ვწერდით, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ამ შემცირებას უკავშირებდა იმ ფაქტს, რომ უცხოური ინვესტიციებით დაწყებული პროექტები საქართველოს მოქალაქეების ინვესტიციებით გაგრძელდა. იმ დროს უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ რეზიდენტ პირებს წილები ჰოლანდიურმა და მალტურმა კომპანიებმა დაუთმეს. ამასთანავე, თურქულმა კომპანიამ სასესხო ვალდებულებები დაფარა. ამ ოპერაციებით,  FID-ის მოცულობა ჯამში 79 300 000 აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა პუი სწორედ შემომავალი და გამავალი ნაკადების კონსოლიდირებით იანგარიშება და სავარაუდოდ, 2018 წელს შემცირების განმაპირობებელი ფაქტორები  შემომავალი ნაკადებით არ დაბალანსდა.  

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, FID-ის ჯამური მოცულობა 21 271 900 დოლარით მეტია, ვიდრე 2016 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, ხოლო 2018 წელს დაფიქსირებულ ჯამურ მოცულობას 51 496 700 აშშ დოლარით აღემატება.

რაც შეეხება 2021 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პუი-ს მოცულობას, ის მხოლოდ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემს აღემატება და გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიის საწყის ეტაპზე იყო. 

გრაფიკი 1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული FDI კვარტლების მიხედვით, 2016-2021 წლის მონაცემები, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ კვარტლების მიხედვით ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2018 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, რეგიონში ამ წელს, საანგარიშო პერიოდში, ჯამურად პუი-ს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა.

საინტერესოა, რომ პუის ყველაზე მეტი მოცულობა კვლავ თურქეთზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მან 9 038 600 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თუმცა შარშან IV კვარტალში თურქეთიდან მოზიდული პუის მოცულობა 51 573 900 აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, 2020 წელსა და 2021 წლის I კვარტალში (წინასწარ მონაცემები) რეგიონში განხორციელებული ინვესტიციები ასე გამოიყურება:

გრაფიკი 2. აჭარის რეგიონში 2020 წლის I-IVკვარტლებსა და 2021 წლის I კვარტალში განხორციელებული პუი ქვეყნების მიხედვით, აშშ დოლარი (წინასწარი მონაცემები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თურქეთის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აჭარაში შედარებით მეტი ინვესტიცია  გერმანიამ განახორციელა - 2 857 800 აშშ დოლარი და რუსეთმა - 1 038 200 აშშ დოლარი. სამწუხაროდ, გასული წლის პირველ და მეორე კვარტლებთან შედარებით, პუი მკვეთრად შემცირდა ნიდერლანდიდან, ავსტრიიდან და უკრაინიდან.

თუ სექტორების მიხედვით განვიხილავთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი FID მშენებლობაში განხორციელდა, ხოლო მეორე ადგილზე ენერგეტიკაა. თუმცა ამ სექტორებში გაცილებით ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

გრაფიკი 3. აჭარის რეგიონში 2020 წლის I-IVკვარტლებსა და 2021 წლის I კვარტალში განხორციელებული პუი სექტორების მიხედვით, აშშ დოლარი (წინასწარი მონაცემები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში მხოლოდ 8 549 800 აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში FID-ის უფრო ნაკლები მოცულობა დაფიქსირდა 2016 წლის მეოთხე კვარტალში, 2017 წლის  ანალოგიურ პერიოდში, 2018 წლის პირველ, მესამე და  მეოთხე კვარტლებსა და 2020 წლის მესამე კვარტალში. 

შენიშვნა: 

*საფინანსო სექტორში  2020 წლის I-IV კვარტლებში განხორციელებული FID-ის მოცულობა, საქსტატის განმარტებით, კონფიდენციალურია.

*„დანარჩენი სექტორები“:  ვაჭრობა; განათლება; კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება. 

თეგები:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
ენმ
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა