• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ყინული დაიძრა. ახალქალაქში აცრის პროცესი გააქტიურდა

ყინული დაიძრა. ახალქალაქში აცრის პროცესი გააქტიურდა

სამცხე ჯავახეთის რეგიონში აცრა შესაძლებელია ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში.

18/06/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ვაქცინაციის პროცესი ახალქალაქში  პასიურად მიმდინარეობდა. ვაქცინაციის პროცესი მაისის პირველ რიცხვებში დაიწყო. სპეციალისტები ახალქალაქში არსებულ მდგომარეობას ინდოეთს ადარებდნენ და მიაჩნდათ, რომ ვაქცინაციის სურვილის არარსებობა ვირუსის მაღალ მაჩვენებლებს გამოიწვევდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრები და სესიები სწორედ ახალქალაქსა და ახალციხეში ჩაატარა. 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.  ვაქცინის გაკეთების შემდეგ მედდის გარდაცვალების ფაქტმა რეგიონში ვაქცინაციისადმი ნდობის დაკარგვა და ანტივაქსერული კამპანიის მომძლავრება გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ ამ მოვლენასთან აკავშირებდა ვაქცინების მიმართ უნდობლობას და უარს აცხადებდა აცრაზე. ამ დროისთვის ახალქალაქის რეგიონში ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ევექსის კლინიკაში, სადაც იმუნიზაცია ტარდება, თითქმის ყოველი დღე უკვე დაჯავშნილია და აცრის პროცესში არა მხოლოდ საზოგადოებრივი მოღვაწეები და მედპერსონალი მონაწილეობს, არამედ რიგითი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდები.

ვაქცინაციის დაწყება და პირველი რეაქციები

საქართველომ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს - შვედურ-ბრიტანული ასტრაზენეკას ვაქცინით დაიწყო. ამ ვაქცინით პირველ ეტაპზე შესაძლებელი იყო მხოლოდ სამედიცინო პერსონალის იმუნიზაცია. ექიმები ახალქალაქში, ისევე როგორც ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებით მჭიდროდ დასახლებულ სხვა რეგიონებში, აცრას თავს არიდებდნენ და ელოდებოდნენ, ვაქცინა სხვა ადამიანებში რას გამოიწვევდა.  ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, იმავე კლინიკის მედდას - მეგი ბაქრაძეს, ვაქცინაციის შედეგად ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა,  რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ეს ინციდენტი ახალქალაქში ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიის საფუძველი გახდა, განსაკუთრებით -სოციალური ქსელებში. 

ანაფილაქსიური შოკი, COVID ვაქცინაზე (ისევე როგორც ზოგადად ვაქცინაზე), მწვავე ალერგიული რეაქციაა. ის ერთ-ერთი იშვიათი გვერდითი მოვლენაა, რომელიც შეიძლება ადამიანში ვაქცინაციამ გამოიწვიოს.  ამასთან, დროული რეაგირების პირობებში, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა, რთული არ არის. 

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, „ძირითადად ყველა პრეპარატი და ყველა ინექციური პრეპარატი ხასიათდება ალერგიული ეფექტით, მათ შორის კომპლექსური რეაქციით - ანაფილაქსიით. აღმოჩდა, რომ ძველი და ტრადიციული ვაქცინები, როგორიცაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, წითელა, წითურა და ა.შ., ანაფილაქსიას ან ალერგიას იწვევს მილიონიდან ერთში. Pfizer-ს აღენიშნება ანაფილაქსია მილიონიდან ოთხ შემთხვევაში, ასტრაზენეკას კი- 7-8 შემთხვევაში. შესაბამისად, ამ ვაქცინებით ანაფილაქსიის რისკი უფრო მაღალია, მაგრამ ზოგადად მაინც ძალიან დაბალი“.

25 მარტს საქართველომ მიიღო Pfizer ვაქცინის 29 250 დოზა. ამის შემდეგ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესიც დაიწყო, თუმცა მიუხედავად ამისა, 13 აპრილს აღმოჩნდა, რომ ახალქალაქში მიღებული AstraZeneca-ს ვაქცინის 300 დოზიდან კლინიკის ადმინისტრაციამ 290 თბილისს დაუბრუნა.

საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ვაქცინას ვადა გაუვიდა და ვაქცინაცია არავის სურდა. სამედიცინო დაწესებულებაში ინახებოდა ვაქცინის 10 დოზა, რომელსაც ვადა მაისში ეწურებოდა. მენეჯერის თქმით, სამედიცინო პერსონალმა და არც 55 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა ერთი თვის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების  სურვილი არ გამოთქვეს. ახალქალაქის საავადმყოფოს 160 თანამშრომლიდან არცერთი აცრილა, რაც სამედიცინო პერსონალის მხრიდან AstraZeneca– ს ვაქცინის მიმართ უნდობლობით აიხსნება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონმა 15 მარტს ასტრაზენეკას 1400 დოზა მიიღო.

„ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ახალქალაქის კლინიკის „ევექსის“ მენეჯერი ალექსან თოროიანი ამბობს:

„ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის შედეგად მედდის გარდაცვალების ფაქტს ახალქალაქში ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამ შემთხვევამდე, 25 ადამიანი იყო რეგისტრირებული, თუმცა ამის შემდეგ ყველამ უარი განაცხადა. განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, ბევრი ადამიანი წერდა უარყოფით კომენტარებს ვაქცინის შესახებ, რაც ხელს უშლიდა ვაქცინაციის პროცესს“.

ახალქალაქიდან 17 აპრილს,  პირველი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაიოზ ლომსაძე აიცრა, რომელსაც ფაიზერის ვაქცინა ჰქონდა არჩეული, თუმცა იმის გამო, რომ  ახალქალაქში მოცემული ვაქცინა არ იყო ხელმისაწვდომი, ქუთაისში აიცრა. აღსანიშნავია, რომ ლომსაძე კორონავირუსით  გასული წლის ბოლოს იყო დაავადებული და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ჰოსპიტალიზებაც დასჭირდა. 

ახალქალაქი ინდოეთს შეადარეს

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 13 მაისს სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ახალციხესა და ახალქალაქში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

 შეხვედრები და დისკუსიები იმართებოდა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წამყვანი სპეციალისტების, ექსპერტების, ინფექციური დაავადებების სპეციალისტების, კარდიოლოგების, პედიატრების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სხვა პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით. შეხვედრების ძირითადი მიზანი მოსახლეობის ყველა კითხვაზე, რომელიც ეხებოდა კოვიდ 19-ის ბრძოლას,  და კერძოდ - ვაქცინაციას, ამომწურავი პასუხის გაცემა იყო. „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებდა შეხვედრებში, ამბობს, რომ ვაქცინაციის გარდა,  პანდემიის დასრულების სხვა გზა არ არსებობს. 

„ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, პანდემიის დასრულების სხვა გზა არ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონი ერთიანი აქტიურობით იყოს ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო კიდევ ერთხელ მოგვესმინა ადგილობრივი სულიერი ლიდერების და ექიმების მოსაზრებები ვაქცინებთან დაკავშირებით, ამომწურავად გვეპასუხა  ყველა მათ კითხვაზე. იმედია ჩვენი მისია, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი გარკვეულწილად შესრულებულია“.

 შეხვედრების  შემდეგ ჯავახეთში შექმნილი ვითარება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ინდოეთს შეადარა.  პედიატრი ივანე ჩხაიძის თქმით, ახალქალაქში მოსახლეობის ქცევა ძალიან ჰგავს ინდოეთის მოქალაქეების ქცევას. „ინდოეთი მოიქცა ისე, როგორც იქცევა დღეს ახალქალაქი. ნაწილმა გადაიტანა, არ აიცრნენ და რა შედეგიც მიიღო, ყველა კარგად ვხედავთ. სხვა გზა არ არის, ან უნდა აიცრათ, ან COVID - 19 გადაიტანოთ. სხვაგვარად შეუძლებელია. საშიში დაავადებაა და ეს უნდა გავაანალიზოთ ყველამ“, - თქვა ჩხაიძემ.

რა ვითარებაა დღეს? აცრისთვის ივნისის თვეში ახალქალაქის რაიონში თავისუფალი ადგილი თითქმის არ არის. 

 ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესის შესახებ არაერთგვაროვანი წარმოდგენა და მიდგომა აქვს. მაგალითად, ბევრი ადამიანი ვაქცინებს მაინც არ ენდობა, ფიქრობს, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, როგორც ახალციხეში მედდის შემთხვევაში. ბევრი ელოდა „ავტორიტეტი ადამიანების“ ვაქცინაციას, რომ მათი მაგალითისთვის მიებაძათ.

 აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა მედპერსონალმა და პოლიტიკოსებმაც დაიწყეს ვაქცინის მიღება.  მაგალითად, 19 მაისს ახალქალაქში საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანი  Covid-19-ის წინააღმდეგ სინოფარმის ვაქცინით აიცრა. 

თოროიანმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა, რომ ახალქალაქს ბოლო პერიოდში ძალიან პოზიტიური შედეგები აქვს ვაქცინაციის კუთხით. ივნისის თვეში  თითქმის ყველა დღე დატვირთულია. თოროიანი ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოღვაწეები და ექიმები, არამედ ახალგაზრდები და უფროსებიც კი გამოხატავენ  ვაქცინაციის სურვილს. თოროიანს მიაჩნია, რომ ეს არის კამპანიის შედეგი, რომელსაც ატარებს  როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ხშირად ტელევიზიის გადამღები ჯგუფის თანდასწრებით დანარჩენების გასამხნევებლად იცრებიან. 

„ამ დროისთვის მხოლოდ ახალქალაქში 280-ზე მეტი ადამიანია აცრილი. მედპერსონალის 30-35 წევრი დარეგისტრირდა სინოვაკით აცრაზე. ამჟამად სინოვაკი ხელმისაწვდომია პირველი დოზით ვაქცინაციისთვის, ხოლო სინოფარმი - მეორე დოზით ვაქცინაციისთვის. ხუთ მოქალაქეს ასტრაზენეკას ვაქცინით ორივე დოზით იმუნიზაცია ჩაუტარდათ, დაახლოებით ათი ადამიანი სინოფარმის ორივე დოზით აიცრა.  თითქმის არ არის დარჩენილი თავისუფალი დღეები ივნისში, ყველა დღე დაკავებულია სინოფარმის მეორე დოზით აცრისთვის. ვაქცინაცია ჩაუტარდა 48 სამედიცინო მუშაკს, 40 რეგისტრირებული იყო სინოვაკით ვაქცინაციისთვის. რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას, ჩინეთის ვაქცინებისადმი ძალიან პოზიტიური მიდგომა აქვთ, რისი თქმაც არ შემიძლია ასტრაზენეკას შესახებ“,- ამბობს თოროიანი. 

სამცხე ჯავახეთის რეგიონში აცრა შესაძლებელია ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში.

ფოტო: jnews.ge

თეგები:
ახალქალაქი
სამცხე ჯავახეთი
ალბერტ ბურლა
ჟურნალისტები
რომის პაპი
Ախալքալաքի
պատվաստանյութ
հղիություն
մագնիս
Սացխե-Ջավախեթի
ლიზა ტოროსიანი
ლიზა ტოროსიანი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა