• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ნობელის ლაურეატმა ლუკ მონტანიემ განაცხადა, რომ Covid-19-ით ვაქცინირებული ადამიანები ორ წელიწადში დაიღუპებიან

დეზინფორმაცია: ნობელის ლაურეატმა ლუკ მონტანიემ განაცხადა, რომ Covid-19-ით ვაქცინირებული ადამიანები ორ წელიწადში დაიღუპებიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ნობელის ლაურეატმა ლუკ მონტანიემ განაცხადა, რომ Covid-19-ით ვაქცინირებული ადამიანები ორ წელიწადში დაიღუპებიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 26 მაისს, Facebook-მომხმარებელმა დავით გიორგობიანმა პირად პროფილზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თანახმად, ნობელის ლაურეატმა ფრანგმა ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემ განაცხადა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინებით აცრილი ადამიანები ორ წელიწადში დაიღუპებიან. გიორგობიანი ვიდეოს საფუძველზე მკითხველს ვაქცინაციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს- „ყველას გააგებინეთ რომ ერთი წლის განმავლობაში თურმე უცილობელი სიკვდილი უწერიათ და არ აიცრან! იქნებ ნობელის ლაურეატის სიტყვა მაინც დაიჯეროთ ვისაც ჯანმრთელობა გინდათ და ამიტომ იცრებით!“. მოგვიანებით დავით გიორგობიანის პოსტი Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემაც გააზიარა. ვიდეოში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

აღნიშნული ვიდეო სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის ყურადღების ცენტრში მოექცა. მათი შეფასებით ვიდეოში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

რეალურად, ვიდეოში წარმოდგენილი პირი ლუკ მონტანიე ნამდვილად არის ნობელის პრიზის მფლობელი. მან პრიზი მედიცინისთვის 2008 წელს მის კოლეგა მეცნიერებთან ერთად აივ-ვირუსის (HIV-virus) იდენტიფიცირებისთვის მიიღო. ბოლო წლებში მონტანიე აივინფექციებსა და იმუნურ სისტემასთან დაკავშირებით (მისი თქმით, ადამიანის იმუნური სისტემა შიდსის ვირუსთან გამკლავებისთვის საკმარისია) და ასევე, Covid-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2-ის ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო კრიტიკის ცენტრში მოექცა.

უშუალოდ ვიდეოს რუსული თარგმანის მიხედვით, მონტანიე ექსპერიმენტული ვაქცინებით აცრილი ადამიანების ორი წლის განმავლობაში გარდაცვალების შესახებ საუბრობს. კონკრეტულად კი ვიდეოში რუსული თარგმანის მიხედვით ნათქვამია:

„ყველა ექსპერიმენტული ი-რნმ ვაქცინით აცრილი ადამიანი ორ წლის განმავლობაში დაიღუპება. მან დაადასტურა (იგულისხმება მონტანიე), რომ იმ ადამიანების, რომლებმაც ექსპერიმენტული ვაქცინის ნებისმიერი ფორმა მიიღო, გადარჩენის არავითარი იმედი არ არსებობს. შოკისმომგვრელ ინტერვიუში მსოფლიო დონის ვირუსოლოგმა ღიად განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი იმედი და განკურნების საშუალება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ვაქცინა უკვე მიიღეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სხეულების კრემაციისთვის. მეცნიერების გენიამ სხვა მეცნიერების აზრს მხარი დაუჭირა, რომ ვაქცინების შემადგენლობა შესწავლაში. ისინი ანტისხეულებისგან დაიღუპებიან, ეს არის ის ყველაფერი რისი თქმაც შეიძლება“.

როგორც IndiaToday წერს, აღნიშნული ვიდეო ზუსტად მსგავსი აღწერით Twitter-ზეც ვირუსულად გავრცელდა (პოსტი ამჟამად წაშლილია) -„ყველა ვაქცინირებული ადამიანი 2 წელიწადში გარდაიცვლება. ნობელის ლაურეატი ლუკ მონტანიემ დაადასტურა, რომ იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებმაც ნებისმიერი ფორმის ვაქცინა მიიღეს, შეუძლებელია. შოკისმომგვრელ ინტერვიუში, მსოფლიოს წამყვანმა ვირუსოლოგმა პირდაპირ განაცხადა:...“.

თუმცა, Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს ინგლისურ სუბტიტრებში რუსულენოვანი თარგმანისგან სრულიად განსხვავებული ტექსტი იკითხება - „ჩინური ვირუსისთვის ვაქცინების მიერ შექმნილი ანტისხეულები არსებობს. რას აკეთებს ეს ვირუსი? ის მოკვდება თუ სხვა გამოსავალს იპოვნის? ახალი ვარიანტები ვაქცინაციის შედეგია. თქვენ ამას ყველა ქვეყანაში ხედავთ- ვაქცინაციის მრუდს სიკვდილიანობის მრუდი მიყვება. მე ყურადღებით მივყვები ამ პროცესს და ექსპერიმენტებს ვატარებ იმ პაცინტებზე, რომლებიც ვაქცინაციის შემდგომ კორონავირუსით დაავადდნენ. მე გაჩვენებთ, რომ ისინი ვირუსის ახალ ვარიანტებს ქმნიან, რომლებიც ვაქცინების მიმართ რეზისტენტულები არიან.“ (აქვე აღსანიშნავია, რომ სუბტიტრებში გავრცელებული ინფორმაციაც არ შეესაბამება სიმართეს და ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

როგორც IndiaToday-მ გადაამოწმა ლუკ მონტანიემ პანდემიის დროს მასობრივ ვაქცინაციას მიუღებელი სამედიცინო შეცდომა უწოდა და გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგიის (antibody-dependent enhancement (ADE) საკითხი წინა პლანზე წამოწია. მისი თქმით ვაქცინებმა შესაძლოა ადამიანი კორონავირუსზე უარეს დაავადებამდე მიიყვანოს, რაც გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგიით იქნება გამოწვეული. მიუხედავად ამისა, მას Covid-19-ით ვაქცინირებული ადამიანების ორ წელიწადში გარდაცვალების თაობაზე რაიმე სახის განცხადება არ გაუკეთებია.

აქვე აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ვაქცინებზე მუშაობისას გაძლიერებული იმუნური სისტემის პათოლოგიაზე (ADE) ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ. თუმცა კორონავირუსის კლინიკური კვლევებისა და მისი გამოყენებაში ჩაშვების შემდეგ, ვაქცინების მიერ ამ პათოლოგიის გამოწვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კოვიდვაქცინების შემჭიდროვებულ ვადებში შექმნის მიუხედავად, მათ კვლევისთვის საჭირო არცერთი დაფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. კოვიდვაქცინებმა შესაბამისი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. მათი ეფექტურობა პრაქტიკაშიც გამოჩნდა, რადგან მათი საშუალებით ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. მაგალითად, ინგლისმა დაადგინა, რომ 2021 წლის მარტის ბოლოს მონაცემებით. ვაქცინაციის შედეგად დაახლოებით 10,000-ზე მეტი გარდაცვალების თავიდან აცილება მოხერხდა. ასეთივე შედეგები დაფიქსირდა ისრაელშიც, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ვაქცინაციის კამპანია აწარმოა.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა ვირუსოლოგმა ლუკ მონტანიემ კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები ნამდვილად გამოთქვა, მას კოვიდვაქცინირებული ადამიანების ორ წელიწადში გარდაცვალების თაობაზე არაფერი განუცხადებია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნობელის ლაურეატი
ალბერტ ბურლა
კოვიდსტატისტიკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა