Facebook-გვერდი „იაგოველთა ნაღები საზოგადოება“ სოციალურ ქსელში სქრინს აქვეყნებს. გავრცელებული სქრინის თანახმად, პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია, პალესტინელებისა და აჭარელი მუსულმანების შესახებ კომენტარს წერს:

სინამდვილეში, აღნიშნული სქრინი არაავთენტურია. იაგო ხვიჩიამ „ფაქტ-მეტრთან“ დაადასტურა, რომ ფოტო ყალბია.

მსგავსი ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკოსის დისკრედიტაციასა და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.

-------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.