• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: COVID-19-ის ვაქცინები „შტრიხკოდი სიცოცხლისათვის“ ინიციატივის ნაწილია

დეზინფორმაცია: COVID-19-ის ვაქცინები „შტრიხკოდი სიცოცხლისათვის“ ინიციატივის ნაწილია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: COVID-19-ის ვაქცინები „შტრიხკოდი სიცოცხლისათვის“ ინიციატივის ნაწილია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

3 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც კორონავირუსის ტესტებთან და ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ ყალბ მტკიცებებს შეიცავს. მასალის გამავრცელებლის თანახმად, ვიდეოში FEMA-ს ყოფილი თანამშრომელი სელესტ სოლუმი მასობრივ დეპოპულაციასა, ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობს. ვიდეოში გაჟღერებულია ცრუ მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს COVID-19-ის ვაქცინები ადამიანების იდენტიფიცირებისა და თვალთვალისთვისაა შექმნილი, რაც ე.წ შტრიხკოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი. ვიდეოში ასევე საუბარია, რომ ვაქცინები ადამიანის გენეტიკის იმგვარ მოდიფიცირებას ისახავს მიზნად, რომ შემდეგ ჩვენი დაპატენტება შეძლონ. კორონავირუსის ვაქცინებით ადამიანების დაჩიპვასთან დაკავშირებით არსებული პოპულარული კონსპირაცია ვიდეოში ახალი ინტერპრეტაციითაა გაჟღერებული. მასალის თანახმად, ვაქცინების საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ჰიდროგელს შეიყვანენ, რომელიც ინექციის შემდეგ ერთად აეწყობა, გადალახავს ტვინის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ტვინში დამონტაჟდება. ვიდეოს ავტორი ამ ყველაფრის თავიდან აცილებისთვის მოსახლეობას კორონავირუსის ტესტებსა და ვაქცინებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

ვიდეომასალა ასევე გავრცელდა Facebook-ჯგუფებში: „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“,  „ნანოტექნოლოგია (COVID-19_ში) იცოდე რას ირჩევ!“

ვიდეოს ავტორი სელესტ სოლუმი, რომელიც FEMA-ს თანამშრომლადაა მოხსენიებული, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტებთან დაკავშირებით ყალბ ამბებსა და კონსპირაციებს ადრეც ავრცელებდა, რის გამოც უცხოური ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის Reuters-ის ყურადღების ცენტში მოექცა. აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ (FEMA) Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ სააგენტოს ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის თანახმად, სელესტ სოლუმი FEMA-ს თანამშრომელი არასდროს ყოფილა.

ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინები „შტრიხკოდი სიცოცხლისათვის“ ინიციატივის ნაწილს წარმოადგენს და ადამიანების იდენტიფიცირებისა და თვალთვალისთვისაა შექმნილი, ყალბი ამბავია.

პროექტ „ცხოვრების საერთაშორისო შტრიხკოდის“ (International Barcode of Life) მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება დედამიწაზე არსებული ბიომრავალფეროვნების უკეთესად შესწავლა, მცენარეებისა და ცხოველების სხვადასხვა სახეობის გამოვლენა და სახეობებს შორის ინტერაქციის ხასიათის დადგენა გამარტივდება, მოხდება სახეობების სწრაფი იდენტიფიცირება. ასეთი საერთაშორისო სისტემის შექმნა ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დნმ-შტრიხკოდების მოგროვებით გახდება შესაძლებელი. მკვლევრების თანახმად, მცენარეებისა და ცხოველების კლასიფიკაციის ტრადიციული მეთოდები დიდ დროს  და ძალისხმევას მოითხოვს. მათი დნმ-ის მცირე ნაწილის გამოკვლევა და სახეობების ამ გზით იდენტიფიცირება კი გაცილებით სწრაფი და ადვილი იქნება. აღნიშნულ პროექტი COVID-19-ის ვაქცინებთან კავშირში არ არის. ამასთან ერთად, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან და დნმ-თან შეხება არ აქვს.

ვიდეოში COVID-19-ის ვაქცინების მუშაობის მექანიზმთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით არსებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. მტკიცება, რომ ვაქცინებით ადამიანის ორგანიზმში ჰიდროგელის შეყვანა ხდება, რომელიც შემდეგ ადამიანის ტვინში ინტეგრირდება, კონსპირაციის თეორიის ნაწილს წარმოადგენს.

პირველ რიგში, პოსტში აღნიშნული ჰიდროგელი წყლის მშთანთქმელი პოლიმერია. მათი უმრავლესობა ბიოლოგიურად შეთავსებადია და შესაბამისად, ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში გამოიყენება. პირველად ჰიდროგელი მაკრომოლეკულურ ქიმიაში 1960 წელს, პრაღაში, ქიმიკოსებმა ოტო ვიხტერლიმ და დრაგოსლავ ლიმმა აღმოაჩინეს. რაც შეეხება ვაქცინაში ჰიდროგელის არსებობას, ის ვაქცინაციის დროს ორგანიზმში შეყვანილი ანტიგენების იმუნოგენურობის გასაძლიერებლად რამდენჯერმე იქნა გამოყენებული. ამის მიუხედავად, ჰიდროგელის დიზაინის კომპლექსურობის, მაღალი ხარჯებისა და იმუნიტეტის მასტიმულირებელი დანამატების უსაფრთხოების საკითხების გამო, ჰიდროგელის ვაქცინებში გამოყენება ფართოდ არ მომხდარა.  აღსანიშნავია, რომ დღეისთვის მოქმედ COVID-19-ის საწინააღმდეგო არცერთ ვაქცინაში ჰიდროგელი გამოყენებული არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ, გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

მასალაში COVID-19-ის კონკრეტული ვაქცინა არ არის დასახელებული, თუმცა კადრებში ჩანს ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის ლოგო. კომპანია Pfizer-ისა და გერმანიის ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-ის თანამშრომლობით დამზადებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ისევე როგორც Moderna-ს ვაქცინა, ი-რნმ-ზეა დაფუძნებული. აღნიშნული ავტორიზებული ვაქცინების შემადგენლობა საჯაროდაა ხელმისაწვდომი. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა შედგება:

• ი-რნმ-სგან (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა), სადაც ჩადებულია/დაცულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმოქმნას ადამიანის ორგანიზმმა COVID-19-ის ვირუსის წვეტოვანი ცილა; 

• ლიპიდებისგან, რომლებიც ი-რნმ-ის მოლეკულებს გარს ერტყმის და იცავს მათ დაზიანებისგან. ამასთან ერთად, გარკვეულწილად „ცხიმიან“ გარსს წარმოქმნის, რაც უჯრედებში ი-რნმ-ის მარტივად შეღწევას უწყობს ხელს; 

• მარილებისგან, რაც ადამიანის ორგანიზმში მჟავიანობის დაბალანსებას უწყობს ხელს. შაქრისგან/საქაროზასგან, რაც ვაქცინაში არსებულ მოლეკულებს გაყინვის დროს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. 

ნათელია, რომ ვაქცინის შემადგენლობაში ჰიდროგელი არსად ფიგურირებს

რაც შეეხება ვაქცინების მუშაობის მექანიზმს, ი-რნმ ვაქცინები შემდეგი პრინციპით მოქმედებენ: Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინების ადამიანის ორგანიზმში ინექციის შედეგად მოხვედრილი ი-რნმ ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს. წვეტოვანი ცილა (Spike protein) ვირუსის უჯრედში შეღწევისთვის მნიშვნელოვანი რეცეპტორს წარმოადგენს. ამის შემდეგ ორგანიზმი გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილის წარმოქმნას იწყებს, რასაც მოჰყვება ადამიანის ორგანიზმის მიერ ანტისხეულებს გამომუშავება. ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმშივე სინთეზირებულ წვეტოვან ცილებს ანადგურებს და COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი წარმოიქმნება. შესაბამისად, Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინებით ორგანიზმი იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოოს, COVID-19-ის ვირუსის მსგავსი წვეტოვანი ცილები, რაც იმუნიტეტის წარმოქმნას განაპირობებს. ვაქცინების მოქმედებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რეძკო
შტრიხკოდები
სიცოცხლისთვის
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა