• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ეპიდემიისა და პანდემიის შესახებ ჩანაწერი „საზოგადოებრივის ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ 2019 წლის 2 აპრილის შემდეგ გაჩნდა

დეზინფორმაცია: ეპიდემიისა და პანდემიის შესახებ ჩანაწერი „საზოგადოებრივის ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ 2019 წლის 2 აპრილის შემდეგ გაჩნდა

ვერდიქტი: ტყუილი

16/04/2021
ტყუილი
განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ეპიდემიისა და პანდემიის შესახებ ჩანაწერი „საზოგადოებრივის ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ 2019 წლის 2 აპრილის შემდეგ გაჩნდა 

ვერდიქტი: ტყუილი 

2021 წლის 7 აპრილს, Facebook-მომხმარებელმა ლაშა მოდებაძემ პოსტი, გამოაქვეყნა,  რომელსაც თან  2019 წლის 2 აპრილს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების და მასზე სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერის ამსახველი ფოტო (ე.წ. „სქრინი“) ახლავს.

 

ფოტოს თან ახლავს ავტორის კომენტარი - „ნახეთ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეცვლილი ჯანმრთელობის კანონი 2019 წლის აპრილში. 2019 წლის ბოლოს კი პანდემიის სპექტაკლი დაიწყო“.

„საზოგადოების ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი  მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, ოჯახის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობას და გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.  კანონის მე-12 მუხლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა  და პანდემიის  დროს საგანგებო სიტუაციების მართვას ეხება.

2019 წლის 2 აპრილს კანონში განხორციელებული ცვლილება, სწორედ აღნიშნულ მუხლს ეხება. კერძოდ, კანონის ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, მე-12 მუხლის პირველი პუნქტში ეწერა -  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად“. ცვლილების შედეგად, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია [1] და პანდემია [2] განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

როგორც კანონის სხვადასხვა რედაქციის შედარებიდან ჩანს, მე-12 მუხლის პირველ პუნქტში - 2019 წლის 2 აპრილს შეტანილ ცვლილებამდეც, არსებობდა ჩანაწერი, რომ ეპიდემია და პანდემია საგანგებო სიტუაციას განეკუთვნება. შესაბამისად, პოსტში არსებული მტკიცება, რომ ეპიდემიისა და პანდემიის შესახებ, კანონში ჩანაწერი  2019 წლის 2 აპრილს  შეტანილი ცვლილების შემდეგ გაჩნდა, არის ტყუილი. 

საყურადღებოა, რომ 2019 წლის 2 აპრილის ცვლილებები, ძირითადად ტექნიკურ ხასიათს ატარებდა და კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციურ მოწყობასთან მისადაგებას ისახავდა მიზნად. 2018 წლის 13 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტთა პაკეტი წარუდგინა [3], რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ისახავდა მიზნად. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება სწორედ ამ კანონპროექტთა პაკეტის ნაწილი იყო. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონში ცვლილების შეტანის საჭიროება გამოწვეული იყო „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებით. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, განსხვავებულად არეგულირებდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიით ან პანდემიით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის მართვის საკითხს, რაც „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში არ მოდიოდა. კანონში შეტანილი ცვლილება, სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორება იყო. ცვლილების თანახმად, კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, ტექნიკურად გასწორდა. განისაზღვრა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიით ან პანდემიით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის მართვა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსახილველ პოსტში არსებული მტკიცება, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ეპიდემიისა და პანდემიის შესახებ ჩანაწერი 2019 წელის 2 აპრილს გაჩნდა, არის ტყუილი.  როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, კანონში ეპიდემიისა და პანდემიის შესახებ ჩანაწერი აღნიშნული ცვლილებების მიღებამდეც, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მიღების დღიდან, 2007 წლის 27 ივნისიდან არსებობდა. ამასთან, საყურადღებოა, რომ 2019 წლის 2 აპრილის ცვლილება ტექნიკურ ხასიათს ატარებდა და საკანონმდებლო ჩარჩოს ახალ კონსტიტუციურ მოდელთან შესაბამისობას ისახავდა მიზნად. 

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ეპიდემია
კარანტინი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი
კარანტინი
ეპიდემია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი
გიორგი ჯანაშვილი
გიორგი ჯანაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა