• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე 40-ჯერ მეტია

დეზინფორმაცია: ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე 40-ჯერ მეტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე 40-ჯერ მეტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გამომცემლობა „საქართველო და მსოფლიო“ ისრაელში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის შემცველ ინფორმაციას ავრცელებს.  10 მარტის  ინფორმაციაში, რომელიც Facebook-ზეც გავრცელდა,  მოყვანილია მტკიცება, თითქოს ისრაელში Pfizer-ის (სტატიაში Ptizer-ად წოდებული) ვაქცინაციით, ხანდაზმულთა სიკვდილის შემთხვევები, ისრაელში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რიცხვზე 40-ჯერ მეტია.  სტატიაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული ინფორმაცია „ექს-მარსელის ტროპიკული დაავადებების უნივერსიტეტის“ სამეცნიერო კვლევას ეყრდნობა, რომელიც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ასევე, სტატიის თანახმად, ახალგაზრდებში ვაქცინით გარდაცვალების მაჩვენებელი, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელზე, გაცილებით მეტია.  იდენტური ინფორმაცია საიტ georgia.shafaqna.com-ზეც გავრცელდა. 

 

„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ ნახსენები კვლევა, რომელიც ვაქცინაციით გარდაცვლილთა აღნიშნულ რიცხვს უნდა ადასტურებდეს, არ იძებნება. მსგავსი ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, ასევე არ იძებნება მარსელის „ინფექციებისა და ტროპიკული დაავადებების უნივერსიტეტის ჰოსპიტალის“ ოფიციალურ გვერდზე.  სტატიის გამოქვეყნების დროისთვის, 10 მარტს, ისრაელს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით, სხვა ქვეყნებთან შეადარებით, მოსახელობის ყველაზე დიდი ნაწილი - 57% ჰყავდა აცრილი. 

 

ისრაელში, სტატიის გამოქვეყნების თარიღისათვის, კორონავირუსის ინფექციით 5950 ადამიანი იყო გარდაცვლილი. ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა კი - როგორც სტატიის გამოქვეყნების დროს არსებული, ისე დღეის მონაცემებით, ისრაელში არ დაფიქსირებულა. 

 

ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაცია 20 დეკემბერს, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და სამედიცინო პერსონალში, დაიწყო. 13 იანვრიდან ისრაელმა 50 წლის ან უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. 28 იანვრიდან - 35 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის, ხოლო 4 თებერვლიდან - 16 წლის ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ვაქცინის ბენეფიციართა ჯგუფი გაზარდა და ყველა თავსებადი ასაკობრივი კატეგორია მოიცვა, ეპიდაფეთქების შემდეგაც კი, რომელიც ქვეყანაში 23 დეკემბერს Covid-19-ის ახალი ბრიტანული შტამის - Lineage B.1.1.7-ის გამოჩენას მოჰყვა, სიტუაცია დასტაბილურდა. შესაბამისად, როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობა, ვაქცინაციის ფონზე საგრძნობლად შემცირდა.

 

ვაქცინირებულთა შორის COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები ისრაელში, თებერვლის მონაცემებით - 94 პროცენტით შემცირდა. ისრაელის ცნობით, COVID-19-ის (Pfizer-ის) ვაქცინით აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები მხოლოდ 0.3%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა.

---------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დამოუკიდებლობა
კორონა ვირუსი
ემანუელ მაკრონი
ნათია თურნავა
კორონა ვირუსი
საფრანგეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა