• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მედიკამენტების კაფსულებში ნემსები და ლურსმნებია მოთავსებული

დეზინფორმაცია: მედიკამენტების კაფსულებში ნემსები და ლურსმნებია მოთავსებული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: მედიკამენტების კაფსულებში ნემსები და ლურსმნებია მოთავსებული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 7 მარტს, Facebook-მომხმარებელმა Nina Marji-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა პრეპარატში ლურსმნები და ნემსებია მოთავსებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ხსნის ორი მომხმარებელი წამლის კაფსულას, რომლიდანაც ერთ შემთხვევაში - პატარა ლურსმნები, მეორე შემთხვევაში კი - ნემსები იყრება. ვიდეოში გავრცელებული ინფორმაციის სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. 

აღნიშნული ვიდეოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და მალევე, სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმების მიერ( STOPFAKE, voxukraine) გადამოწმდა. 

პირველ ვიდეოში, მომხმარებელი პრეპარატ „ენტეროფურილის“ კაფსულას ხსნის, რომლიდანაც პატარა ლურსმნები იყრება. StopFake-ის ფაქტების გადამმოწმებელი გუნდი სტატიაში გამოყენებული ვიდეოს რამდენიმე წამით გრძელ ვერსიას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ წამლის კოლოფი ვიდეოს ჩაწერამდეც გახსნილი იყო. აქედან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, ვიდეოს ავტორმა წამლის კაფსულა წინასწარ გახსნა და მასში ნემსები მოათავსა. ამ ეჭვს  ის ფაქტიც აძლიერებს, რომ StopFake-ის თანახმად, წამლის ფირფიტიდან ფოლგის ზედაპირის მოშორება და შემდგომ მისი თავიდან ფირფიტაზე დაწებება სრულიად უპრობლემოდ არის შესაძლებელი. შესაბამისი ინსტრუქციები კი ინტერნეტსივრცეშიც თავისუფლად მოიძებნება. 

ამასთანავე, ვიდეოს ავტორი მეორე კაფსულასაც ხსნის, რომლის შიგთავსი ჩვეულებრივი ფხვნილითაა სავსე. აღნიშნული ეჭვს იმის შესახებ, რომ ვიდეოს ავტორმა კაფსულაში ლურსმნები ვიდეოს ჩაწერამდე მოათავსა, კიდევ უფრო ამძაფრებს.  ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ფარმაცევტული კომპანია “ბოსნალეკის“-ის ქარხანაში, სადაც პრეპარატი „ენტეროფურილი“ იწარმოება, წარმოების პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია, რომ წარმოების პროცესის შეჩერების გარეშე, რომელიმე კაფსულის შიგთავსი დამოუკიდებლად შეიცვალოს. 

 

ხოლო რაც შეეხება მეორე ვიდეოს, რომელშიც ქალი პრეპარატ „ლინექსის“ კაფსულას ხსნის და იქიდან პატარა ნემსები იყრება, სავარაუდოდ, ასევე ყალბი ამბავია. ამ შემთხვევაში, ეჭვი, რომ ვიდეოს ავტორებმა კაფსულებში ნემსები წინასწარ მოათავსეს, კიდევ უფრო რეალურია, რადგან ქალი ვიდეოში პრეპარატის უკვე გახსნილ ფირფიტას გვაჩვენებს. ასევე, როგორც voxukraine-ის ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა წერს, პრეპარატ „ლინექსში“ ნემსების თუ ლურსმნების აღმოჩენის სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ორივე პრეპარატის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ისინი საკმაოდ გამოცდილი ფარმაცევტული კომპანიების ქარხნებში იწარმოება. ეს კიდევ უფრო ნაკლებ სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ მწარმოებლებს საკუთარ მედიკამენტებში ლურსმნები, ნემსები თუ სხვა საგნები განზრახ, თუ შემთხვევით მოეთავსებინათ. „ლინექსისა“ და „ენტეროფურილის“ მწარმოებლები კომპანია „ლეკი“ და „ბოსნალეკი“ არიან. ორივე ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს, მათ შორის, „ბოსნალეკი“ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოსა (FDA) და ევროპული ფარმაკოლოგიური სააგენტოების სტანდარტებსაც აკმაყოფილებს. 

აქედან გამომდინარე, გავრცელებული  ვიდეოების საფუძველზე, მეტად სავარაუდოა, რომ წამლის კაფსულებში პატარა ნემსები თუ ლურსმნები ხელოვნურად, ვიდეოს ავტორების მიერ არის მოთავსებული. რეალურად, მტკიცებულება, რომელიც წამლის კაფსულებში რაიმე საგნის, მათ შორის ნემსისა და ლურსმნის მოთავსებას დაასაბუთებს, არ არსებობს. 

----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა