იტვირთება

რომან გოცირიძე: რეგიონში საქართველოს ერთ-ერთი უარესი შედეგი აქვს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მასზე ცუდი შედეგი მხოლოდ ომგადატანილ სომხეთს, ნახევრადაღიარებულ კოსოვოს და კიდევ ორიოდე ქვეყანას აქვს

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე:

საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის ნაწილია, რომელიც ჯამში 23 ქვეყნისგან შედგება. აღსანიშნავია რომ მსოფლიო ბანკს, ჯერჯერობით რეგიონის ქვეყნების 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კონსოლიდირება არ მოუხდენია, შესაბამისად, საუბარია მხოლოდ პროგნოზებზე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აღნიშნულ რეგიონში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზის მიხედვით საქართველოზე უარესი შედეგი დაუფიქსირდათ ალბანეთს, მოლდოვას, სომხეთს, ყირგიზეთს, ხორვატიას, კოსოვოს [რომელსაც საქართველო არ აღიარებს] და მონტენეგროს, რითაც საქართველო 23 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილას აღმოჩნდა.

კონტექსტუალურად, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას რომ წინა წლებთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეგიონში მკვეთრად გაუარესდა. საქართველო აღნიშნულ რეგიონში, 2018 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, მე-7 ადგილს იკავებდა, 2019 წელს კი, მე-4 ადგილს.

ანალიზი:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ ფეისბუქ პოსტში დაწერა:"რეგიონში საქართველოს ერთ-ერთი უარესი შედეგი აქვს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მასზე ცუდი შედეგი მხოლოდ ომგადატანილ სომხეთს, ნახევრადაღიარებულ კოსოვოს და კიდევ ორიოდე ქვეყანას აქვს”.

პოლიტიკოსმა, აღნიშნული განცხადება საკრედიტო სარეიტინგო კომპანია “Fitch”-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საკრედიტო შეფასება უცვლელად დარჩა. აღნიშნული, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა რეგიონულ წარმატებად შეაფასეს.

საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის ნაწილია, რომელიც ჯამში 23 ქვეყნისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკს, ჯერჯერობით, რეგიონის ქვეყნების 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კონსოლიდირება არ მოუხდენია, შესაბამისად, საუბარია მხოლოდ პროგნოზებზე. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აღნიშნულ რეგიონში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზის მიხედვით საქართველოზე უარესი შედეგი დაუფიქსირდათ ალბანეთს, მოლდოვას, სომხეთს, ყირგიზეთს, ხორვატიას, კოსოვოს [რომელსაც საქართველო არ აღიარებს] და მონტენეგროს, რითაც საქართველო მე-16-ე ადგილზე აღმოჩნდა. წინა წლებთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეგიონში მკვეთრად გაუარესდა. საქართველო აღნიშნულ რეგიონში, 2018 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, მე-7 ადგილს იკავებდა, 2019 წელს კი, მე-4 ადგილს.

ცხრილი 1: ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების [1] მშპ-ს ზრდა 2018-2019 წლებში, პროგნოზი 2020 წლისთვის

წყარო: მსოფლიო ბანკი

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკის ასეთი რადიკალური შემცირება, ძირითადად, იმ შეზღუდვების სიმკაცრით და ხანგრძლივობით არის განპირობებული, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ იქნა შემოღებული. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შეზღუდვების ინდექსში, რუმინეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილს იკავებდა. ინდექსის თანახმად, ქვეყნებში, სადაც მკაცრი და ხანგრძლივი შეზღუდვები იქნა დაწესებული, ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები შედარებით უფრო მსუბუქი იყო.

[1] ჯგუფში ასევე შედის თურქმენეთი, თუმცა მსოფლიო ბანკს უკანასკნელ პროგნოზებში ქვეყანა არ შეუფასებია

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი