• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გიგი წერეთლისა და სერგეი გავრილოვის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიგი წერეთლისა და სერგეი გავრილოვის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/02/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გიგი წერეთლისა და სერგეი გავრილოვის ფოტო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 16 თებერვალს „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი წერეთლისა და რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ფოტო სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელდა. გავრცელებულ ფოტოებში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, ჩამოჭრილია. ორიგინალი ფოტოს დამახინჯება Facebook მომხმარებლებში იმ განწყობის შექმნას ემსახურება, თითქოს საქართველოში გავრილოვის სტუმრობა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. 

ფოტოს მანიპულაციური ვერსია პირველად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა Facebook გვერდმა - ლიდერი 41 - გამოაქვეყნა, აღწერით: „გიგი წერეთელი და სერგეი გავრილოვი. გავრილოვის საქმე იყო ნაცების დაგეგმილი პროვოკაცია. შეხვედრა ეუთოს ფარგლებში, 2019 წლის 22 აპრილი“. აღნიშნული ფოტო, რითაც მოხმარებელი გავრილოვისა და წერეთლის კავშირს ამტკიცებდა, გამოქვეყნდა Facebook ჯგუფში - წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ჯგუფია.  

მანიპულაციური ფოტოს გავრცელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ყალბმა Facebook ანგარიშებმა (Irma Lekiashvili და Anna Kiladze) და სამთავრობო პროპაგანდისრტულმა გვერდებმაც (ქვეყნის მტრები). ყოველი მათგანი ფოტოს ერთნაირი შინაარსის გზავნილით აზიარებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). 

სინამდვილეში, ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი - ზაქარია ქუცნაშვილიცაა - გამოსახული.

ორიგინალ ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ) მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრს - ზაქარია ქუცნაშვილს, ასამბლეის პრეზიდენტს - სერგეი გავრილოვს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს - გიგი წერეთელს,  ასამბლეის გენერალურ მდივანს - ანდრეას მიქაილისიდისა და საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველს - კოსტას მეგდალისის ვხედავთ. ფოტოზე ასახული შეხვედრა 2019 წლის 22 თებერვალს ვენაში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი - სერგეი გავრილოვი - და მისი წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გიგი წერეთელს და გენერალურ მდივანს, რობერტო მონტელას, შეხვდნენ. 

საინტერესოა, რომ ფოტოს ორიგინალ ვერსიას 2021 წლის 5 იანვარს შექმნილი Facebook გვერდი - ნაცები, შმაცები და შმაცუნები - ავრცელებს. თუმცა აღწერაში აქცენტი მხოლოდ გიგი წერეთლისა და გავრილოვის შეხვედრაზეა გაკეთებული, ზაქარია ქუცნაშვილი კი საერთოდ არაა ნახსენები. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემული პოსტი დასპონსორებულია. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გავრცელებული ფოტოს მეშვეობით, სერგეი გავრილოვის ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირება, ხელოვნური და მანიპულაციურია. გიგი წერეთელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა, შეხვედრის ორიგინალ ფოტოზე კი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიცაა, გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ მანიპულაციური ფოტოს გამოქვეყნება „ნაციონალური მოძრაობისა“ და სერგეი გავრილოვის კავშირის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებს ემთხვევა. 2021 წლის 16 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კობახიძემ, განაცხადა, რომ „სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია... გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა“. სერგეი გავრილოვისა და ოპოზიციის კავშირის შესახებ კომენტარები სახელისუფლებო პირებისგან მანამდეც კეთდებოდა.  

ცნობისთვის, 2021 წლის 17 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნიკა მელიას ბრალად 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა