• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა

დეზინფორმაცია: ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/02/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. „ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ გადააჭარბა აუცრელთა სიკვდილიანობას... ე.წ. ვაქცინა გრძელვადიან პერიოდში რა გართულებებსა და პათოლოგიებს გამოიწვევს უცნობია...  მიუხედავად ამისა აცრები გრძელდება... !! რიგში ორსულები და ბავშვები არიან! და ეს მიუხედავად იმისა რომ ამ კონტიგენტზე კვლევები არ ჩატარებულა!“,- წერს პოსტის ავტორი. 

მტკიცება, რომ ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ  აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა, ყალბია. მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

18 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2,4 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად კი - 0. ისრაელი ერთ სულ მოსახლეზე ვაქცინირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ისრაელი საუკეთესო მაგალითია იმის სადემონსტრაციოდ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას სწრაფი და ძლიერი ეფექტი აქვს და ამავდროულად, ის არის უსაფრთხო. ისრაელში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებულთა შორის COVID-19-ის სიმპტომური შემთხვევები ისრაელში 94 პროცენტით შემცირდა. ამასთან, ვაქცინირებულთა შორის 92 პროცენტით დაბალია ვირუსით გამოწვეული მწვავე ავადმყოფობის ალბათობა. ისრაელის ცნობით, COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები მხოლოდ 0.3%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა. 

პოსტში გამოთქმული მტკიცება, რომ  ვაქცინა გრძელვადიან პერიოდში, რა გართულებებსა და პათოლოგიებს გამოიწვევს უცნობია, სიმართლეს არ შეესაბამება.

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. 

COVID-19-ის ვაქცინებმა (BioNTech/Pfizer, Moderna და AstraZeneca), რომელთაც  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო მარეგულირებლების ავტორიზაცია აქვთ, დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიანი და დეტალური შემოწმება გაიარეს, რომელიც  პრეკლინიკურ და კლინიკური კვლევის სამი ფაზას მოიცავს,  რომლის საფუძველზეც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება.  ვაქცინის მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დამტკიცების შემდეგაც გრძელდება. ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებულია. (მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).  

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. შესაბამისმა კვლევებმა და ვაქცინაციის პროცესის მონიტორინგმა აჩვენა, რომ COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ შესაძლოა,  მსუბუქი სიმპტომები გამოვლინდეს, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში ვაქცინა ალერგიული რეაქციებს იწვევს. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა, თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევაში. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2020 წლის 18 იანვრის ინფორმაციით, Pfizer-ის მილიონ ადმინისტრირებულ დოზაზე ანაფილაქსიის 5 შემთხვევა, ხოლო Moderna-ს მილიონ დოზაზე - 2,8 შემთხვევა დაფიქსირდა. მწვავე ალერგიული რეაქცია აცრიდან რამდენიმე წუთში დგება, სწორედ ამიტომ, ადამიანები აცრიდან გარკვეული ხნის განმავლობაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. 

ვაქცინის გვერდითი ეფექტები შესაძლოა, გვიან გამოვლინდეს, თუმცა არა რამდენიმე თვის და წლის შემდეგ. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა: „ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა უნდა შეფასდეს ვაქცინის გაკეთებიდან 21 დღეში. უსასრულო ლოდინი აქ არ არსებობს, რადგან მერე ის ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა. ერთადერთი, ალერგიული რეაქციის რისკი ცოტა გაზრდილია, თუმცა პროტოკოლი უკვე შექმნილია და საქართველოში ადამიანებს სიფრთხილით ავცრით, როგორც ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცრიან“. 

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, კოვიდვაქცინები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მილიონობით ადამიანს გაუკეთეს, ძალზედ უსაფრთხოა. ვაქცინაციის შემდეგ, მხოლოდ მსუბუქი, მოსალოდნელი, გვერდითი ეფექტები გამოვლინდა. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისრაელში გვერდითი რეაქციები მხოლოდ ვაქცინირებულთა 0.3%-ზე ნაკლებს აღენიშნებოდა. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკური კვლევები ბავშვებზე არ ჩატარებულა, შესაბამისად აღნიშნულ ჯგუფზე ვაქცინაცია ჯერჯერობით არაა დასაშვები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ბავშვები ვაქცინაციის პროცესში  მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ აღნიშნულ ჯგუფებში  ვაქცინის ეფექტიანობაზე და უსაფრთხოებაზე შესაბამისი კლინიკური კვლევები ჩატარდება. 

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 16 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდებული. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ანგარიშში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შესახებ, ნაჩვენებია, რომ ვაქცინის კვლევის პროცესში მონაწილეობა 16-18 წლის ასაკის ადამიანებმაც მიიღეს. რაც შეეხება Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინების ასაკობრივ შეზღუდვებს, ორივე ვაქცინის შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი 18 წელია. 

ისრაელის ხელისუფლებამ 16-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია (Pfizer-ის ვაქცინით) 2021 წლის იანვრის ბოლოს დაამტკიცა. Pfizer/BioNTech-ით ვაქცინაცია ევროპასა და აშშ-ში 16 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში დაშვებულია.

ორსული ქალების შემთხვევაში COVID-19 ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული მონაცემები არსებობს, შესაბამისად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ორსულ ქალების ვაქცინაციას არ უწევს რეკომენდაციას. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა არსებობს COVID-19-ით ინფიცირების (მაგალითად, თუ არის სამედიცინო პერსონალი) და შემდგომი გართულებების  მომეტებული რისკი, ორსული ქალის ვაქცინაცია დასაშვებია, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა