• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „დავალება აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 60%  სავალდებულოდ და ძალდატანებით აცრან“

დეზინფორმაცია: „დავალება აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% სავალდებულოდ და ძალდატანებით აცრან“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/02/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: „დავალება აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 60%  სავალდებულოდ და ძალდატანებით აცრან“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

ვებგვერდი tvalsazrisi.ge ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს.  კერძოდ, „ექიმი“ რამაზ გაგნიძე განმარტავს, თუ რატომ უნდა აიცრას საქართველოს მოსახლეობის 60%.  „დავალება აქვთ, რომ მოსახლეობის 60% ანუ 1.800.000 ადამიანი უნდა აცრან სავალდებულოდ და ძალდატანებით, რასაც არც მალავენ... არასრულწლოვან მოსახლეობაზე, რომელიც წარმოადგენს 30%-ს, ჯერ თავს იკავებენ... დარჩა 10%, რომელიც არ გაიკეთებს ვაქცინას თვითონ და არ გაუკეთებს თავის ოჯახებს, ესენი არიან ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები“. ამასთან, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოხსენიებულია, როგორც, „გამოუკვლეველი“; „გაურკვეველი“, „საფრთხის შემცველი“ და „მასონური“.  სტატია  დეზინფორმაციულ მტკიცებებს ეყრდნობა, რომლებიც მოსახლეობაში ანიტვაქცინურ განწყობებს აღვივებს.  

კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთადერთი გზა საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა, რომლის მიღწევის ყველაზე ეფექტური გზაც მასობრივი ვაქცინაციაა. ამა თუ იმ ინფექციის საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა, პოპულაციის უმრავლესობას ჰქონდეს ბუნებრივი (ინფიცირების გზით ჩამოყალიბებული) და ხელოვნური (ვაქცინაციის გზით შეძენილი) იმუნიტეტი კონკრეტული ინფექციის წინააღმდეგ. ვაქცინაციის გარეშე საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა, მით უმეტეს მოკლე დროში, პრაქტიკულად შეუძლებელია. იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელს მოსახლეობაში ბუნებრივი იმუნიტეტი (მოსახლეობის რა ნაწილმა გადაიტანა დაავადება) განსაზღვრავს. საქართველოში ეს მაჩვენებელი, COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, არა მთლიანი მოსახლეობის, არამედ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ია (1 691 214 მოქალაქე). კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი, რადგან COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევები მხოლოდ 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში ჩატარდა. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო და ძალდატანებითი იქნება, არის ტყუილი.

ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ. კორონავირუსის პანდემიის შეჩერებაც და მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა, მხოლოდ ვაქცინაციითაა შესაძლებელი (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება, რომ COVID-19-ის  ვაქცინები გამოუკვლეველი და საფრთხის შემცველია, ასევე ტყუილია. ვაქცინა დამტკიცებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ - არა. კლინიკური ტესტირების I ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. II ფაზაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ.  III ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება და მოწმდება ვაქცინის ეფექტიანობა, უსაფრთხობა და გვერდითი ეფექტები. იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა ვერ ახდენს დაავადების პრევენციას, ან აქვს ძლიერი გვერდითი ეფექტები, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ცდა ჩერდება. ვაქცინას, კვლევების საფუძველზე, რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება, ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში შესაბამისი სააგენტოები ამტკიცებენ.  ვაქცინის დამტკიცების შემდეგ კი,  გრძელდება მისი მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება (COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

საქართველოში, ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვაქცინის იმპორტისთვის სავალდებულოა, რომ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იყოს აღიარებული, ან ვაქცინას უნდა ჰქონდეს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან, როგორიცაა FDA (მედიკამენტებს აშშ-ში სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია), EMA (ევროპის მედიკამენტების სააგენტო) და ა.შ. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლებისგან COVID-19-ის სამი ვაქცინაა დამტკიცებული - Pfizer-BioNtech, Moderna და AstraZeneca. ამ ეტაპზე, საქართველოშიც სწორედ აღნიშნული ვაქცინების შემოტანა განიხილება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა