ვასილისა ჯაბახიძე: გორის მერიამ პანდემიის პერიოდში ავტომანქანების შენახვაზე, საწვავზე, წარმომადგენლობით ხარჯსა და ჯილდოებზე 440 456 ლარი დახარჯა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვასილისა ჯაბახაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე სულ 10 მანქანა ირიცხება. მათი მოვლა-შენახვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 283 ლარი დაიხარჯა. საწვავის შეძენას - 35 647 ლარი მოხმარდა. წარმომადგენლობითმა ხარჯებმა კი 4 024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ჯილდოებს, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო წელს მერიის თანამშრომლების ამგვარი წახალისება არ მომხდარა. თავად გორის მერი ამბობს, რომ ფულადი ჯილდო კანცელარიის 8 თანამშრომელზე გასცა.

ჯამში, გასულ წელს გორის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯმა, ასევე ავტომანქანების მოვლა-შენახვისა და საწვავისთვის გაცემულმა თანხამ, სულ 67 955 ლარი შეადგინა.

ანალიზი:

„ნაციონალური მოძრაობის“ გორის რეგიონულ ოფისთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც გორის მერიის ხარჯები წარმოადგინეს და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაზე ისაუბრეს. „400 ათასი ლარი [მერიამ] მანქანების მოვლა-შენახვაზე დახარჯა, იმ ფონზე, როდესაც ამ თანხით ძალიან ბევრ მანქანას შეიძენდა. ამას ემატება საწვავისა და სარესტორნე ხარჯი“,-აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

„ფაქტ-მეტრი“ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

გორის მერიის ბალანსზე ამ დროისთვის 10 ავტომანქანა ირიცხება, აქედან ერთი, ტოიოტა პრადო-2008-IL020LL, კონსტანტინე თავზარაშვილზეა განპიროვნებული. 10 ავტომობილიდან 9 მერიის თანამშრომლებს მორიგეობით ემსახურება, ხოლო ერთი - უშუალოდ მერს. ამ ავტომანქანის მოვლა-შენახვისთვის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 873,18 ლარი დაიხარჯა, ხოლო საწვავის ხარჯმა კი 7 736,35 ლარი შეადგინა.

ტოიოტა პრადო-2008-IL020LL-სთან ერთად, მერიის ბალანსზე არსებული 10 ავტომანქანის მოვლა-შენახვისთვის მერიამ 2020 წელს 28 283 ლარი დახარჯა, საწვავის შესაძენად გაცემულმა თანხამ კი გასულ წელს, 35 647 ლარი შეადგინა:

ცხრილი1: 2020 წელს მერიის მანქანების საწვავისა და მოვლა-შენახვაზე დახარჯული თანხები

წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია (დანართი 1; დანართი 2)

რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს, 2020 წელს, გორის მერიის ინფორმაციით, ამ მიმართულებით დახარჯულმა თანხამ 2020 წელს ჯამში 3 974 ათასი ლარი შეადგინა. საჯარო ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა მარტის თვეშია დახარჯული. კონკრეტულად კი, 2020 წლის 11 მარტს, მერიამ 478 ლარი ევროსაბჭოს კონგრესისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრისას დახარჯა, ხოლო ორგანიზაცია - „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლების და ამერიკელი დონორების სტუმრობისას - 320 ლარი, საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის დროს - 184 ლარი, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, უსასყიდლოდ გადასინჯვის აქციის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა კლინიკიდან ექიმების მოწვევისა და ღონისძიების ხარჯმა - 883 ლარი შეადგინა.

თანხები აპრილის, მაისის, სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში არ დახარჯულა.

რაც შეეხება ჯილდოებს, მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ოფიციალურ ინფორმაციაში წერს, რომ 2020 წელს მერიაში ჯილდო არ გაცემულა, გორის მერმა კი ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ პანდემიიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების გამო კანცელარიის 8 თანამშრომელი წაახალისა და მათზე ფულადი ჯილდო გასცა. ოპოზიციის ინფორმაციით ამ თანხამ 2 600 ლარი შეადგინა.

სხვა დანარჩენი მონაცემების შედარებისას აღმოჩნდა, რომ წარმომადგენლობითი ხარჯი და საწვავისთვის გაწერილი თანხები რეალურ რიცხვებთან მიახლოებული, თუმცა არაზუსტია, ავტომანქანების მოვლა-შენახვისთვის 2020 წელს დახარჯულ თანხებს კი, ოპოზიციის მიერ დასახელებული მონაცემი, ბევრად აღემატება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ დასახელებული ჯამური თანხა კი, გორის მერიის მიერ აღნიშნული მიმართულებით გაწეულ ხარჯს, დაახლოებით 6-ჯერ აღემატება. შესაბამისად, ვასილისა ჯაბახიძის განცხადება არის ტყუილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი