• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
TV პირველზე პანდემიის დროს ანტივაქსერული სიუჟეტი გავიდა

TV პირველზე პანდემიის დროს ანტივაქსერული სიუჟეტი გავიდა

15 იანვარს, TV პირველის ეთერის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ანტივაქსერული სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ტელევიზიამ ნორვეგიაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრილი 23 ადამიანის გარდაცვალება COVID-19-ის ახლადშექმნილ ვაქცინას დაუკავშირა.

25/01/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

15 იანვარს, TV პირველის ეთერის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ანტივაქსერული სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ტელევიზიამ ნორვეგიაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრილი 23 ადამიანის გარდაცვალება, მიუხედავად შესაბამისი ოფიციალური დასკვნის არარსებობისა, COVID-19-ის ახლადშექმნილ ვაქცინას დაუკავშირა. სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა განაცხადა:

„კორონავირუსის ვაქცინას ნორვეგიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეები, რომლებსაც ეგონათ, რომ კოვიდისგან ახალი ვაქცინა დაიცავდათ, ინექციიდან რამდენიმე საათში დაიღუპნენ...“

მოგვიანებით კი, ეთერში უშუალოდ სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ნორვეგიაში ადამიანების COVID-19-ით გარდაცვალების დაუსაბუთებელი მტკიცებები განმეორდა.

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში საკითხზე სხვადასხვა ექსპერტის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის კომენტარიც მოხვდა, რომელიც აცხადებდა, რომ საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში იყო და არ არსებობდა დასკვნა, რომ 23 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ ვაქცინაცია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში გამყრელიძის ფაქტობრივად სწორი განცხადება გავიდა და ის ნორვეგიელი ოფიციალური პირების მიერ იმ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციას შეესაბამებოდა, სიუჟეტის პირველი ნაწილი, ისევე როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანის შესავალი სიტყვა, პანდემიის პირობებში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით, მაყურებლებს ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განაწყობდა.

ნორვეგიაში მოხუცთა საცხოვრებელში მყოფი ხანდაზმული პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო ახლადშექმნილი Pfizer-BioNTech ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან მცირე ხნის შემდეგ, დაახლოებით, 30 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ყველა 80 წელს გადაცილებული იყო. 13 გარდაცვლილის გაკვეთის შემდეგ, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ ივარაუდა, რომ ვაქცინისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს, შესაძლოა, განსაკუთრებით სუსტ მოხუცებში მწვავე რეაქციის გამოწვევაში გარკვეული როლი ეთამაშა.

ნორვეგიაში ერთი კვირის განმავლობაში მოხუცთა საცხოვრებლებში, დაახლოებით, 400 ადამიანი იღუპება. ამიტომ, მოხუცების გარდაცვალება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია, თუ ამაზე გარკვეული გავლენა COVID-19-ის ვაქცინამ მოახდინა, TV პირველის სიუჟეტის გასვლის მომენტში დაზუსტებით ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ტელეკომპანიის ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ საკითხთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია რამდენიმე დღის შემდეგ გაავრცელა. კერძოდ, სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ შემთხვევებსა და COVID-19-ის ვაქცინებს შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ნოემბერში საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარიც კი, ვაქცინაციის მიმართ, დადებითად განწყობილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობებში, მედიის პასუხისმგებლობა, არ გაავრცელოს დაუზუსტებელი ინფორმაცია, ან პანდემიის მიმდინარეობისას, ანტივაქსერული მოძრაობის გამაძლიერებელი არ გახდეს, განსაკუთრებულია, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება TV პირველის ეთერში სხვა დროსაც დაფიქსირდა. კერძოდ, 17 იანვარს, მომღერალ სოფო ბედიასთვის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე: „რამდენად თვლით, რომ [ვაქცინაცია] ამ სიტუაციაში მთავარი თავდაცვის საშუალებაა“, მომღერალმა განაცხადა, რომ ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს, რადგან აცრას „გართულებები მოჰყვება“. მეტიც, ვიდეოში წამყვანმა დამატებითი ახსნის გარეშე აღნიშნა - „კი, [აცრას] გარკვეული გართულებები მოჰყვება, კი“, რამაც მაყურებელს ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა.

ამავე ინტერვიუში, ვიდეოს მიწურულს, წამყვანმა კიდევ ერთი რესპონდენტის პასუხად, რომ ის ალერგიულია, აღნიშნა: „მე მგონი, ალერგიულებისთვის, კონკრეტულად Pfizer-ი... ბრიტანეთში გამოიწვია მე მგონი, პირველად რომ გაკეთდა ალერგია“ - აღნიშნული ფრაზით მოსახლეობას Pfizer-BioNTech ვაქცინასა და შესაძლო ალერგიულ რეაქციებს შორის კავშირის შესახებ ინფორმაცია არასრულად მიეწოდა, რამაც, სავარაუდოდ, მაყურებლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისადმი ნდობის გაზრდის თვალსაზრისით, დადებითად არ იმოქმედა.

Pfizer-BioNTech ვაქცინისა და ალერგიულ რეაქციებს შორის არსებულ მიმართებასთან დაკავშირებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აშშ-ში 2020 წლის 14-23 დეკემბრის მონაკვეთში გაკეთებული Pfizer-BioNTech ვაქცინის, დაახლოებით, 1.9 მილიონი დოზიდან მწვავე ალერგიული რეაქცია მხოლოდ 21 პაციენტში გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქცია მხოლოდ 11 პაციენტს აღენიშნა. ამასთან, აღნიშნულ მძიმე შემთხვევებშიც კი, ფატალური შედეგი არ დამდგარა - CDC-ის კვლევის გამოქვეყნების მომენტში (15 იანვარი) 21 პაციენტიდან 20 გამოჯანმრთელებული იყო. კვლევაში ასახული 21 შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკი (მწვავე ალერგიული რეაქცია) აცრიდან მალევე, საშუალოდ 13 წუთში დგებოდა. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანებს აცრიდან მცირე ხნის განმავლობაში ადგილზე აყოვნებენ. CDC-ის მიხედვით, ვაქცინებთან დაკავშირებული რისკი COVID-19-ის მწვავე ფორმით მიმდინარეობის რისკზე უფრო დაბალია.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინაციის მეშვეობით „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავება, მოსახლეობის, დაახლოებით, 90%-ის აცრით მიიღწევა. აღნიშნული კი, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნასა და ცხოვრების ჩვეული რიტმისთვის დაბრუნებას გახდის შესაძლებელს. იმისათვის, რომ ადამიანებმა ვაქცინების სანდოობაში ეჭვი არ შეიტანონ და მასობრივი ვაქცინაციის პროცესი წარმატებით წარიმართოს, საჭიროა, მათ შორის, მედიის ფართო ჩართულობა საკითხის შესახებ ინფორმაციის მოქალაქეებამდე სწორად მისატანად. ასეთ ვითარებაში ჟურნალისტების პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია და დაუშვებელია, ღია ეთერებში მათი მხრიდან იმგვარი განცხადებების გაკეთება, რომლებიც ვაქცინების შესახებ მოქალაქეების დამოკიდებულებაზე უარყოფით გავლენას მოახდენენ.

ნიკა მამულაძე
ნიკა მამულაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა