• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ყალბი ამბავი: ვენაში ექიმებმა დაამტკიცეს, რომ პირბადის ტარებამ 10 ბავშვში ფილტვების სოკოვანი ინფექცია გამოიწვია

ყალბი ამბავი: ვენაში ექიმებმა დაამტკიცეს, რომ პირბადის ტარებამ 10 ბავშვში ფილტვების სოკოვანი ინფექცია გამოიწვია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/01/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ყალბი ამბავი: ვენაში ექიმებმა დაამტკიცეს, რომ პირბადის ტარებამ 10 ბავშვში ფილტვების სოკოვანი ინფექცია გამოიწვია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც, ვენაში ექიმებმა დაამტკიცეს, რომ პირბადის ტარებამ 10 ბავშვში ფილტვის სოკოვანი ინფექცია გამოიწვია, მათი მდგომარეობა კი კრიტიკულია. Facebook-მომხმარებელი პოსტს ბავშვის ფოტოს ურთავს, რომელიც საავადმყოფოში წევს, ფოტოზე კი გერმანულენოვანი წარწერაა დატანილი, რომელიც ქართული ვერსიის ანალოგიურია. პოსტს თან პირბადის ტარების საწინააღმდეგო მოწოდებებიც ახლავს.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ ვენაში პირბადის ტარებამ 10 ბავშვში ფილტვის სოკოვანი ინფექცია გამოიწვია, ყალბია. აღნიშნული უსაფუძვლო ინფორმაცია საერთაშორისო მასშტაბით პირველად 2020 წლის ოქტომბერში გავრცელდა, რაც ფაქტების გადამოწმების გერმანულმა პლატფორმამ, Correctiv.org, ვენის საავადმყოფოებთან გადაამოწმა. Correctiv.org-ის თანახმად, ისინი ყველა მათგანს, ვისაც აღნიშნულზე პასუხის გაცემა შეეძლო, ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუკავშირდნენ. მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირბადის ტარების გამო თუნდაც ერთი ბავშვი ფილტვის სოკოვანი ინფექციით დაინფიცირდა. აღნიშნული ინფორმაციის სიყალბე 6 ოქტომბერს Correctiv.org-ს სატელეფონო ზარის მეშვეობით ვენის ჯანდაცვის ასოციაციამაც დაუდასტურა. მათი განცხადების თანახმად, ვენის არცერთ კლინიკასა და საავადმყოფოში პირბადის ტარებით გამოწვეული ფილტვების სოკოვანი ინფექციის მკურნალობის შემთხვევა არ ჰქონიათ.

ყალბი ამბავი 10 ბავშვის სოკოვანი დაავადებით ინფიცირების შესახებ მეორედ ნოემბერში ესპანურენოვან წყაროებში გავრცელდა. იმჟამად ფაქტის სიყალბეზე ესპანური ფაქტების გადამოწმების პლატფორმა, Maldita.es, წერდა. Maldita.es-მა ფაქტის სიზუსტე ვენის ჯანდაცვის ასოციაციასთან კიდევ ერთხელ გადაამოწმა, რომელთაც კვლავ დაადასტურეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად მცდარია. ერთ-ერთმა კლინიკამ კი, The St. Anna Children's Clinic, რომელიც ვენის ჯანდაცვის ასოციაციას არ ექვემდებარება, ინდივიდუალური განცხადება გამოაქვეყნა. აღნიშნული განცხადებაც ადასტურებს ფაქტს, რომ ამბავი, რომელიც ვენაში 10 ბავშვის სოკოვანი დაავადებით ინფიცირებას ეხება, ყალბია.

აღნიშნულ საკითხზე, Correctiv.org-თან კომენტარი ფილიპ სტოკმა, პედიატრიული პნევმოლოგიის საზოგადოების (Society for Pediatric Pneumology) პრეზიდენტის მოადგილემ და ჰამბურგის ბავშვთა საავადმყოფოს (Altona Children’s Hospital in Hamburg) პედიატრიის ხელმძღვანელმა, გააკეთა. მან ნათლად განმარტა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს ზედა ან ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები და სპეციფიკური ინფექციები, რომლებიც ბავშვებს პირბადის ტარებით შეიძლება განუვითარდეთ.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პირბადის გამოყენება ფილტვის სოკოვან ინფექციებს არ იწვევს და მისი გამოყენება კორონავირუსის პანდემიის პირობებში უსაფრთხოა (ბმული 1, ბმული 2). ინფექციური დაავადებებისა და პულმონოლოგიის სპეციალისტის, თომას ნეშის, თანახმად, პირბადის გამოყენებით სოკოვანი ინფექციით დაინფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევებშია შესაძლებელი, თუ სოკოვანი მიკროორგანიზმი პირბადეზე სხვა გარემოდან მოხვდება (მაგალითად, თუ პირბადე დაბინძურებულ ადგილზე მოვათავსეთ და 1 თვის შემდეგ გავიკეთეთ), შემდეგ კი პირის ღრუში აღმოჩნდება.

პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის სწორად გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა, არაკომფორტული იყოს, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს. პირბადის ტარებისას დისკომფორტი სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით არის გამოწვეული.

პანდემიის პირობებში პირბადის სწორად ტარება ვირუსის გავრცელების შეკავების ერთ-ერთი გზაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა