• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისთვის მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად.

დეზინფორმაცია: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისთვის მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/01/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისთვის მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

სოციალურ ქსელში 2030 წლისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. პოსტის ავტორი ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, გიორგი ფხაკაძის, ბიზნესმენ ბილ გეითსისა და ჯანმოს პრეზიდენტის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის, ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც მკერდზე მიმაგრებული 17-ფერიანი გულსაბნევი ჩანს. პოსტის ავტორის მტკიცებით, ლოგო AGENDA 30-ის მდგრადი განვითარების 17 მიზანს გამოხატავს. 17-ივე მიზანში კი მოსახლეობის შემცირებაზეა საუბარი. Facebook-მომხმარებელი პოსტს ბმულს ურთავს, მისივე თქმით, ეს ბმული გაეროს ვებგვერდიდან აღებული ორიგინალი საბუთის მისამართია.

გიორგი ფხაკაძეს, ბილ გეითსსა და ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის (AGENDA 2030) გულსაბნევი ნამდვილად უკეთიათ. თუმცა მტკიცება, რომ გეგმის 17-ვე მიზანი დედამიწაზე მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად, სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, მდგრადი განვითარების მიზნები უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად ჩამოყალიბდა. 17-ვე მიზანი ამჟამად არსებულ გლობალურ გამოწვევებს ეხება, როგორებიცაა: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხები, კლიმატური და ეკოლოგიური გამოწვევები. გეგმის მიზანია 2030 წლამდე ყველა მათგანი ისე შესრულდეს, რომ მიღებული სარგებლობის მიღმა არავინ დარჩეს.

უფრო კონკრეტულად კი ეს მიზნებია:

არცერთი მათგანი მოსახლეობის ხელოვნურად შემცირებას მიზნად არ ისახავს. მასალა კი, რომელსაც პოსტის ავტორი პოსტს ურთავს თან, გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის ორიგინალს არ წარმოადგენს. ის მოსახლეობისა და გარემოს მდგრადი განვითარების პროფილით მომუშავე ბრიტანული ორგანიზაციის - Population Matters - ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტია. დოკუმენტი 17 მიზნის შესახებ ორგანიზაციის წევრების მოსაზრებას წარმოადგენს, რასაც გაეროს ოფიციალურ პოზიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. Population Matrers-ი 2030 წლისთვის გაეროს მიზნებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან, ორგანიზაციის აზრით, ის მოსახლეობის ზრდის შეუქცევად ტემპს არ ითვალისწინებს. დოკუმენტის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდოს, მდგრადი განვითარების შესახებ საუბრისას მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გაითვალისწინონ, რათა 2030 წლისთვის 17-ივე მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისთვის (AGENDA 2030) მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გაერო
ჯანმო
ბილ გეითსი
ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა