• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: COVID-19-ის ვაქცინა ფერმენტ ლუციფერაზას შეიცავს და დნმ-ს ცვლის

დეზინფორმაცია: COVID-19-ის ვაქცინა ფერმენტ ლუციფერაზას შეიცავს და დნმ-ს ცვლის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი

Facebook გვერდის „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, „ისრაელი გასცემს "მწვანე პასპორტს" იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც "კოვიდის" ნანოტექნოლოგიურ, დეენემის შემცვლელ, ლუციფერაზის ფერმენტიან 'ვაქცინას' მიიღებენ.“ ამასთან ერთად, პოსტის კომენტარებში ავტორი დასძენს, რომ კორონავირუსის ტესტისრებისთვის განკუთვნილი ჩხირი, რომლის ბოლოზეც ნანონაწილაკებია მოთავსებული ცხვირის ღრუში ასე ღრმად იმიტომ შეჰყავთ, რომ აღნიშნული ნაწილაკები ტვინთან ახლოს განათავსონ. პოსტი კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული კონსპირაციებსა და დეზინფორმაციის ნაწილია.

მასალაში მოცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ისრაელის მთავრობა ვაქცინირებულებზე „მწვანე პასპორტებს“ გასცემს, სიმართლეა. ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს, ისრაელში მოსახლეობის აცრა დაიწყება. ვაქცინაციის დაწყების თარიღად 27 დეკემბრი სახელდება. პრემიერ მინისტრის თანამხად, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს „მწვანე პასპორტების“ დამზადებაზე, რომელიც სერთიფიკატის ან/და აპლიკაციის სახით იმუშავებს. ყველა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, მიენიჭებათ „მწვანე პასპორტით“ სარგებლობის საშუალება, რაც მათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების, საჯარო სივრცეებში თავისუფლად გადაადგილების უფლებას მისცემს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ აღნიშნული მეთოდი წაახალისებს ვაქცინაციის პროცესს და ხელს შეუწყობს ნორმალური ცხოვრების სწრაფად დაბრუნებას.

თუმცა მტკიცება, რომ აღნიშნული ვაქცინა ლუციფერაზის ფერმენტს შეიცავს და დნმ-ს ცვლის არის ყალბი ამბავი.

ბიოქიმიაში ლუციფერინი ორგანული ნაერთის სახელწოდებაა და ფერმენტ ლუციფერაზას მეშვეობით მისი ჟანგვისას სინათლე წარმოქმნება. ლუციფერაზა უვნებელი ფერმენტია და იგი ბუნებრივი სახით ციცინათელაში გვხვდება. მედიცინაში ლუციფერაზა ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის შესასწავლად გამოიყენება. მაგალითად, ლუციფერაზის მეშვეობით შესაძლებელია სიმსივნის თერაპიის შედეგების დადგენა. ფერმენტი ორგანიზმში მოხვედრისას უჯრედის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს. სწორედ ამიტომ ლუციფერინიც და მისი ფერმენტი ლუციფერაზაც უვნებელია. 2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა ლუციფერაზას ფერმენტის გამოყენებით პაციენტების MMR (Measles, Mumps, Rubella - წითელა, ყბაყურა, წითურა) ვაქცინაციის ისტორიის დაფიქსირების ახალი გზა შეიმუშავა. MMR ვაქცინაციის ჩატარების დროს, ვაქცინასთან ერთად კანქვეშ თვალისთვის შეუმჩნეველი ლუციფერაზას საღებავი შეჰყავთ. ამ მეთოდის მეშვეობით ვაქცინაციის ისტორიის სანახავად ცენტრალიზებული მონაცემების ბაზა ან MMR ვაქცინის სხვა სპეციფიკურ ინფრასტრუქტურის ქონა საჭირო აღარ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

რაც შეეხება COVID-19-ისა და ლუციფერაზას კავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის დროს ფერმენტის გამოყენება ორგანიზმს არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიდა, ზემოთ აღნიშნული მეთოდი COVID-19-ის ვაქცინაციისთვის დამტკიცებული არ არის. ტეხასის სამედიცინო ცენტრის თანახმად, ლუციფერაზას COVID-19-ის ვირუსის უფრო სრულყოფილი ინდენტიფიცირებისთვის და სწრაფი და ზუსტი ტესტების შესაქმნელად იყენებენ.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გავრცელებულ მრავალი სახის დეზინფორმაციას შორის ერთ-ერთი აბსურდული მტკიცება ვაქცინის მიერ ადამიანის დნმ-ის განადგურებას და გენეტიკური კოდის ცვლილებას ეხება. სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას გულისხმობს. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.

მტკიცება, რომ PCR ტესტირების დროს ნაცხის აღება ცხვირის ღრუს ღრმა არედან მიზნად ისახავს ადამიანის ორგანიზმში ნანონაწილაკების იმპლემენტაციას, არის ყალბი ამბავი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, იმისთვის, რომ PCR ტესტირებით მიღებული მონაცემები იყოს სანდო, ჩხირი უნდა მოთავსდეს ცხვირის ღრუში დაახლოებით 2 სანტიმეტრ სიღრმეზე. ამას სამედიცინო სახის მიზეზი აქვს. სწორედ ცხვირ-ხახის ამ ყველაზე მგრძნობიარე არედან შეგროვებულ მონაცემებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი ანალიზის სწორად წარმართვა და სანდო შედეგების მიღება. PCR ტესტის მექანიზმი ახალი არაა. რესპირატორული ვირუსების კვლევა ყველაზე ეფექტური სწორედ ამ მეთოდის საშუალებითაა.

ამასთან ერთად, ტვინი თავის ქალის შიგნით გარშემორტყმულია დამცავი სითხითა და მრავალი გარსით, რაც სტაბილურ დაცვით ქსელს ქმნის შიდა დაზიანებების თავიდან ასაცილებლად. ამას ჰემატოენცეფალური ბარიერი ეწოდება. PCR ტესტირების დროს გამოყენებულ ჩხირს არ შეუძლია ამ გარსების გარღვევა და ქსოვილებში შეღწევა. შესაბამისად, მცდარია მტკიცება, რომ ჩხირს ტვინამდე შეუძლია მიღწევა. ამდენად, PCR ტესტირებისას შეუძლებელია ადამიანის ორგანიზმში მიკროჩიპების იმპლემენტაცია. იმავე შინაარსის კონსპირაცია ბილ გეითსის 2015 წლის TED talk-ზე გამოსვლის ვიდეოს გარშემოც გავრცელდა. ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ამრიდაგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფერმენტ ლუციფერაზას შეიცავს და დნმ-ს ცვლის არის ყალბი ამბავი. უჯრედებისთვის უვნებელი ფერმენტი ლუციფერაზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს არ გამოიყენება. თვითონ ვაქცინას კი ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა