• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Pfizer-ით ვაქცინირებულებს შორის ბელის სინდრომის გამოვლენის ამბავი სოციალურ ქსელში არასრული კონტექსტით ვრცელდება

Pfizer-ით ვაქცინირებულებს შორის ბელის სინდრომის გამოვლენის ამბავი სოციალურ ქსელში არასრული კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

17/12/2020
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი

2020 წლის ნოემბერში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალეფექტიანობის შესახებ განაცხადა. 2 დეკემბერს ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გერმანული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. მისი ეფექტურობა დაახლოებით 95%-ია. 11 დეკემბერს Pfizer-BioNTech ვაქცინა ამერიკის „კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტომაც“ (FDA) დაამტკიცა. მისი გამოყენება 14 დეკემბერს დაიწყო. ამ ფონის გათვალისწინებით, სოციალურ ქსელში ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციამ თუ მანიპულაციური შინაარსის პოსტებმა საგრძნობლად იმატა.

მას შემდეგ, რაც FDA-მ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აშშ-ში 4 მოხალისეს Pfizer-ის ვაქცინით სახის დამბლა განუვითარდა. აღნიშნული ინფორმაცია არასრული კონტექსტითა წარმოდგენილი, რამაც შესაძლოა, მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს.

სინამდვილეში, FDA-ის მოხსენების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინირებულთა ჯგუფიდან 4 მოხალისეს ბელის დამბლა ანუ სახის კუნთების დამბლა განუვითარდათ. მათ სიმპტომები განსხვავებულ დროს გამოუვლინდათ: ერთ მონაწილეს ვაქცინის გაკეთებიდან მესამე დღეს, დანარჩენ სამს კი - მე-9, 37-ე და 48-ე დღეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დამბლის განვითარება - მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბელის დამბლასა და ვაქცინის მიღებას შორის არაა დადასტურებული. FDA-მ აღნიშნულის გამო განაცხადა, რომ მოსახლეობაში ვაქცინის გავრცელების პარალელურად ბელის დამბლის შემთხვევების მონიტორინგი გაგრძელდება.

ზოგადად, ბელის დამბლა სახის კუნთების უეცარი დასუსტებით ვლინდება, რის შედეგადაც, სახის ნახევარი პარალიზდება. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოა, რომ სახის კუნთების მაკონტროლებელ ნერვზე ანთების ან ვირუსული ინფექციების შედეგად ვითარდება. ბელის დამბლა მეტწილად დროებითია და სიმპტომები რამდენიმე დღეში ან კვირაში უმჯობესდება.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გამოკვლევის დროს ბელის დამბლის განვითარება შესაძლოა, შემაშფოთებლად ჟღერდეს, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის (NCBI) კვლევის თანახმად, ბელის დამბლით დაავადებულთა წლიური მაჩვენებელი 100 000 ადამიანიდან 15-30 შემთხვევაა. ვაქცინის კვლევაში მონაწილე 38 000 მოხალისიდან 4 ბელის დამბლის შემთხვევა კი 100 000 ადამიანზე 11 შემთხვევას უდრის. შესაბამისად, ბელის დამბლის მოხალისეებში დაფიქსირებული სიხშირე წლიურად მოსალოდნელი შემთხვევების ნორმაში ჯდება.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ფოტოები, რომლებიც სტატიებს თან ახლავს, Pfizer-ით ვაქცინირებულებს არ ეკუთვნის. ისინი ბელის სინდრომის შესახებ წლების წინ დაწერილ ცნობებს თუ ანგარიშებს ერთვოდა თან.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ალერგია აწუხებს, ურჩია, ვაქცინაციისგან თავი შეეკავებინათ, რათა მან „ბელის“ დამბლა არ გამოიწვიოს. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში დიდი ბრიტანეთის „მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ“ (MHRA) იმ პაციენტებს მოუწოდა, უარი ეთქვათ Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელთაც სამედიცინო ისტორიაში საკვებზე ან მედიკამენტზე ანაფილაქსიისა და მწვავე ალერგიული რეაქციის ჩვენება აქვთ. MHRA-მ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ ორ ადამიანს ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. ანაფილაქსია სხეულის იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციაა, რომელსაც „ჯანდაცვის ეროვნული სამსახური“ (NHS) აღწერს, როგორც მწვავე და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშ რეაქციას. თუმცა, ალერგიის განვითარებას კავშირი არ აქვს ბელის დამბლასთან და სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება მცდარია.

Pfizer-მა განაცხადა, რომ მოხალისეები, რომელთაც აქამდე არსებულ ვაქცინებზე ალერგიული რეაქციების ისტორია ჰქონდათ, პროტოკოლის მიხედვით, კვლევების ბოლო საფეხურს გამოეთიშნენ. მიუხედავად ამისა, ანაფილაქსიური რეაქცია შესაძლოა, Pfizer-ის ვაქცინის შემადგენელ კომპონენტს - პოლიეთილის გლიკოლს - გამოეწვია, რომელიც სხვა ვაქცინებში არ გვხვდება.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ლიზ ტრასი
კორონა ვირუსი
pfizer
ბელის სინდრომი
ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა