„ფაქტ-მეტრმა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული არაერთი განცხადება გადაამოწმა.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული ანალიზისას “ფაქტ-მეტრი” ხშირად იყენებდა და ეყრდნობოდა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს. PVT მეთოდოლოგია დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას ითვალისწინებს. ეს შერჩევა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმომადგენლობითია.

11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.

იმ სტატიებს, რომლებშიც ISFED-ის პარალელური დათვლის თავდაპირველი შედეგები იქნა გამოყენებული და გავლენა იქონია სტატიის ვერდიქტზე, „ფაქტ-მეტრი“ შესაბამისად დააკორტექტირებს.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი