• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია: სოციალურ ქსელში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის შესახებ ფოტომანიპულაცია ვრცელდება

მანიპულაცია: სოციალურ ქსელში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის შესახებ ფოტომანიპულაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი:

სოციალურ ქსელში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთიუ ჰენკოკის, მანიპულაციური ფოტო ვრცელდება. გავრცელებულ ფოტოზე მინისტრს პირბადე უკეთია. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ პირბადის ზედა მხარეს ანტიქრისტე-მხეცის რიცხვი 666 და ლათინური ასოები NWO არის გამოსახული, რაც New World Order-ის აბრევიატურაა და ახალ მსოფლიო წესრიგს ნიშნავს.

აღნიშნული პოსტი ფოტომონტაჟის შედეგია და ორიგინალ ვერსიას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი Twitter-ზე ფოტოს აქვეყნებს, წარწერით, Please wear a mask (გთხოვთ, ატარეთ პირბადე). პირბადეზე კი არა 666 NWO, არამედ PROTECT THE NHS არის გამოსახული, რაც ქართულად ნიშნავს - „დაიცავი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური“.

შესაბამისად, Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო მონტაჟის შედეგია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელდა, რის შესახებაც ვრცელ ინფორმაციას შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • ბუნებრივი კლება გრძელდება — 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 5 ათასით შემცირდა

    ბუნებრივი კლება გრძელდება — 2025 წლის პი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New York Times-ში გამოქვეყნებულ მის ციტატასთან დაკავშირებით

    დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New Yor...

    პოზიცია შეცვალა
    პოზიციის არსებითი ცვლილება; პოზიციის სრული ამოტრიალება
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა