• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია:  "მაკედონია მოიხსნება ევროპის ჩემპიონატიდან და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაანაცვლებს"

დეზინფორმაცია: "მაკედონია მოიხსნება ევროპის ჩემპიონატიდან და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაანაცვლებს"

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

რეზიუმე: 14 ნოემბერს Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ჩემპიონატიდან ჩრდილოეთ მაკედონია მოიხსნება და მას საქართველოს ნაკრები ჩაანაცვლებს.

სიახლეში მოცემულია, რომ მაკედონელთა მხრიდან ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომლის სახელი და გვარიც დაკონკრეტებული არ არის, ყვითელი ბარათების გამო შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ის მწვრთნელმა შეცვლაზე შეიყვანა.

ფაქტის დამადასტურებლად მოყვანილია Facebook-ის პოსტი, რომლის ავტორიც  სოციალური ქსელის მომხარებელი ლუკა მოდრიჩ’იია.

ანალიზი:

საფეხბურთო სამყაროში დისკვალიფიკაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირებზე მოთამაშეები ამა თუ იმ დისკვალიფიკაციას  ძირთადად ბარათების შესაბამისად იღებენ. 

წითელი ბარათის შემთხვევაში ძირითადად მოთამაშე 1-დან 3 მატჩამდე ტოვებს. რაც შეეხება ყვითელ ბარათს, აქ განსხვავებული სიტუაციაა. 

სხვადასხვა მატჩებში,თუ ფეხბურთელი  ჯამურად  გარკვეული რაოდენობის ყვითელ ბარათს დააგროვებს, ის ამ შემთხვევაში, 1-მატჩიან დისკვალიფიკაციას იღებს. ყვითელი ბარათების რაოდენობა ტურნირის ხელმძღვანელობის მიერ  განისაზღვრება. მაგალითად, UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მოთამაშე  2-3 ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ,  მომდევნო 1 მატჩს ტოვებს.  

რა ხდება,  იმ შემთხვევაში როდესაც გუნდი ათამაშებს ფეხბურთელს, რომელსაც ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა? ყველა ტურნირს ინდივიდუალური რეგლამენტი აქვს და წესებიც განსხვავებულია. საფლეიოფო სტილის ჩემპიონატებზე ძირითადად, მსგავს შემთხვევაში, გუნდი გათამაშებიდან სრულად იხსნება. 

მსგავსი ფაქტი შეგვიძლია,  2015-2016 წლების სეზონიდან გავიხსენოთ. ესპანეთის თასის 1/32 ფინალურ ეტაპზე მადრიდის „რეალი“ „კადისს“ უპირისპირდებოდა, რა დროსაც გუნდმა მოედანზე დენის ჩერიშევი შეიყვანა. რუსს ფეხბურთელს ესპანეთის თასზე 3 ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, რის შემდეგაც მას 1 შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა. მადრიდის „რეალმა“ ის „კადისთან“ მატჩში მაინც ათამაშა, რასაც გუნდის ტურნირიდან მოხსნა მოჰყვა. 

რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს, რაზეც მოცემულ სიახლეშია საუბარი, UEFA (ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია) ყოველი ტურნირის წინ საკვალიფიკაციო ეტაპის, ფლეი ოფისა და ფინალური ეტაპის რეგლამენტს აქვეყნებს.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტში აღნიშნულია, რომ ყვითელი ბარათები თითოეულ ეტაპზე ანულირდება. 

UEFA-ს რეგლამენტი, ევროპის ჩემპიონატი 2020, მუხლი 52 (ყვითელი და წითელი ბარათები)

მუხლი 52.02

1. საკვალიფიკაციო ეტაპზე ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია, თუ ის 3 სხვადასხვა მატჩში 3 გაფრთხილებას მიიღებს. ამ შემთხვევაში მოთამაშე მომდევნო, 1 მატჩს ტოვებს.

2. ფინალურ ეტაპზე ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია 1 მატჩით, თუ ის 2 სხვადასხვა მატჩში მიიღებს გაფრთხილებას.

მუხლი 52.03

გაფრთხილებები ანულირდება და ათვლა თავიდან იწყება ფლეი ოფისა და ფინალურ ეტაპებზე. ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათი ფლეი ოფში აღარ მოქმედებს და ფლეი ოფში მიღებული ყვითელი ბარათი ფინალურ ეტაპზე აღარ მოქმედებს.

მუხლი 52.06

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები ანულირდება ამავე ტურნირზე და აღარ მოქმედებს მომდევნო ტურნირზე (საკვალიფიკაციო ეტაპი, ფლეი ოფი, ფინალური ეტაპი).

ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში ჯამში ორი ეტაპი იყო - ნახევარ-ფინალი და ფინალი.

UEFA-ს რეგლამენტის თანახმად (მუხლი 52.03) გაფრთხილებები ანულირდებოდა ჯგუფური ეტაპის შემდეგ და შესაბამისად, ფლეი ოფის ფინალში, ყვითელი ბარათების გამო, ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ იქნებოდა დისკვალიფიცირებული. საქართველოსთან მატჩამდე ჩრდილოეთ მაკედონიამ ფლეი ოფის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაციას ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მიიღებდა, რადგან ამისთვის, როგორც მინიმუმ 2 შეხვედრაში მონაწილეობა იყო საჭირო.

სიახლეში აღნიშნული იყო, რომ შეხვედრაში დისკვალიფიკაცია ჰქონდა ფეხბურთელს, რომლის სახელი და გვარიც არ იყო დაკონკრეტებული, თუმცა დაკონკრეტებული იყო, რომ ის მწვრთნელმა შეცვლაზე შეიყვანა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრაში, მაკედონელთა მთავარმა მწვრთნელმა 4 ცვლილება გამოიყენა. მაკედონელთა მხრიდან შეცვლაზე შემდეგი ფეხბურთელები შევიდნენ: ჯეკო ზაიკოვი, ივან ტრიჩკოვსკი, ტიჰომირ კოსტადინოვი და სტეფან სპიროვსკი.

გარდა UEFA-ს რეგლამენტისა, www.transfermarkt.com-ის ფეხბურთელების სტატისტიკის გვერდიც გვამცნობს, რომ არც ერთ ფეხბურთელს ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია არ ჰქონდა მიღებული (ჯეკო ზაიკოვი, ივან ტრიჩკოვსკი, ტიჰომირ კოსტადინოვი, სტეფან სპიროვსკი).

ამავე ვებგვერდის, www.transfermarkt.com-ის ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილი 4 ფეხბურთელიდან, არა თუ ამ მატჩის წინ, UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში, ჯამურად არასდროს არ მიუღიათ 3-3 გაფრთხილება და ამ ტურნირზე მატჩი დისკვალიფიკაციის გამო არასდროს არ გამოუტოვებიათ.

• ჯეკო ზაიკოვი - 1 ყვითელი ბარათი

• ივან ტრიჩკოვსკი - 0 ყვითელი ბარათი

• ტიჰომირ კოსტადინოვი - 1 ყვითელი ბარათი

• სტეფან სპიროვსკი - 1 ყვითელი ბარათი

ვებგვერდ http://sportexpress.ge/-ზე, სიახლის ბოლოს მოცემულია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა Facebook-ზე პოსტი რადიკალურად განსხვავებული სახით გავრცელდა. ამასთან, სოციალურ ქსელში გაზიარებისას მხოლოდ სათაური ჩანდა და არსად იკითხებოდა აღნიშვნა ამბის სიყალბის შესახებ, რამაც მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა