• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ნიორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუნებრივი ვაქცინაა

დეზინფორმაცია: ნიორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუნებრივი ვაქცინაა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „ნივრიანი წყლის“ ზემოქმედებით კორონავირუსი სუსტდება და კვდება, რაც ადამიანის ორგანიზმში 30-40 წუთის შემდეგ ბუნებრივ ვაქცინას წარმოქმნის. აღნიშნული ვაქცინა კი COVID-19-ის წინააღმდეგ სპეციფიკური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას იწყებს. შედეგად, პათოლოგიური მოვლენების ჯაჭვი დასაწყისშივე იშლება და კორონავირუსი მარცხდება.

ნივრის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო „წამლის“, სამკურნალო თვისებების შესახებ მცდარი ინფორმაცია პანდემიის დასაწყისშივე საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდა. ამიტომ, ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული მითების ჩამონათვალს ნივრის სამკურნალო თვისებებიც მიამატა. ჯანმოს თანახმად, ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც შესაძლოა, ანტიმიკრობული თვისებები გააჩნდეს. თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ნივრის ჭამა კორონავირუსისგან გვიცავს. აღნიშნული მითის შესახებ „კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ცენტრიც“ (StopCoV.ge) წერს:

ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCCIH) ცნობით, ნივრის იმ ოდენობით მიღება, რაც, ზოგადად, საკვებში გვხვდება, უვნებელია. მაგრამ ნივრის გადამეტებით მიღებამ ადამიანის ჯანმრთელობას (მაგალითად, მათ, ვინც სისხლის გამათხელებლებს იღებს) შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას. ასევე შესაძლოა, რომ ნიორმა ზოგიერთი წამლის ეფექტურობას ხელი შეუშალოს. ამიტომ ცენტრი საზოგადოებას ურჩევს, ალტერნატიული მედიკამენტების გამოყენებამდე ექიმს მიმართონ.

ამავე პოზიციას იზიარებს მიკრობიოლოგი და ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე. მისი განცხადებით, ნიორს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები ნამდვილად აქვს. მაგრამ მოსაზრება, რომ ნივრის ჭამა კორონავირუსისგან დაგვიცავს, გადაჭარბებულია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დასკვნა, რომ ნიორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუნებრივი ვაქცინაა, მცდარი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.

ნიორთან, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო „წამალთან“, დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის სიყალბის შესახებ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო პლათფორმამაც (FactChechk.org) დაწერა.

COVID –19-ით ინფიცირებისგან თავის დაცვა შემდეგი წესების დაცვით არის შესაძლებელი:

• ატარეთ პირბადე;

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;

• მოერიდეთ თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებას;

• დაიცავით არანაკლებ ერთმეტრიანი ფიზიკური დისტანცია თქვენსა და გარშემომყოფებს შორის;

• მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს.

პანდემიის დასაწყისიდანვე კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა