• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქლიქბეითის ყალბი ამბავი: სხვა გზა არ დაგვრჩა, უნდა ჩავკეტოთ ისევ ყველაფერი

ქლიქბეითის ყალბი ამბავი: სხვა გზა არ დაგვრჩა, უნდა ჩავკეტოთ ისევ ყველაფერი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

03/11/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი:

2020 წლის 3 ნოემბერს, ვებგვერდზე sport365.ge გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით: „სხვა გზა არ დაგვრჩა, უნდა ჩავკეტოთ ისევ ყველაფერი...“- ახლახანს გამაოგნებელი განცხადება გაკეთდა“. თუმცა სტატიის სათაური და სტატიის შინაარსი ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არის, მეტიც აღნიშნული სათაური ყალბ ინფორმაციას შეიცავს, რადგან მსგავსი განცხადება არსად გაჟღერებულა.

სტატიის ძირითადი ტექსტი, აშშ-ში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტია. ექიმი საპარლამენტო არჩევნებსა და პანდემიას ეხმაურება. ის ოპოზიციას ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებას ურჩევს. შესაბამისად, ზურაბ გურულის Facebook პოსტს sport365.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიის სათაურთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ამასთანავე, 2020 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გაიმართა, რომელზეც ქალაქების ან სხვა ობიექტების ჩაკეტვის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა. საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ქვეყნის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია კი  ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპზე, სისტემური შეზღუდვების ნაცვლად, წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენებას გულისხმობს. 3 ნოემბერს გამართულმა უწყებათაშორისმა საბჭომ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

• პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება 

• რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ 

• თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

ამგვარად, ვებგვერდზე განთავსებული სტატიის სათაური ყალბია და  მკითხველს მცდარ წარმოდგენას უქმნის, თითქოს საქართველოში ჩაკეტვა ამოქმედდება.

ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა