• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „ესპანური გრიპის“ მსხვერპლები, სინამდვილეში, ბაქტერიული პნევმონიით გარდაიცვალნენ, რაც პირბადის ტარებამ გამოიწვია

დეზინფორმაცია: „ესპანური გრიპის“ მსხვერპლები, სინამდვილეში, ბაქტერიული პნევმონიით გარდაიცვალნენ, რაც პირბადის ტარებამ გამოიწვია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

30/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი

სოციალურ ქსელში  ყალბი ამბავი გავრცელდა, თითქოს 2008 წლის სტატიაში „ესპანური გრიპის“ შესახებ ენტონი ფაუჩი (აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი) წერდა, რომ „ესპანური გრიპის“ მსხვერპლთა უმრავლესობა „ესპანური გრიპის“ ეპიდემიისგან“ სულაც არ გარდაცვლილან, არამედ „ისინი ბაქტერიულმა პნევმონიამ იმსხვერპლა“, რაც, თავის მხრივ, პირბადეების ტარებამ გამოიწვია. ინფორმაციის წყაროდ ანნა ვონ რეიცია დასახელებული. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კვლევა - „ბაქტერიული პნევმონიის წამყვანი როლი, როგორც პანდემიური ინფლუენცას დროს გარდაცვალების მიზეზი: დასკვნები პანდიმიური ინფლუენცასთვის მზადყოფნაზე“ – 2008 წელს გამოქვეყნდა და მისი ავტორები დევიდ მორენსი, ჯეფერი ტაუბენბერგერი და ენტონი ფაუჩი არიან. კვლევა ინფლუენცას პანდემიასთან დაკავშირებული გარდაცვალებების მიზეზებს ეხება. კვლევის ფარგლებში,  ინფორმაცია ანტიბიოტიკების გამოყენების ერამდე მომხდარი უახლესი ინფლუენცას პანდემიიდან (1918-1919 წლების „ესპანური გრიპის“ პანდემია) გაანალიზეს. კვლევის ფარგლებში, პანდემიისას გარდაცვლილი ადამიანების ფილტვის ქსოვილის პათოლოგიური და ბაქტეროლოგიური მონაცემები, შეისწავლეს.

კვლევის დასკვნის მიხედვით, 1918-1919 წლების ინფლუენცას პანდემიის დროს გარდაცვალებათა უმრავლესობა უშუალოდ მეორადი ბაქტერიული პნევმონიის შედეგი იყო, რაც  საერთო ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიებმა გამოიწვია. სტატიის ავტორთა აზრით, მეორადი ბაქტერიული პნევმონიის პრევენცია, დიაგნოზირება, პროფილაქტიკა და მკურნალობა, ასევე ანტიბიოტიკებისა და ბაქტერიული ვაქცინების მომარაგება პანდემიებისთვის მზადებაში პრიორიტეტი უნდა იყოს. სტატია არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაქტერიულ პნევმონიას პირბადის ტარება იწვევს, როგორც ეს გავრცელებულ ყალბ ამბავშია წარმოჩენილი. მეტიც, „პირბადე“, ფაუჩის თანაავტორობით 2008 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, საერთოდ არაა ნახსენები. 

Reuters-ის მიხედვით, აღნიშნული ყალბი ამბის პირველწყარო Twitter-ზე გავრცელებული ინფორმაციაა, თუმცა ინფორმაციის ავტორმა კომენტარებში განმარტა, რომ ბაქტერიულ პნევმონიასა და პირბადეებს შორის კავშირი, მისივე სტატიას ემყარებოდა და არა ენტონი ფაუჩის კვლევას. თუმცა მის სტატიას კოლეგიალური შემოწმება (დამოუკიდებელი პროფესიონალების შემოწმება სტანდარტების დადგენის მიზნით) არ აქვს გავლილი და ResearchGate-მა დასახელებული სტატია მისი საიტიდანაც კი წაშალა.

მოცემული ყალბი ამბავი პირბადის ტარების საწინააღმდეგოდ გავრცელებული დეზინფორმაციის მაგალითია. 

უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა, იყოს არაკომფორტული, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს.  პირბადის ტარებისას დისკომფორტი სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით არის გამოწვეული.

COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, აუცილებელი ხელების ჰიგიენა და სოციალური დისტანციის დაცვაა. პირბადეებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის, მისი გამოყენების აუცილებლობისა და მოხმარების სწორი წესების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ,  „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა