რეგიონული საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ Facebook- გვერდზე სიახლე შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ინფიცირებული ოთარ კახიძე საარჩევნო კამპანიას აგრძელებს“.

Topnews.com.ge-ის სტატიის ვებგვერდზე გადასვლისას, მას განსხვავებული სათაური აქვს: „ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა“. სტატიაში კი ოთარ კახიძის Facebook- პოსტი უცვლელადაა გადმოტანილი, სადაც „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საზოგადოებას ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ აცნობა. ამასთანავე, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ის თვითიზოლაციაში გადავიდა და საარჩევნო კამპანიას მისი გუნდი გააგრძელებდა.

Topnews.com.ge-ის Facebook-ზე გაზიარებულ სტატიაში, მანიპულირებული სათაურის გარდა, თანდართული ფოტოც მომხმარებელს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს კოვიდინფიცირებული ოთარ კახიძე წესებს არღვევს და კამპანიის ჩატარებას თავისუფლად განაგრძობს. ფოტო, რომელიც სტატიას ახლავს თან, სინამდვილეში 2020 წლის 13 ოქტომბერს არის გადაღებული, როდესაც ოთარ კახიძე ინფიცირებული არ იყო. აღნიშნული ფოტო მაჟორიტარობის კანდიდატის Facebook- გვერდზეა ხელმისაწვდომი.

Topnews.com.ge-ის მანიპულაციური სათაურით გამოქვეყნებული Facebook- პოსტი ჯგუფში „ბიძინა ივანიშვილის მეგობრები „ფეისბუქზე“ გავრცელდა. გაზიარებულ პოსტზე მომხმარებლების კომენტარებიდან ჩანს, რომ Topnews.com.ge-ის სათაური და თანდართული ფოტო მათთვისაც შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა. სიახლის ქვეშ, მომხმარებლები კახიძის წინააღმდეგ შსს-საც კი სთხოვენ რეაგირებას, რომელიც მათი აზრით, იზოლაციის წესებს არღვევს და ადამიანებს აინფიცირებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი