• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის და ის ყველას უნდა გაუკეთდეს

დეზინფორმაცია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის და ის ყველას უნდა გაუკეთდეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ცვლის და ის ყველას უნდა გაუკეთდეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

18 ოქტომბერს Facebook-ჯგუფში„კორონა აფიორა“დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოქვეყნდა. მასალის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველას უნდა გაუკეთდეს და ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის გენეტიკა შეიცვლება, რითიც„სატანისტები“ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის განადგურებას ცდილობენ. აღნიშნული ინფორმაცია არის კორონავირუსის გარშემო გავრცელებული კონსპირაციის ნაწილი, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.



Facebook-ზე გავრცელებული პოსტის ნაწილის ფოტომასალა

მტკიცებულება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გენეტიკის დამანგრეველია, ტყუილია.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორისაა მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის გენეტიკური კოდის დამანგრეველია.

სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა გულისხმობს ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგნიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მითუმეტეს, მას ვერ შეცვლის.

რაც შეეხება უშუალოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, მასზე მუშაობა ერთ-ერთმა პირველმა ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2020 წლის 10 იანვარს დაიწყეს, როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გენომი გამოაქვეყნეს. ვაქცინის გლობალური ალიანსის თანახმად, მას შემდეგ, რაც ცხოველებზე ვაქცინის გამოცდისას წარმატებული შედეგები მიიღეს, მისი ადამიანებზე გამოცდის ფაზები დაიწყეს. კლინიკური კვლევის პირველი/მეორე (Phase I/II) ფაზა 23 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინის აღნიშნული ვარიანტი რაიმე გაუთვალისწინებელ რეაქციას არ იწვევდა, კვლევის პროცესი 28 მაისს დიდ ბრიტანეთში მეორე/მესამე ფაზაში (Phase II/III) გადავიდა.

ოქსფორდის ვაქცინის დასამზადებლად შიმპანზეს ადენოვირუსის ვაქცინის ტექნოლოგიაა გამოყენებული. ვაქცინაციის დროს ადამიანის სხეულში შეყავთ გრიპის დასუსტებული, არააქტიური, უვნებელი პათოგენური ორგანიზმი - ვირუსი, რაც ადამიანის ორგანიზმის მიერ იმუნინეტიტის მშენებლობას უწობს ხელს. ვაქცინა იმუნურ სისტემას თავდაცვისაკენ აღძრავს, რაც ანტისხეულების გამომუშავებაში ვლინდება. ადამიანის სხეულში მოხვედრილი ვაქცინა გენეტიკურ კოდს სპეციფიკური ცილის გამოსამუშავებლად იყენებს, რომელიც იმუნიტეტის მშენებლობას ხმარდება. თუ კორონავირუსის მიკრობი ადამიანის ორგანიზმში კიდევ მოხვა, იმუნური სისტემა მის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე მზად იქნება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის მოდიფიკაცია შეუძლია, მცდარია.

მტკიცებულება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველას უნდა გაუკეთდეს ყალბია.

ვაქცინის საყოველთაო სავალდებულოობაზე არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და არც რომელიმე სახელმწიფოს არ განუცხადებია. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სატესტო რეჟიმშია და არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ რუსეთმა დაარეგისტრირა. თუმცა, მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მრავალი კითხვის ნიშანია, რადგან ვაქცინას, ფაქტობრივად, არ გაუვლია ტესტირების მესამე ფაზა.

იხილეთ ჩვენი სტატიები (ბმული 1; ბმული 2) ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთ დეზინფორმაციაზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა