• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კორონავირუსისგან დასაცავად პირბადეები არ უნდა გამოვიყენოთ

დეზინფორმაცია: კორონავირუსისგან დასაცავად პირბადეები არ უნდა გამოვიყენოთ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: კორონავირუსისგან დასაცავად პირბადეები არ უნდა გამოვიყენოთ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, Facebook გვერდი „სტალინი“ ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალის, Forbes-ის, სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად – ეს თქვენი დაინფიცირების რისკს ზრდის“. გავრცელებული მასალის თანახმად, ინფექციების პრევენციის სპეციალისტის, აიოვას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ელი პერენსევიჩის, თქმით, ქირურგიული, რესპირატორული თუ სხვა სახის პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად არ უნდა გამოვიყენოთ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ქირურგიული პირბადეები მხოლოდ მათ უნდა გამოიყენონ, ვისაც გრიპი აქვს, ან ფიქრობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ. 

Forbes-ზე აღნიშნული სტატია ნამდვილად იძებნება, თუმცა ის, სინამდვილეში, 2020 წლის 29 თებერვალს გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატია ქართულმა Forbes-მაც თარგმნა. Facebook გვერდი „სტალინი“ აღნიშნულ სტატიას 2020 წლის 20 სექტემბერს აქვეყნებს, რეალურად კი, ის პანდემიის დასაწყისში არსებულ რეკომენდაციებს ემყარება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), 2020 წლის 12 თებერვალს პირბადის ყველასათვის სავალდებულოდ ტარების რეკომენდაციებს არ გასცემდა. ამას კი საფუძვლად, ძირითადად სამედიცინო პირბადეების საგრძნობი დეფიციტი ედო. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც“ (WHO) პირბადის გამოყენების რეკომენდაციას არა ყველაზე, არამედ იმ პირებზე გასცემდა, ვისაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ან ინფიცირებულ/შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უვლიდნენ. მათივე განმარტებით, ამით მსოფლიოში დეფიციტური პირბადეების რაციონალურ გამოყენებას ხელს უწყობდნენ. საქართველო ძირითადად WHO-ს რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებდა და პირბადეების გამოყენებაც მხოლოდ დაავადებული ადამიანისთვის ან მასთან კონტაქტში მყოფი პირისთვის იყო რეკომენდებული.

დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. CDC საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას.  საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მუდმივად მოუწოდებს. მისი განცხადებით, ჯერჯერობით, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი არ არსებობს, ერთადერთი იარაღი პირბადეა. 

СOVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს, პირბადის გამოყენება კი ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, ჰიგიენის დაცვა (ხელების ხშირი დაბანა ან სპირტისშემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაც აუცილებელია.

Facebook-გვერდმა „სტალინმა“ პოსტი 20 სექტემბერს გამოაქვეყნა და Forbes-ის ორიგინალი სტატიის გამოქვეყნების თარიღი, 29 თებერვალი არ მიუთითა. შესაბამისად, პოსტი მანიპულაციური ხასიათისაა და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ხაზგასასმელია ისიც, რომ აღნიშნული გვერდი დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. 

პირბადის მავნებლობასთან დაკავშირებული მანიპულაციები ბოლო დროს ხშირად ვრცელდება. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა