• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Facebook-ზე ყალბი ფსიქოლოგიური ტესტი ვრცელდება

Facebook-ზე ყალბი ფსიქოლოგიური ტესტი ვრცელდება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით ეს ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

28/09/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი:

Facebook საჯარო ჯგუფში - „სიყვარული და სიკეთე“, გაზიარდა სიურეალისტური ოპტიკური ილუზია წარწერით: „იაპონელების მიერ შექმნილი ტესტი 1. თუ ნახატი არ მოძრაობს - ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია. 2. თუ ნელა მოძრაობს - ფსიქიკური, ემოციური დაღლილობა. სასურველია დაისვენოთ, გახვიდეთ შვებულებაში. 3. თუ აქტიურად მოძრაობს - ეს ფსიქოზის ან დეპრესიის ნიშანია. საჭიროა სპეციალისტებს მიმართოთ.“ ის Facebook-სივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

სიურეალისტური ოპტიკური ილუზია რეალურად შექმნილია 52 წლის უკრაინელი დიზაინერის, იური პერპადიას მიერ 2016 წელს. მას შემდეგ, რაც Facebook-ზე სურათთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება დაიწყო, იური პერეპადიამ პირადი Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა სურათი და ახსნა, რომ სურათი შეასრულა 2016 წელს, აკიოშა კიტაოკას ეფექტის გამოყენებით, რომელიც ფერად ფონზე, თეთრი და შავი ხაზების დასმით, ქმნის მოძრავი სურათის ილუზიას. ამასთან ერთად დასძინა, რომ იაპონელებს, კონკრეტული სურათის შექმნასთან, არანაირი კავშირი არ აქვთ.

პერპადია BBC-სთან საუბრისას ხაზს უსვამს, რომ სურათს იმ ფაქტთან, თუ რამდენად დასტრესილი შეიძლება იყოს ადამიანი, არანაირი საერთო არ აქვს.

აქედან გამომდინარე, უკრაინელი დიზაინერის მიერ, ორ საათში შექმნილ ოპტიკურ ილუზიას, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან და შეუძლებელია, ის ემოციური დაღლილობის, ფსიქოზის ან დეპრესიის ნიშნებზე მეტყველებდეს. ამგვარი ფსევდო-მეცნიერულ და ფსევდო-სამედიცინო ტესტებს სოციალური ქსელის მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად 100 მლრდ ლარს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს პირველად გადასცდება

    2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად...

    ვერდიქტის გარეშე
    განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია
  • ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში

    ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • გასულ წელს,მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა შესაბამისად, მომდევნო წელს ეს გათვალისწინებული აღარ არის

    გასულ წელს,მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2026 | პერსონალური მონაცემების დაცვა