რეზიუმე: ბოლო წლებში ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა წლიდან წლამდე იმპორტის მაჩვენებელიც იზრდება, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი, ანუ ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა არსებითად არ მცირდება და დაახლოებით 5.7 მლრდ-დან 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე მერყეობს. 2019 წლის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 3.7 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი 9.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 5.4 მლრდ აშშ დოლარს წარმოადგენდა, რაც ისტორიულ მინიმუმი, არც აბსოლუტურ, არც ფარდობით მაჩვენებელში, არ არის. 2019 წელთან შედარებით, აბსოლუტურ მაჩვენებელში გამოსახული სავაჭრო დეფიციტი მცირე იყო 2013, 2015, 2016 და 2017 წლებში, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან უფრო მცირე იყო 2013 წელს.

აგრეთვე, პროცენტული ცვლილების განხილვისას საბაზო ეფექტის გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, რადგან იმპორტის აბსოლუტური მაჩვენებელი ექსპორტისას რამდენჯერმე აღემატება, მისი აბსოლუტური ცვლილება პროცენტულად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ექსპორტის შემთხვევაში იქნებოდა. მაგალითისთვის, 2018 წელს ექსპორტი 620 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1.2 მლრდ ლარით, თუმცა პროცენტულ გამოსახულებაში ექსპორტის ცვლილება 22.7%-ს, ხოლო იმპორტის ცვლილება 15%-ს წარმოადგენდა. ბუნებრივია, ექსპორტის პროცენტული ცვლილების მაღალი მაჩვენებელი გარკვეულ წარმატებაზე მიანიშნებს, თუმცა სავაჭრო ბალანსის და სავაჭრო ბალანსის მშპ-თან ანალიზისას არარელევანტური მონაცემია.

ექსპორტის მაჩვენებელზე მსჯელობისას, აგრეთვე ექსპორტში რეექსპორტის წილის განსაზღვრა მნიშვნელოვანია. სხვა თანაბარ პირობებში, ექსპორტის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იწვევს. საექსპორტო საქონლის წარმოების გავლენა სხვა მუხლებშიც აისახება, დასაქმება იზრდება და შემოსავლები გენერირდება. რეექსპორტს სამუშაო ადგილებისა და წარმოების ზრდაზე ნაკლები გავლენა აქვს, რაც ექსპორტზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია. 2019 წელს ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა რეექსპორტის გარეშე შედარებით უმნიშვნელოა და 126 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5% ზრდას წარმოადგენს, 12% ზრდის საპირისპიროდ. ამ თვალსაზრისით, გასული წლები მეტად წარმატებული იყო, შესაბამისად, ექსპორტის წილი ეკონომიკურ ზრდაში მეტად ეფექტიანი.

ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, TV პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა (26:40): „შემცირდა იმპორტდამოკიდებულება, 2019 წლის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი იყო ისტორიული მინიმუმი, მაქსიმალურად გაუმჯობესებული იყო ჩვენი სავაჭრო ბალანსი იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა ექსპორტი, 12%-ით“.

საქართველოში, ისტორიულად, იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ქვეყნის ეკონომიკას გარკვეულწილად მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს, განსაკუთრებით ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი მერყეობის პირობებში. კონიუნქტურულ სისუსტეზე აგრეთვე ის ფაქტი მიანიშნებს, რომ საქართველოს საექსპორტო ჯგუფებიდან უმთავრესი ნაწილი პრაქტიკულად ნედლეულია (სპილენძის მადანი და ფეროშენადნობები), ხოლო მანქანების ექსპორტი რეალურად რეექსპორტს წარმოადგენს.

იმის მიუხედავად რომ ბოლო წლებში ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, წლიდან წლამდე იმპორტის მაჩვენებელიც იზრდება, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი, ანუ ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა არსებითად არ მცირდება და დაახლოებით 5.7 მლრდ-დან 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე მერყეობს.

2019 წლის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 3.7 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი 9.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 5.4 მლრდ აშშ დოლარს წარმოადგენდა, რაც ისტორიულ მინიმუმი, არც აბსოლუტურ, არც ფარდობით მაჩვენებელში, არ არის. 2019 წელთან შედარებით, აბსოლუტურ მაჩვენებელში გამოსახული სავაჭრო დეფიციტი მცირე იყო 2013, 2015, 2016 და 2017 წლებში, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-თან უფრო მცირე იყო 2013 წელს.

ცხრილი 1: საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2012-2020 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აგრეთვე, პროცენტული ცვლილების განხილვისას საბაზო ეფექტის გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, რადგან იმპორტის აბსოლუტური მაჩვენებელი ექსპორტისას რამდენჯერმე აღემატება, მისი აბსოლუტური ცვლილება პროცენტულად უფრო ნაკლებია, ვიდრე ექსპორტის შემთხვევაში. მაგალითისთვის, 2018 წელს ექსპორტი 620 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1.2 მლრდ ლარით, თუმცა პროცენტულ გამოსახულებაში ექსპორტის ცვლილება 22.7%-ს, ხოლო იმპორტის ცვლილება 15%-ს წარმოადგენდა. ბუნებრივია, ექსპორტის პროცენტული ცვლილების მაღალი მაჩვენებელი გარკვეულ წარმატებაზე მიანიშნებს, თუმცა სავაჭრო ბალანსის და სავაჭრო ბალანსის მშპ-თან ანალიზისას არარელევანტური მაგალითია.

გრაფიკი 1: ექსპორტისა და იმპორტის ცვლილების აბსოლუტური და პროცენტული დინამიკა (მლნ დოლარი, %)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ექსპორტის მაჩვენებელზე მსჯელობისას, ექსპორტში რეექსპორტის წილის განსაზღვრა აგრეთვე მნიშვნელოვანია. სხვა თანაბარ პირობებში, ექსპორტის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იწვევს. საექსპორტო საქონლის წარმოების გავლენა სხვა მუხლებშიც აისახება, დასაქმება იზრდება და შემოსავლები გენერირდება. რეექსპორტს სამუშაო ადგილებისა და წარმოების ზრდაზე ნაკლები გავლენა აქვს, რაც ექსპორტზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია. რეექსპორტი თავისთავად უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს და მისი ზრდა პოზიტიურ ცვლილებად ითვლება, მაგრამ ჯამური სარგებელი რეექსპორტიდან, ბუნებრივია, ექსპორტთან შედარებით ნაკლებია. შესაბამისად, თავისთავად რეექსპორტის ზრდა მისასალმებელია, თუმცა მისი მაღალი წილი ექსპორტის სტრუქტურაში არასასურველია. 2019 წელს ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა რეექსპორტის გარეშე შედარებით უმნიშვნელოა და 126 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5% ზრდას წარმოადგენს, 12% ზრდის საპირისპიროდ. ამ თვალსაზრისით, გასული წლები მეტად წარმატებული იყო, შესაბამისად, ექსპორტის წილი ეკონომიკურ ზრდაში მეტად ეფექტიანი.

გრაფიკი 2: ექსპორტისა და რეექსპორტის დინამიკა

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი