იტვირთება

რეზიუმე: იმის მიუხედავად რომ ბოლო წლებში ექსპორტის აბსოლუტური მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, წლიდან წლამდე იმპორტის მაჩვენებელიც იზრდება, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი, ანუ ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად არ მცირდება და დაახლოებით 5.7 მლრდ-დან 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე მერყეობს. 2019 წლის მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტი 5.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 347 მლნ აშშ დოლარით აღემატება, ხოლო 2018 წელს კი სავაჭრო დეფიციტი 5.8 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც 2012 წელთან შედარებით, 101 მლნ აშშ დოლარით, ღრმა დეფიციტს ნიშნავდა. შესაბამისად, სტრუქტურული თვალსაზრისით საქართველო კვლავ იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად რჩება და მშპ-ის დინამიკაში ექსპორტის წილის ზრდის ეფექტს, იმპორტის ზრდა აბათილებს[1]. ასევე, ექსპორტში რეექსპორტის წილი მაღალია, რაც სტრუქტურულად არასასურველი მოვლენაა.

სიმართლეა მინისტრის განცხადების ნაწილი, სადაც ის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენციაზე საუბრობს. კერძოდ, 2012-2019 წლებში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ[2]-თან საშუალოდ 3.4%-ით მცირდებოდა. თუმცა, აღნიშნული ტენდენციაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მომსახურებიდან შემოსავლის მუხლის ზრდის მკვეთრ ტენდენციას (რაც ძირითადად ტურიზმიდან შემოსავლებს უკავშირდება), რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში პრაქტიკულად გაორმაგდა. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშში სავაჭრო დეფიციტის ეფექტის გარკვეული დაბალანსება ხდება, თუმცა იმპორტდამოკიდებულების არასახარბიელო სტრუქტურა კვლავ პრობლემად რჩება.

ანალიზი

5 მაისს, ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუ „არენა“-ში,საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა (13წთ-დან): „ექსპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ქრონიკული დაავადება იყო ჩვენი ეკონომიკის, ეს იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ე.წ რომელიც 12-13%-ის მიდამოში იყო და შარშან წელი დავხურეთ ისე, რომ ეს არის 4-5% ფარგლებში, რაც კარგი მაჩვენებელია და ეს ტრენდი ქვევით მოდის“.

იმის მიუხედავად რომ ბოლო წლებში ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, წლიდან წლამდე იზრდება იმპორტის მაჩვენებელიც, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი, ანუ ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა არსებითად არ მცირდება და დაახლოებით 5.7 მლრდ-დან 5.1 მლრდ აშშ დოლარამდე მერყეობს. 2019 წლის მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტი 5.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 347 მლნ აშშ დოლარით აღემატება, ხოლო 2018 წელს სავაჭრო დეფიციტი 5.8 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც 2012 წელთან შედარებით, 101 მლნ აშშ დოლარით, ღრმა დეფიციტს ნიშნავდა. შესაბამისად, სტრუქტურული თვალსაზრისით საქართველო კვლავ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად რჩება და მშპ-ში ექსპორტის წილის ზრდის ეფექტს, იმპორტის ზრდა აბათილებს.

ცხრილი 1: წმინდა ექსპორტის სტრუქტურა 2012-2019 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ექსპორტის მაჩვენებელზე მსჯელობისას, აგრეთვე ექსპორტში რეექსპორტის წილის განსაზღვრაა მნიშვნელოვანი. სხვა თანაბარ პირობებში, ექსპორტის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას იწვევს. საექსპორტო საქონლის წარმოების გავლენა სხვა მუხლებშიც აისახება, იზრდება დასაქმება და გენერირდება შემოსავლები. რეექსპორტს სამუშაო ადგილებისა და წარმოების ზრდაზე ნაკლები გავლენა აქვს, რაც ექსპორტზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია. რეექსპორტი თავისთავად უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს და მისი ზრდა პოზიტიურ ცვლილებად ითვლება, მაგრამ ჯამური სარგებელი რეექსპორტიდან, ბუნებრივია, ექსპორტთან შედარებით ნაკლებია. შესაბამისად, თავისთავად რეექსპორტის ზრდა მისასალმებელია, თუმცა მისი მაღალი წილი ექსპორტის სტრუქტურაში არასასურველია.

გრაფიკი 1: ექსპორტისა და რეექსპორტის დინამიკა 2014-2019 წლებში, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2019 წელს ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა რეექსპორტის გარეშე შედარებით უმნიშვნელოა და 126 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ თვალსაზრისით, გასული წლები მეტად წარმატებული იყო, შესაბამისად, ექსპორტის წილი ეკონომიკურ ზრდაში მეტად ეფექტიანი.

სიმართლეს შეესაბამება მინისტრის განცხადების ნაწილი, სადაც ის მიმდინარე ანგარიშის[3] დეფიციტის შემცირების ტენდენციაზე საუბრობს. კერძოდ, 2012-2019 წლებში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან საშუალოდ 3.4%-ით მცირდებოდა. თუმცა, აღნიშნულ ტენდენციაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მომსახურებიდან შემოსავლის მუხლის ზრდის მკვეთრ ტენდენციას, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში პრაქტიკულად გაორმაგდა. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშში სავაჭრო დეფიციტის ეფექტის გარკვეული დაბალანსება ხდება, თუმცა იმპორტზე დამოკიდებულების არასახარბიელო სტრუქტურა კვლავ პრობლემად რჩება.

ცხრილი 2: მიმდინარე ანგარიშის დინამიკა და სტრუქტურა 2012-2019 წლებში, მლნ აშშ დოლარი

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

მიმდინარე ანგარიში

-1,886.0

-958.0

-1,789.0

-1,763.0

-1,885.0

-1,308.0

-1,191.0

-897.0

საქონელი

-4,216.0

-3,492.0

-4,270.0

-3,934.0

-3,869.0

-3,800.0

-4,111.0

-3,727.0

მომსახურება

1,094.0

1,399.0

1,285.0

1,390.0

1,564.0

2,014.0

2,241.0

2,161.0

შემოსავალი

-172.0

-317.0

-229.0

-338.0

-701.0

-795.0

-684.0

-704.0

მიმდინარე ტრანსფერტები

1,407.0

1,451.0

1,425.0

1,119.0

1,121.0

1,273.0

1,363.0

1,372.0

/ა (მშპ-ს%)

-11.4

-5.6

-10.2

-11.8

-12.4

-8.0

-6.8

-5.1

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

--------------------------------------------------------------------------------------------------

[1] წმინდა ექსპორტი, ანუ ექსპორტისა და იმპორტის სხვაობა მშპ-ს ერთ-ერთი კომპონენტია. GDP=I+C+G+NX, სადაც I ინვესტიციებს წარმოადგენს, C მოხმარებას, G სახელმწიფო შესყიდვებს, ხოლო NX (Net Exports) წმინდა ექსპორტს.

[2] 2019 წლის მეთოდოლოგიური ცვლილების გამო, მშპ-თან ფარდობის ოფიციალური მონაცემები მთელი რიგი ინდიკატორების შემთხვევაში შეიცვალა, შესაბამისად წარსული ციტირებული მონაცემები განსხვავებულია, რაც შეცდომას არ წარმოადგენს. იხ: https://factcheck.ge/ka/story/38263-რამ-გამოიწვია-მშპ-ს-მონაცემის-3-5-მლრდ-ლარით-ზრდა

[3] ქვეყანაში შემავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული, რომელიც შედგება მიმდინარე ანგარიშისგან და მისი დამაბალანსებელი კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშებისგან.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3068 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი