რეზიუმე: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 787.7 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა. აქედან, სახნავი მიწის ფართობი 377. 4 ათასი ჰექტარია. 2019 წლის წინასწარი მონაცემით, ნათესი ფართობის რაოდენობა 206.6 ათასი ჰაა, რაც სახნავ-სათესი მიწის 54.7%-ს შეადგენს და არა 25%-ს, როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს. მიმდინარე წელს, წინასწარი მონაცემით, საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობი 50.7 ათასი ჰექტარია, რაც მთლიანი სახნავი მიწის 13.4%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე განცხადებაში ფაქტობრივ უზუსტობას უშვებს, კონტექსტი, რომ სასურსათო უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესო საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობია და მისი რაოდენობა კი საკმაოდ მწირია (2019 წელს მთლიანი ნათესი ფართობის-14.6%, 2020 წელს-13.4%), სიმართლეს შეესაბამება. ისიც აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურის - ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი (საქართველოში წარმოებული ხორბლის რაოდენობა) ბოლო წლებში 15 %-ს არ აღემატება.

ანალიზი

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ ეთერში სასურსათო უზრუნველყოფის და უსაფრთხოების თემაზე ისაუბრა და აღნიშნა: „25%-ია მთელი ქვეყნის სახნავ-სათესი მიწების დამუშავებული, დანარჩენი არის უქმად და ეს ხდება გაზაფხულზე, როცა ქვეყანა ხვალ შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა დადგეს, ლოჯისტიკური და სურსათით მომარაგების პრობლემა“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წელს, სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩაატარა (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ რეკომენდებული 2006-2015 წლების მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შესაბამისად).

აღწერის შედეგად, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მეურნეობების სარგებლობაში 787. 7 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მათ შორის 86.5% (681.1 ათასი ჰა) შინამეურნეობების, ხოლო 13.5% (106.6 ათასი ჰა) იურიდიული პირების სარგებლობაში. მეურნეობების უდიდესი ნაწილი მცირემიწიანია. კერძოდ, მეურნეობის ¾-ზე მეტს (77.1%) სარგებლობაში 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს. სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან, სახნავ-სათესი მიწის რაოდენობა 377.4 ათასი ჰექტარია, მრავალწლიანი ნარგავები - 109.6 ათასი ჰა, სათიბები და საძოვრები - 300 ათასი ჰა, სათბურები - 0.7 ათასი ჰა.

ცხრილი1:

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოში, წლების მიხედვით, ნათესი ფართობის რაოდენობა შემდეგნაირია:

ცხრილი 2: საშემოდგომო და საზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი (ათასი ჰექტარი)

წელი

ნათესი ფართობი, სულ

საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურები(ხორბალი, ქერი)

საგაზაფხულო კულტურები

2006

330.2

76.6

253.6

2007

297.2

55

242.2

2008

329.3

58.6

270.7

2009

289.7

60.5

229.2

2010

256.7

58.8

197.9

2011

262.4

50.8

211.6

2012

259.6

54.1

205.5

2013

310.7

52.5

258.2

2014

274.9

58.4

216.5

2015

263.7

56.2

207.5

2016

240

60.5

179.5

2017

220.3

53.6

166.6

2018

207.1

54.5

152.7

2019

206.6

55.4

151.2

2020

-

50.7

-

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, ყველაზე მეტი მიწის ფართობი 2006, 2008 და 2013 წელს დამუშავდა. 2013 წელს მთავრობამ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მცირემიწიან ფერმერებს „ხვნის ბარათი ან/და „აგრობარათი“ გადაეცათ, რომელთა გამოყენება მიწის ფართობის დამუშავებისთვის ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. პროგრამა სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, პროგრამის ბიუჯეტი 354 მლნ. ლარი იყო. პროგრამის მოქმედების მიუხედავად, 2013 წლიდან ნათესი ფართობის რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება. ხელისუფლების მხრიდან პროგრამის არაეფექტიანობის აღიარების მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ 2017 წელს აღნიშნული პროგრამის განხორციელება შეწყდა.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკაში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამას სოციალური ხასიათი უფრო ჰქონდა და სოფლის მოსახლეობის დახმარებაზე იყო გათვლილი, ვიდრე წმინდა ეკონომიკურ მომგებიანობაზე. საქართველოში მოსახლეობა ძირითადად მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს ფლობს, რაც მხოლოდ შიდა მეურნეობის წარმოების საშუალებას იძლევა. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ სოფლის მეურნეობის სექტორს ეკონომიკური საქმიანობის ფუნქცია დაკარგული აქვს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მხოლოდ თავის რჩენის საშუალებად არის ქცეული.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახნავ-სათესი მიწის რაოდენობა 377.4 ათასი ჰექტარია. 2019 წელს ნათესი ფართობის რაოდენობა 206.6 ათასი ჰექტარი იყო, რაც სახნავ-სათესი მიწის 54.7%-ია და არა 25%, როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს. მიმდინარე წელს, წინასწარი მონაცემით, საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობი 50.7 ათასი ჰექტარია, რაც მთლიანი სახნავი მიწის 13.4%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე განცხადებაში ფაქტობრივ უზუსტობას უშვებს, კონტექსტი, რომ სასურსათო უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესო საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობია და მისი რაოდენობა კი საკმაოდ მწირია ( 2019 წელს -მთლიანი ნათესი ფართობის 14.6%, 2020 წელს - 13.4%), სიმართლეს შეესაბამება. ისიც აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურის - ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი (საქართველოში წარმოებული ხორბლის რაოდენობა) ბოლო წლებში 15 %-ს არ აღემატება (იხ: სტატია).

შენიშვნა:

ჩვენ სტატიაზე მუშაობისას ამ დროისთვის უახლესი, 2014 წლის, სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემები გამოვიყენეთ. განცხადების ავტორთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ განცხადების წყარო 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერაა. დასახელებულ ორ დოკუმენტში ასახულ მონაცემებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა ფიქსირდება. სახელმწიფო ინსტიტუტებისგან აღნიშნული სხვაობის ვერც არგუმენტირებული ახსნა და ვერც დოკუმენტური დასაბუთება მივიღეთ. შესაბამისად, საკითხში დამატებით გარკვევამდე, სტატიას უვერდიქტოდ ვტოვებთ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას სახელმწიფო ინსტიტუტებთან ობიექტური რეალობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების მიღების მიზნით.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი