• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ზიარების კოვზი - კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკი

ზიარების კოვზი - კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკი

29 თებერვალს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის (COVID-19) გამო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებდა.

03/03/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჩინეთშიც და უკვე მის საზღვრებს გარეთაც სწრაფი ტემპით იზრდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მის შექმნაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა წამყვან სახელმწიფოებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. რიგი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ახალი კორონავირუსის გამოჩენას შედარებით მომზადებულები შეხვდნენ. კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, 16 მარტამდე, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლის პროცესი დროებით შეჩერდა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა.

ხალხლმრავალ ღონისძიებებში საეკლესიო ხალხმრავალი შეკრებებიც მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, თავდაპირველად რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციების გაცემისაგან თავი შეიკავა, მოგვიანებით მან დამაზუსტებელი და უფრო დეტალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეკლესიებში ხალხმრავლობის შედეგად ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა. საპატრიარქოსა და ეკლესიებს რეკომენდაცია მისცეს, რომ მრევლის თავშეყრის ადგილებში ხელების დაბანის მიზნით დისპენსერები დაიდგას. გამყრელიძის თანახმად, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ინფექციის დაწყებისთანავე, ის დაუკავშირდა საპატრიარქოს და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საპატრიარქოსა და ერთ-ერთ დიდ ეპარქიაში „შესაბამისი გადამზადება“ ჩაატარა. მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის, სავარაუდოდ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კორონვირუსის პრევენციის მიზნით ეკლესიაში გასატარებელი ღონისძიებების განსახილველად შეხვდება.

29 თებერვალს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის (COVID-19) გამო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებდა. საკითხთან დაკავშირებით, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ღვინოს ანსტისეპტიკური თვისება ჰქონდა და მასში მოხვედრილი კოვზი თავისუფლდებოდა ბაქტერიებისაგან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, საეკლესიო რიტუალის (ზიარების) დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენების რეკომენდაცია გასცა. მართალია, პირდაპირ არა, მაგრამ მსგავსი პოზიცია გააჟღერა ამირან გამყრელიძემ. მისი რეკომენდაციით, რელიგიური რიტუალების დროსაც აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა. ამ თემასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რელიგიური რიტუალებისთვის წესებს არ ადგენს, ერთი კოვზის გამოყენება კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილი არაა.

რაც შეეხება ალკოჰოლის, მათ შორის ღვინის, ანტისეპტიკურ თვისებებს, უნდა აღინიშნოს, რომ ანტისეპტიკური იმგვარ ნივთიერებებს ეწოდება, რომლებიც მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებას ხელს უშლიან. ხშირად ერთმანეთში ურევენ ანტისეპტიკებსა და სადეზინფექციო საშუალებებს. ანტისეპტიკები განკუთვნილია ცოცხალი ორგანიზმის დასამუშავებლად, სადეზინფექციო საშუალებები კი საგნების გასაწმენდად. ანტისეპტიკიც და სადეზინფექციო საშუალებაც შეიცავენ ბიოციდებს - ქიმიურ აგენტებს, რომლებიც მავნე ორგანიზმებთან საბრძოლველად გამოიყენება. ამასთან, ანტისეპტიკები ბიოციდებს, სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით, უფრო ნაკლები დოზით შეიცავენ.

რაც შეეხება ალკოჰოლის გამოყენებას მედიცინაში, მიკრობების საწინააღმდეგოდ ეთანოლი, იზოპროპანოლი და პროპანოლ - 1 ყველაზე ფართოდ გამოიყენება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლის ანტიმიკრობული თვისება 50%-ზე დაბალი კონცენტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო 60-90%-ის ფარგლებში მისი ეფექტიანობა ყველაზე მაღალია. ღვინოში ალკოჰოლის შემცველობა, როგორც წესი, 18%-ს არ აღემატება და ის არც ანტისეპტიკურ და არც სადეზინფექციო საშუალებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ღვინის სადეზინფექციო საშუალებად გამოყენება და მისი მეშვეობით ზიარებისთვის განკუთვნილი კოვზის ბაქტერიებისგან გაწმენდა შესაძლებელია, მცდარია. [1]

ალკოჰოლით კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ გავრცელებულ მითს პასუხობს ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მისი ინფორმაციით, ალკოჰოლით ან ქლორით ახალი კორონავირუსის განადგურება შეუძლებელია.

1. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განმარტებით, ზოგადად ალკოჰოლი ანტისეპტიკურ ან სადეზინფექციო საშუალებად გამოიყენება, თუ მისი კონცენტრაცია 70%-ს აღემატება. მაგრამ ვირუსთან საბრძოლველად ალკოჰოლის ეფექტურობა არ დასტურდება. მისივე თქმით, ღვინო არ არის არც ანტისეპტიკი და არც სადეზინფექციო საშუალება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა