„ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, აჭარის ა/რ მთავრობაში, ასევე სამინისტროებსა და სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ გაგაცნოთ ინფორმაცია.
როგორც იცით, აჭარაში, მთავრობის აპარატის გარდა, ოთხი სამინისტრო და მათ დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ჩვენ ინფორმაცია უწყებებიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. საანგარიშო პერიოდად 2017-2020 წლები ავირჩიეთ. მიღებული პასუხების მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს, 2017 წელთან შედარებით, რამდენიმე უწყებაში შტატგარეშეთა რაოდენობის ზრდაა დაგეგმილი.
ცხრილი 1. შტატგარეშეთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში, სამინისტროებსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებში, 2017-2020 წლების მიხედვით
|
2017 (ფაქტი) |
2018 (ფაქტი) |
2019 (ფაქტი) |
2020 (გეგმა) |
||||
დასახელება |
დასაქმებული |
ანაზღაურება, ლ |
დასაქმებული |
ანაზღაურება, ლ |
დასაქმებული |
ანაზღაურება, ლ |
დასაქმებული |
ანაზღაურება, ლ |
აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი |
38 |
310 838 |
40 |
537 439 |
41 |
647 365 |
44 |
694 200 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ადმინისტრაცია) |
16 |
136 200 |
17 |
221 800 |
20 |
251 800 |
19 |
254 100 |
განათლების, კულტურია და სპორტის სამინისტრო (ადმინისტრაცია) |
16 |
119 691 |
18 |
212 699 |
22 |
221 946 |
22 |
293 200 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ადმინისტრაცია) |
15 |
116 749 |
15 |
116 749 |
15 |
187 000 |
15 |
204 000 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ადმინისტრაცია) |
13 |
79337 |
11 |
145285 |
12 |
155510 |
11 |
160980 |
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველი |
9 |
45168 |
9 |
111084 |
9 |
107437 |
12 |
134170 |
საავტომობილო გზების დეპარტამენტი |
422 |
1905 080 |
470 |
2205 930 |
471 |
2255 996 |
470 |
2520 200 |
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი |
14 |
79 684 |
14 |
125 344 |
16 |
114 004 |
17 |
143 780 |
დასაქმების სააგენტო |
2 |
9 000 |
3 |
27 000 |
3 |
27 000 |
3 |
27 000 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი |
0 |
0 |
12 |
77 400 |
12 |
77 400 |
12 |
77 400 |
სულ |
545 |
2801 747 |
609 |
3780 730 |
621 |
4045 458 |
625 |
4509 030 |
წყარო: აჭარის ა/რ მთავრობა დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
როგორც ვხედავთ, ფაქტობრივი მონაცემებით,2019 წელს, 2017 წელთან შედარებით, შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 76 ადამიანით, ხოლო შრომის ანაზღაურება - 1 243 711 ლარით, ანუ შესადარებელ პარამეტრთან მიმართებით, 44,39%-ით. რაც შეეხება 2020 წელს დაგეგმილ ცვლილებებს, დასაქმებულთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, კიდევ 4 ადამიანით იზრდება, ხოლო ანაზღაურება კიდევ 463 572 ლარით მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ 2017 წლის მაჩვენებლებთან მიმართებით, შრომის ანაზღაურების ზრდა, დაახლოებით, 61%-ია, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა 80 ერთეულით მოიმატებს.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, შტატგარეშე დასაქმებულები არ ჰყავთ და არც 2020 წელსაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას, როგორც მოგვწერეს, შტატგარეშე დასაქმებულები ჰყავთ და წელს მათი რაოდენობა ოთხი ერთეულით გაიზრდება, თუმცა შრომის ანაზღაურებას საკუთარი სახსრებიდან აფინანსებენ. 2020 წელს დაგეგმილია 10 შტატგარეშე დასაქმებულისთვის 48 000 ლარის ოდენობის ხელფასი, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 32 530 ლარით აღემატება.
ერთ შტატგარეშე დასაქმებულს შრომას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია საკუთარი სახსრებით უნაზღაურებს. დასაქმებულის ანაზღაურება შარშან 8 100 ლარი იყო, ხოლო წელს, გეგმის მიხედვით, 9 000 ლარი იქნება.