• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გათანაბრებული ტარიფები და ჯანდაცვის სისტემის ძველი და ახალი გამოწვევები

გათანაბრებული ტარიფები და ჯანდაცვის სისტემის ძველი და ახალი გამოწვევები

დიდი ალბათობით გაიზრდება იმ სამედიცინო მომსახურების ხარჯი, რომელსაც მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან

17/12/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

21 ნოემბრიდან, მთავრობის 520-ე დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა: კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია და რეანიმაციული მომსახურეობა, ტარიფები გათანაბრდა.

ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებაზე ტარიფების შემცირება/გათანაბრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს დროებით შეაკავებს. თუმცა 520-ე დადგენილებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დარგის - მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარებას. ამასთან, აღნიშნული ცვლილება მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების შემცირებას და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას ვერ უზრუნველყოფს.

სამედიცინო დაწესებულებები აცხადებენ, რომ 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე ნაკლებია. მათი განცხადებით, ტარიფების განხილვა არც დარგობრივ ასოციაციებთან და არც კლინიკებთან არ მომხდარა. სამედიცინო დაწესებულებები დადგენილი ტარიფების გადახედვას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე განმარტებით, გარდაუვალია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესება და მაღალკვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ გადინება.

ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე განსხვავებულ ფასს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია განაპირობებს. შესაბამისად, ერთიანი ტარიფის დაწესება ყველა კლინიკისთვის არამართებულია. თუმცა კლინიკები არა ტარიფების გათანაბრებას, არამედ ტარიფების შემცირებას აპროტესტებენ. კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილში აღნიშნულია, რომ მაგალითად, არითმოლოგიის შემთხვევაში, საიმპლანტაციო აპარატის ღირებულება დადგენილ ტარიფზე უფრო ძვირია. ლოგიკურია, რომ ტარიფების შემცირება საფრთხეს უქმნის კარდიოლოგიის დარგის განვითარებას. კლინიკები შეეცდებიან ხარჯების შემცირებას, რაც პირდაპირ აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, განსაზღვრული ტარიფები არ ითვალისწინებს იმ მომსახურების ხარჯებს, რომლებიც სამედიცინო აუცილებლობით არ არის განპირობებული (კონკრეტული ექიმის არჩევა; VIP ოთახი, და სხვა), რადგან მათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს. დიდი ალბათობით, კლინიკები გაზრდიან იმ მომსახურების ტარიფებს, რომელსაც პაციენტი საკუთარი ჯიბიდან იხდის.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ჯანდაცვა განიხილოს, როგორც მომგებიანი ბიზნესი. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ თუ ქვეყანაში ჯანდაცვის ბაზარს არ განვიხილავთ, როგორც მომგებიანი ბიზნესს, მაშინ მინიმუმ, ვერ მოხდება დარგის ტექნოლოგიური განვითარება, ასევე შეუძლებელი იქნება მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა ან/და შენარჩუნება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან ექვსი წლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ პროგრამის ხარჯების მართვაა. გასული წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შეკავებას ვერ ახერხებს. პროგრამის გეგმიური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ის ყოველ წელს დეფიციტურია (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯმა უკვე გადააჭარბა წლიურ ბიუჯეტს. 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 754 მლნ ლარით განისაზღვრა, სახელმწიფო ხაზინის 12 დეკემბრის ოპერატიული მონაცემებით კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯმა 757.6 მლნ ლარი შეადგინა. სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება აქვს დაგროვილი. კლინიკები აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მისაღებ თანხებს 5-6 თვის დაგვიანებით იღებენ. ტარიფების გათანაბრებით, სახელმწიფო ცდილობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები შეაკავოს. თუმცა აღნიშნული ცვლილება, როგორც აღვნიშნეთ, ჯანდაცვის სექტორში ახალ გამოწვევებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული დაზღვევის პაკეტები ამოქმედდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის" სტატია). თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მზარდი ხარჯების შეკავება მაინც ვერ მოხერხდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებით ჯანდაცვის პოლიტიკაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა: პირველი, მიზნობრიობის პრინციპი საყოველთაობის პრინციპმა ჩაანაცვლა და მეორე, შეიცვალა დაფინანსების წესი. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებს 2013 წლამდე კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი კი სოციალური მომსახურების სააგენტოა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სახელმწიფო პირდაპირი წესით აფინანსებს, შესაბამისად დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებიც სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს პროგრამის ხარჯების მართვას.

ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ვერ შეძლო მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების შემცირება, რაც მის არაეფექტიანობაზე მიუთითებს. 2017 წლის ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის დანახარჯების 55%-ს მოსახლეობა კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდის. 2012-2017 წლებში ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს განპირობებული იყო არა მოსახლეობის დანახარჯების შემცირებით, არამედ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების გაზრდით.

Unicef-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით არის გამოწვეული. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ შინამეურნეობების რაოდენობა, ვისთვისაც ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალი იყო. 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები საშუალოდ 16.4%-ით გაიზარდა. 2015 წელს 2013 წელთან შედარებით, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კი 31%-ით გაიზარდა.

სამედიცინო სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ დანახარჯებს ვერ შეამცირებს. დიდი ალბათობით გაიზრდება იმ სამედიცინო მომსახურების ფასები, რომელზეც 520-ე დადგენილება არ ვრცელდება. ამასთან თუ გავითვალისწინებთ მედიკამენტების ფასების ზრდას, რომელიც ჯანდაცვის დანახარჯებში მნიშვნელოვან წილს იკავებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა