• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
თაბუკაშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბავი

თაბუკაშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბავი

მკითხველის თხოვნის საფუძველზე ფაქტ-მეტრი დაინტერესდა 18 ნოემბერს თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტით

20/11/2019
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანალიზი

მკითხველის თხოვნის საფუძველზე ფაქტ-მეტრი დაინტერესდა 18 ნოემბერს თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტით. ონლაინ მედია საგაანეტო „ექსკლუზივ ნიუსის“ მიერ გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:

„თაბუკაშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი, ჯამბულ გადელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის დაგვიანებით მისვლის გამო გარდაიცვალა.

სასწრაფოს ბრიგადას გუშინ რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს, რის გამოც მედიკოსები გამოძახების ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ.

თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე თქმით, ექიმები გამოძახებაზე დაგვიანებით, ფეხით მივიდნენ, მანამდე კი პაციენტი საპატრულო ეკიპაჟის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი თამარ ნინიძე ამბობს, მე-6 სკოლასთან დატოვეს მანქანა და აღჭურვილობის წაღებაში პოლიცია დაეხმარათ, თუმცა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა. “

ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. ისინი ადასტურებენ, რომ აღნიშნული პიროვნება მართლაც გარდაიცვალა და შემთხვევა 18 ნოემბერს დაახლოებით დღის სამის ნახევარზე დაფიქსირდა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობის წინ. თუმცა, ცენტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანა მიემართებოდა მარჯვენა სანაპიროთი (ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპირო) და რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან შეხება არ ჰქონია. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ყოფილი მეექვსე საჯარო სკოლის (დღევანდელი მე-20 საჯარო სკოლა) მიმდებარე ტერიტორიასთან მოყვა უძრავ საცობში, რის გამოც მათ გზა ფეხით გააგრძელეს, ხოლო ინვენტარის გადატანაში პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას პაციენტი გარდაცვლილი დახვდათ. ცენტრის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ ექიმები ოპერატიულად მივიდნენ გამოძახების ადგილზე შექმნილი საცობის მიუხედავად.

რუკაზე მონიშნულია ის მონაკვეთი, რომლის ფეხით გავლაც მოუწია სასწრაფო დახმარების ბრიგადას:

აღნიშნული შემთხვევა სხვადასხვა მედიამ გამოიყენა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო შესწორების ჩაგდების გამო რუსთაველზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციისთვის. მათ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი შემდეგნაირად ახსნეს: „სასწრაფოს ბრიგადას გუშინ რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს, რის გამოც მედიკოსები გამოძახების ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ.“

სასწრაფო დახმარების ბრიგადას რუსთაველზე არ გაუვლია და არც გზის გახსნა უთხოვია აქციის მონაწილეებისთვის. შესაბამისად, ინფორმაცია, იმის შესახებ რომ რუსთაველზე შეკრებილებმა სასწრაფო ბრიგადას გზა არ გაუხსნეს, არის ტყუილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოძრაობდა ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროზე და საცობში მოხვედრის შემდეგ დაახლოებით 200 მეტრამდე მანძილი ფეხით გაიარეს (Google Map-ის მიხედვით დაახლოებით 2-3 წუთის სავალი გზა). მეტიც, რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს ადგილზე ყოველთვის მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში მათ გადაადგილების შესაძლებლობა ეძლავათ.

აღნიშნული დეზინფორმაცია თავდაპირველად ექსკლუზივ ნიუსმა გაავრცელა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (მას სტატიაზე მუშაობის დროს 3390 ნახვა და 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს). ექსკლუზივნიუსზე ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა - ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ. შემდეგ იმავე სახის ინფორმაცია გაავრცელეს info postalioni-მ, „რეზონანსმა“, „The Georgian Times-მა“, Facebook-გვერდმა -„დედაქალაქი“ (რომელიც ყალბი ამბებისგავრცელებაშია შენიშნული) და POST TV.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა