• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რას გულისხმობს მასწავლებლების შრომის ანაზღაურების მატების სქემა

რას გულისხმობს მასწავლებლების შრომის ანაზღაურების მატების სქემა

დაპირების შესრულების შემთხვევაში, რამდენ მასწავლებელს გაეზრდება ანაზღაურება

28/10/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

დაგეგმილი რეფორმების შესახებ საუბრისას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წლის შემოდგომიდან მასწავლებლებს ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდებათ. მინისტრის თქმით, 2020 წლისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება, ასევე, 150-ლარიანი ზრდა.

ბატიაშვილი, ასევე ამბობს, რომ ანაზღაურების ზრდა პედაგოგთა კვალიფიკაციასთან იქნება დაკავშირებული. მთავრობის სხდომის შემდგომ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მედიასთან აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პედაგოგებს ანაზღაურება 300 ლარით გაეზრდებათ.

პედაგოგთა ანაზღაურების ზრდაზე საუბარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც აქტუალური იყო. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან მასწავლებელთა ხელფასების ზრდა იყო დაგეგმილი და მათი საშუალო ხელფასი 800 ლარს უნდა გათანაბრებოდა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე, იმ დროისათვის განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც განაცხადა, რომ 2017 წლიდან გაიზრდებოდა მასწავლებლების ხელფასები და საშუალო ანაზღაურება მიაღწევდა 800 ლარს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, დაადასტურა, რომ 2017 წლიდან იზრდებოდა პედაგოგების ხელფასები და საშუალო ხელფასი იქნებოდა 800 ლარი.

აღნიშნული ტიპის განცხადებები და დაპირებები საზოგადოებაში აჩენდა განცდას, რომ შრომის ანაზღაურება გაეზრდებოდა დასაქმებულ თითოეულ მასწავლებელს. რეალურად კი მასწავლებლის შრომის ანაზღაურება კარიერული სქემის შესაბამისად იზრდება და ის არ მოიცავს ქვეყანაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს.

აღნიშნული სქემა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლადს აერთიანებს, მათგან მიხეილ ბატიაშვილმა დაასახელა ერთი - პედაგოგთა კვალიფიკაცია, ხოლო გიორგი გახარიამ სხვა - სრულ განაკვეთზე დასაქმებული მასწავლებლები. განცხადებების საფუძველზე რთული გასაგებია შრომის ანაზღაურება კონკრეტულად, რომელი ცვლადის მიხედვით იზრდება, რადგან ისინი სრულიად განსხვავებული მახასიათებლის შესახებ მიუთითებენ. თუმცა, მეტად სავარაუდოა, რომ ანაზღაურება არა რომელიმე ერთი კომპონენტის მიხედვით, არამედ სქემით გაწერილი ყველა მახასიათებლის ერთობლიობით გაიზრდება, როგორც ეს ადრე ხდებოდა და რასაც შესაბამისი ბრძანება („საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“) ითვალისწინებს.

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გამოსათვლელი სქემა მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:

  • მასწავლებლის სტატუსი;
  • დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით;
  • სამუშაო სტაჟი;
  • მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
  • სამუშაო სპეციფიკა.

ეს უკანასკნელი (სამუშაო სპეციფიკა), თავის მხრივ, აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს:

  • არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე სწავლება;
  • კლასკომპლექტი;
  • კლასის დამრიგებლობა;
  • მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვა.

თითოეულ ამ კომპონენტს მინიჭებული აქვს შესაბამისი კოეფიციენტი. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო საბაზო ხელფასზე ამ კოეფიციენტებით გამოთვლილი თანხის დამატებით დგება.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 63 326 მასწავლებელია. მათგან, 55 728 საჯარო სკოლებში, ხოლო - 7 598 კერძო სკოლებში ასწავლის.

რაც შეეხება ანაზღაურების ზრდის სქემის შემადგენელ კომპონენტებს, მასწავლებლის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის დადგენილება: „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პრაქტიკოსი; უფროსი; წამყვანი და მენტორი.

  • პრაქტიკოსია მასწავლებელი - გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად;
  • უფროსია მასწავლებელი - აკმაყოფილებს, როგორც პრაქტიკოსის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასევე, აქვს შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;
  • წამყვანია პედაგოგი - აკმაყოფილებს,როგორცუფროსი პედაგოგის მოთხოვნებს, ასევე, პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს და შედეგებს უზიარებს კოლეგებს.
  • მენტორი-მასწავლებელი - ის გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებს წამყვანი პედაგოგის ყველა მოთხოვნას, ასევე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებსა და დამწყები მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას.

საჯარო სკოლების 55 728 პედაგოგიდან, პრაქტიკოსია 22 791 მასწავლებელი, უფროსი - 26 348, წამყვანი - 2 889, მენტორი - 230, ხოლო 3 470 პედაგოგს სტატუსი არ აქვს.

შრომის ანაზღაურების მატებისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებელი ან უფროსის სტატუსის მქონე იყოს, ან წამყვანი ან მენტორი. შესაბამისად, ამ კომპონენტის (სტატუსი) მიხედვით, ანაზღაურება შესაძლოა, გაეზარდოს მხოლოდ 29 467 პედაგოგს (უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგი).

ანაზღაურების სქემაში შემდეგი კომპონენტი საგაკვეთილო დატვირთვაა. აღნიშნული 29 467 მასწავლებლიდან სრული და სრულზე მეტი საგაკვეთილო დატვირთვა (კვირაში 18 საათი ან მეტი) აქვს, მხოლოდ 16 351 პედაგოგს, რაც საერთო რაოდენობის 29%-ია. შესაბამისად, სქემით განსაზღვრულ ორ კომპონენტს საჯარო სკოლების მასწავლებელთა მხოლოდ 29% აკმაყოფილებს.

მოთხოვნის მიუხედავად, სამწუხაროდ, განათლების სამინისტროს არ მოუწოდებია უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტაჟის შესახებ ინფორმაცია (მოგვაწოდა ყველა მასწავლებლის ერთად და - არა სტატუსის შესაბამისი განაწილება). უნდა ვივარაუდოთ, რომ 16 351 მასწავლებელს გამოაკლდება გარკვეული რაოდენობა იმ მასწავლებლისა, რომელსაც არ აქვს საკმარისი სამუშაო სტაჟი, რათა ხელფასის მატების სქემაში მაღალი კოეფიციენტი მიენიჭოთ. აგრეთვე, გამოაკლდება ის მასწავლებლები, რომლებიც შედარებით დაბალი კვალიფიკაციის არიან (მხოლოდ ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული სტატუსი).

ამ ეტაპისთვის თითქმის შეუძლებელია იმ რიცხვის ზუსტად დადგენა, გაზრდის შემთხვევაში, რეალურად რამდენ მასწავლებელს მოემატება შრომის ანაზღაურება, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, ის ვერ გადააჭარბებს 16 351 მასწავლებელს, რაც საერთო რაოდენობის 29%-ია. შესაბამისად, დაპირების ისე გაგება, თითქოს, ყველა მასწავლებელს მოემატება ხელფასი, არასწორია.

ფოტო: alleducationschools.com

ირინა გურგენაშვილი
ირინა გურგენაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა