იტვირთება

რეზიუმე: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტები ფინანსდება.

2018 წელს რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 247.5 მილიონი ლარი გამოიყო. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალური პროექტებისთვის გამოყოფილი 247.5 მილიონი ლარიდან შესრულებული იყო 200.6 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც გამოყოფილი თანხის 81%-ია. მათ შორის დასრულებულდა 155.3 მლნ ლარის ღირებულების 545 პროექტი, რაც გამოყოფილი თანხის 62.7%-ს შეადგენს. შესაბამისად, გასულ წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ბიუჯეტის 81% იყო ათვისებული და არა 60%, როგორც დეპუტატი აცხადებს. წლის ბოლოსთვის დასრულებული იყო 155.3 მილიონი ლარის ღირებულების 545 პროექტი (დაგეგმილი 808 პროექტიდან).

გასული წლების სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ რეგიონული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა ზრდის ტენდენციით ხასიათდება (გამონაკლისია 2016 წელი). რაც შეეხება რეგიონული ფონდის ბიუჯეტის შესრულებას, ბოლო წლებში ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა, ბიუჯეტიდან თანხის 81% აითვისეს.

ანალიზი

პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან", ხათუნა გოგორიშვილმა რეგიონული განვითარების ფონდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „თქვენი წინამორბედები [მაია ცქიტიშვილს მიმართა] რეგიონული განვითარების ფონდიდან 90%-ს წლის განმავლობაში ითვისებდნენ. თქვენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, რაც მინისტრი ხართ, თუ წინა წლების ათვისებას ეხედავთ, 60% გაქვთ ათვისებული“.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტები ფინანსდება.

რეგიონული ფონდიდად დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის # 23 დადგენილებაში არის გაწერილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტები მოიცავს მუნიციპალიტეტ(ებ)ში გზების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას; წყალგაყვანილობას, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას; ხიდების რეაბილიტაციას; გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციას; სასმელი წყლის ჭაბურღილების და სისტემების მოწყობას; საკანალიზაციო სისტემების და მუნიციპალური ნარჩენების მართვას; საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთებას/რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურულ, აგრეთვე მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარებისთვის საჭირო პროექტებს.

პროექტი რეგიონულად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი არეალი ან შედეგი მოიცავს ორ ან მეტ მუნიცუპალიტეტს. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტად განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის # 136 განკარგულების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს პროექტების დასაფინანსებლად 247.5 მლნ ლარი გამოეყოთ. მუნიციპალიტეტების თანადაფინანსების გათვალისწინებით სულ დაფინანსდა 277.8 მლნ ლარის ღირებულების 808 ინფრასტრუქტურული პროექტი.

რეგიონების მიხედვით დაფინანსებული პროექტების პროცენტული რაოდენობა შემდეგნაირია:

გრაფიკი 1: რეგიონების მიხედვით დაფინანსებული პროექტების რაოდენობა (პროცენტებში)

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალური პროექტებისთვის გამოყოფილი 247.5 მილიონი ლარიდან შესრულებული იყო 200.6 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც გამოყოფილი თანხის 81%-ია. მათ შორის დასრულებულია 155.3 მლნ ლარის ღირებულების 545 პროექტი, რაც გამოყოფილი თანხის 62.7%-ს შეადგენს.

რეგიონული პროექტების დაფინანსების წინა წლების სტატისტიკა შემდეგია:

ცხრილი1: 2013-2019 წლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება

წყარო: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის შემდეგ, რეგიონული პროექტების ბიუჯეტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება (გამონაკლისია 2016 წელი, როდესაც დაზუსტებული ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით მცირედით შემცირდა). იგივე ტენდენციაა დაფინანსებული პროექტების რაოდენობაშიც. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა- ბიუჯეტი 81%-ით შესრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2803 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი