რეზიუმე: ლევან ვასაძის კუთვნილი კომპანია სს „ბაგრატიონი 1882“ 2014 წელს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში 600 000 ლარით მართლაც დაფინანსდა. კომპანიის პროფილი ღვინის წარმოებაა. კრედიტის მიზანი წარმოების გაფართოება/გადაიარაღება იყო.

სესხის პირობებიდან გამომდინარე, ლევან ვასაძეს სესხის მომსახურებისთვის 66 თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა 495 000 ლარი,აქედან სააგენტომ 363 000 ლარი დაუფარა. შესაბამისად, ლევან ვასაძემ 5.5 წლის განმავლობაში სესხის დასაფარად მხოლოდ 132 000 ლარი გადაიხადა . აქედან გამომდინარე, ლევან ვასაძეს საქართველოს მოქალაქეებმა, შეიძლება ითქვას, საკუთარი ჯიბიდან გადავუხადეთ363 000 ლარი, უფრო მარტივად - ვაჩუქეთ.

ლევან ვასაძე ერთადერთი მსხვილი ბიზნესმენი არ არის, ვინც სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში შეღავათიანი სესხით ისარგებლა.

როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გამოიკვეთა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის არის ხელმისაწვდომი. პროექტში ჩასართავად პოტენციური ბენეფიციარი განსაზღვრულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. სასესხო უზრუნველყოფისთვის მათ მოქმედი ბიზნესი ან შესაბამისი ქონება უნდა ჰქონდეთ. ეს კრიტერიუმებიბარიერს წარმოადგენსმცირე ბიზნესისთვის.

პროექტების ფარგლებში ძირითადად მოქმედი ბიზნესმენები ფინანსდებიან, რომლებიც ახალი საქმის წამოსაწყებად ან არსებულის გასაფართოებლად ფინანსების მოპოვებას სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც მოახერხებდნენ. პროექტებში ჩართული ბენეფიციარების უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ფინანსური დახმარებაიაფი ფულიუფროა,ვიდრე განვითარებისა და ახალი საწარმოს გასახსნელად საჭირო აუცილებელი საშუალება.

ანალიზი

პარლამენტის წევრის „ევროპული საქართველოდან", გიორგი კანდელაკის განცხადებით, სახელმწიფომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე 600 000 ლარით დააფინანსა. „ეს უსამართლობაა, როცა წვრილი ბიზნესის მიერ გადახდილ ფულს ჩვენ ვაძლევთ მილიონერ ლევან ვასაძეს. რატომ არის აუცილებელი, რომ ღარიბების ფულით დავაფინანსოთ მდიდრები“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ლევან ვასაძის კუთვნილი კომპანია სს „ბაგრატიონი 1882“ 2014 წელს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში 600 000 ლარით მართლაც დაფინანსდა. კომპანიის პროფილი ღვინის წარმოებაა. კრედიტის მიზანი წარმოების გაფართოება/გადაიარაღება იყო.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი 2013 წლის მარტიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. 2012 წელს „ ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება საწარმოების შექმნა იყო (იხ: სტატია). შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტიც სწორედ ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას და უკვე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში აგროწარმოებაში დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიან აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის იღებენ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო კი სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის საფასურის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის საპროცენტო განაკვეთი მისი მოცულობისა და მიზნობრიობის მიხედვით იცვლება.

აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის [ძირითადი საშუალებები არის საწარმოს განკარგულებაში არსებული აქტივები, რომელთა გამოყენებაც გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მაგ: მიწა, შენობა-ნაგებობა, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ] ფიქსირებული და მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში 6%-16%-ს შორის მერყეობს, საბრუნავი საშუალებებისთვის (აქტივები, რომლებიც თავიანთი ბუნებით მოკლევადიანია (მიმდინარე), რომლებიც ძირითადად სავაჭრო დანიშნულებით ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის არის განკუთვნილი) კი 4%-დან 16%-მდე.

ძირითადი საშუალებების შემთხვევაში სააგენტოარაუმეტეს 66 თვის განმავლობაშისაპროცენტო განაკვეთის11%-ისთანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

საბრუნავი საშუალებების შემთხვევაში სააგენტო სესხის თანადაფინანსებას 8%-ის ოდენობით ახორციელებს, 12 თვიდან 36 თვის ჩათვლით, არსებული სესხის მიზნობრიობის მიხედვით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლევან ვასაძის კუთვნილი კომპანიის სესხის ოდენობა 600 000 ლარია. პროექტის პირობების მიხედვით, ძირითადი საშუალებების შემთხვევაში, სესხის საპროცენტო განაკვეთი 15%-ს შეადგენს. ასეთ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროექტები მართვის სააგენტო სესხის საპროცენტო განაკვეთის 11%-ს ფარავს მაქსიმუმ 66 თვის განმავლობაში. ლევან ვასაძეს სესხის მომსახურებისთვის 66 თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა 495 000 ლარი, აქედან სააგენტომ 363 000 ლარი დაუფარა. შესაბამისად, ლევან ვასაძემ 5.5 წლის განმავლობაში სესხის დასაფარად მხოლოდ 132 000 ლარი გადაიხადა. 363 000 ლარი კი ლევან ვასაძეს საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ჯიბიდან გადავუხადეთ, უფრო მარტივად-ვაჩუქეთ.

ლევან ვასაძე ერთადერთი მსხვილი ბიზნესმენი არ არის, ვინც სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში შეღავათიანი სესხით ისარგებლა.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ( KTW-მფლობელი ზურაბ ჩხაიძე). მიუხედავად იმისა, რომ KTW ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, პროექტის ფარგლებში 600 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო, რისი საშუალებითაც ღვინის საწარმო ააშენა.

ასევე, „ შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით ისარგებლა ჯერ კიდევ ინდმეწარმის სტატუსის მქონე იოსებ მაკრახიძემ, რომელიც ამჟამადგორის მაჟორიტარმა დეპუტატია „ქართული ოცნებიდან". ინდმეწარმემ კრედიტით ხილის და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობა ააშენა, სადაც წლის განმავლობაში 100 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რაოდენობის სესხით ისარგებლეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიც არის: „ასკანელი ძმები“, „დუგლაძეების ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, მეღვინეობა ხარება“, „ბადაგონი“, „თელიანი ველი“, „კაპა“ და სხვა.

როგორც აღნიშნული მაგალითებიდან გამოიკვეთა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის არის ხელმისაწვდომი. პროექტში ჩასართავად პოტენციური ბენეფიციარი განსაზღვრულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. სასესხო უზრუნველყოფისთვის მათ მოქმედი ბიზნესი ან შესაბამისი ქონება უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული კრიტერიუმები კი მცირე ბიზნესისთვის პროექტში ჩასართავად ბარიერს წარმოადგენს.

პროექტების ფარგლებში ძირითადად ფინანსდება მოქმედი ბიზნესმენების მიერ წამოწყებული ახალი საქმე (რაც ასევე start up-ად მიიჩნევა), ან გამოყოფილი კრედიტი მათ უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებას ხმარდება. ასეთი პროექტების წამოსაწყებად ფინანსების მოპოვება მოქმედ ბიზნესმენებს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, პროექტებში ჩართული ბენეფიციარების უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ფინანსური დახმარება „იაფი ფული“ უფროა, ვიდრე განვითარებისა და ახალი საწარმოს გასახსნელად საჭირო აუცილებელი საშუალება.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში უმეტესად ფინანსურად ისედაც ძლიერი სუბიექტები იღებენ თანხას. მათი უპირობო მხარდაჭერა კი აუარესებს კონკურენციას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ვერ ქმნის.

ოფიციალური მონაცემით,შეღავათიანი აგროკრედიტისპროექტის ფარგლებში, 2013-2018 წლებში 200 ახალი საწარმო გაიხსნა და 940 გაძლიერდა (გაფართოვდა/გადაიარაღდა). პროექტის ბიუჯეტმა 2013-2018 წლებში ჯამში 260 მილიონ ლარს გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში 1 831 925 461 ლარის ღირებულების 34 141 სესხი გაიცა. აღნიშნულ წლებში 244 445 796 ლარი ბიუჯეტიდან სესხის პროცენტის თანადაფინანსებას მოხმარდა. პროექტის ფარგლებში, 2013-218 წლებში 12 600-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი