• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Heritage Foundation-ის შეფასებით, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობა მკვეთრად გაუარესდა

Heritage Foundation-ის შეფასებით, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობა მკვეთრად გაუარესდა

Heritage Foundation-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ საქართველომ მეტწილად არათავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში გადაინაცვლა

28/01/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

 

რეზიუმე: გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation-ის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, სასამართლოს ეფექტიანობის კუთხით საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი 9.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რამაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპის ქვეყანათა რეიტინგში  ერთი პოზიციით ჩამოქვეითება გამოიწვია  (მე-18 ადგილის ნაცვლად, ამჟამად მე-19 ადგილს იკავებს). 

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საქართველომ სასამართლო სისტემის მხრივ მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა რიგებიდან, მეტწილად არათავისუფალ ქვეყანათა შორის გადაინაცვლა.

 ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეწოლა და მაღალი დონის კორუფცია, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, პოლიტიკური ზეწოლა კვლავ  საფრთხეს უქმნის მის მიუკერძოებლობას. საქართველომ კორუფციასთან ბროლის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებული მაღალი დონის კორუფცია, კვლავ პრობლემად რჩება“ - ვკითხულობთ საქართველოს მდგომარეობის შეფასების შესახებ ანგარიშში.

 

ანალიზი 

Heritage Foundation, რომელიც 1973 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტია. მისი ძირითადი მისია მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვალიფიციური კვლევების ჩატარება და მათი მიზნობრივი მომხმარებლისთვის მიწოდებაა. 

1995 წლიდან მოყოლებული აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:

- კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება); 

- მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი); 

- რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება); 

- ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება). 

თითოეული პარამეტრი 100 ქულიანი შკალით ფასდება (0 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე) და შედეგები პროცენტებში გამოისახება. აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მისაღებად,  თითოეულ კომპონენტს თუ ქვე-კომპონენტს, თანაბარი წონა გააჩნია და არცერთი მათგანი არ არის უპირატესი. 

სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის წარმოება მხოლოდ 2017 წლიდან დაიწყო, რომლითაც იმის შეფასება ხდება თუ რამდენად არის სასამართლო სისტემა სამართლიანი და ეფექტიანი. ორგანიზაციის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სასამართლოს ეფექტიანობას აკისრია, განსაკუთრებით კი, განვითარებად ქვეყნებში. შესაბამისად, სასამართლოს ეფექტიანობიდან გადახრა, შესაძლოა სერიოზული პრობლემების საწინდრად მივიჩნიოთ, რამაც  საბოლოოდ შესაძლოა ეკონომიკურ ვარდნამდე მიგვიყვანოს.   

სასამართლო ეფექტიანობის ქულა შემდეგი სამი ქვეკომპონენტის ქულების მიხედვით დგინდება, რომელთაგან თითოეულს თანაბარი წონა გააჩნია. ესენია: 

- სასამართლო დამოუკიდებლობა; 

- სასამართლო პროცესის ხარისხი;

- კეთილსაიმედო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო კონკურენტუნარიანობისა  და მსოფლიო ბანკის ანგარიშებს ეფუძნება. 

2019 წლის ანგარიშის თანახმად, სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ საქართველომ მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიიდან მეტწილად არათავისუფალ ქვეყანათა რიგში გადაინაცვლა. კერძოდ, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით (64.2%), 2019 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 9.6 პროცენტული პუნქტით დაიკლო და 54.6% შეადგინა. აღსანიშნავია, სასამართლოს ეფექტიანობის მაჩვენებელი  2017 წლიდან (66.5%) ჯამში 11.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ Heritage Foundation-ის წლიური შედეგები 1-1.5 წლით ადრინდელ ინფორმაციას ეყრდნობა. შესაბამისად, 2019 წლის ინდექსისთვის, მონაცემები ფარავს 2017 წლის მეორე ნახევრიდან 2018 წლის პირველი ნახევრის პერიოდს.  

სასამართლოს ეფექტიანობის მაჩვენებელი გაუარესებამ, ევროპული ქვეყნების რეიტინგში საქართველოს ერთი პოზიციით ჩამოქვეითება გამოიწვია. კერძოდ, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო ევროპული ქვეყნების ოცეულში მე-19 ადგილს იკავებს, მაშინ როცა 2018 წელს - 18 ადგილს, ხოლო 2017 წელს კი მე-17 ადგილს იკავებდა.  

 

ცხრილი 1: სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ ევროპის ქვეყნების 2019 წლის მონაცემები

 

ქვეყანა

სასამართლოს ეფექტიანობა

1

United Kingdom

85.9

2

Sweden

84.0

3

Switzerland

82.0

4

Finland

81.2

5

Norway

81.2

6

Denmark

77.8

7

Estonia

76.0

8

Germany

75.4

9

Netherlands

74.7

10

Luxembourg

72.4

11

Austria

71.3

12

Ireland

68.4

13

France

66.1

14

Portugal

64.3

15

Iceland

63.8

16

Belgium

61.6

17

Lithuania

61.2

18

Macedonia

60.7

19

Georgia

54.6

20

Kosovo[1]

53.5



[1] საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას

თამარ ქეცბაია
თამარ ქეცბაია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა