• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ინგლისის ყველა პრესტიჟული სკოლა განათლების „საბჭოურ“ სისტემაზე გადავიდა

ინგლისის ყველა პრესტიჟული სკოლა განათლების „საბჭოურ“ სისტემაზე გადავიდა

ვერდიქტი: „ქართული აზრის“ მიერ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.   რეზიუმე: ინტერნეტ

27/11/2018
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ვერდიქტი: „ქართული აზრის“ მიერ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.  

რეზიუმე:  ინტერნეტ მედიასაშუალება „ქართული აზრის“ გამოქვეყნებული სტატია - „ინგლისის ყველა პრესტიჟული სკოლა განათლების „საბჭოურ“ სისტემაზე გადავიდა“ - არის ყალბი ამბავი. სტატიაში ნახსენები ბრიტანეთის ყოფილი განათლების მინისტრის, იუსტინე გრინინგის, BBC-ისათვის მიცემული ინტერვიუ, სადაც გაერთიანებულ სამეფოში „საბჭოთა კავშირის“ განათლების სისტემის დანერგვის შესახებ საუბრობს, ინტერნეტსივრცეში არ მოიძებნება. გარდა ამისა, სტატიაში ნახსენები სკოლებისათვის ინგლისურ ენაზე ნათარგმნი საბჭოთა სახელმძღვანელოები ბრიტანული სახელმძღვანელოების პორტალზე არ იძებნება. საბჭოთა ავტორ, ლინგვისტ დიტმარ როზენტალის არც ერთი წიგნი ინგლისურად ნათარგმნი არ არის, ფიზიკოს ლევ ლანდაუს სახელმძღვანელოები კი, არა სასკოლო, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისათვისაა გათვლილი (ლანდაუს წიგნებით ასწავლიდნენ არა სკოლის მოსწავლეებს, არამედ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მათ შორის „საბჭოთა კავშირშიც“).

ანალიზი

23 ნოემბერს ინტერნეტ მედიასაშუალებამ, „ქართული აზრი“, გაავრცელა სტატია, სათაურით: „ინგლისის ყველა პრესტიჟული სკოლა განათლების „საბჭოურ“ სისტემაზე გადავიდა.“ როგორც სტატია ამტკიცებს, „გაერთიანებული სამეფოს განათლების სამინისტროს მეთაურმა, ჯასტინა გრინინგმა, BBC-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანული საშუალო სკოლების „საბჭოთა კავშირის“ განათლების მოდელზე გადასვლის პროცესი დასრულებულია. ახლა ინგლისში ბავშვებს ასწავლიან როზენტალის, ლანდაუსა და კოლმოგოროვის სახელმძღვანელოებით, რომლებიც ინგლისურად ითარგმნა აბსოლუტური სიზუსტით.“ გარდა ამისა, სტატია ირწმუნება, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები, ცდილობენ შვილები იტონის სკოლაში მიაბარონ, სადაც ამ მეთოდით სწავლება 1995 წელს დაიწყო. „ქართული აზრის“ სტატიის წყაროდ რუსული მედიასაშუალება „правда-tv.ru“-ა მოყვანილი.

დასაწყისისთვის უნდა ხაზი უნდა გაესვას, რომ გაერთიანებული სამეფოს განათლების მინისტრი ამჟამად დემიენ ჰინდსია, ხოლო იუსტინე გრინინგი აღნიშნულ თანამდებობას 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის იანვრამდე იკავებდა. ინტერნეტსივრცეში არ მოიძებნება გრინინგის არც ერთი განცხადება (ან ინტერვიუ), სადაც ის ბრიტანეთის განათლების სისტემის „საბჭოურ მოდელზე“ გადასვლის შესახებ საუბრობს. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი წიგნების შესაძენ ინტერნეტპორტალზე წარმოდგენილ სახელმძღვანელოებს შორის საბჭოთა ავტორის არც ერთი სახელმძღვანელო არ მოიძებნება. დიტმარ როზენტალი

რუსული ენის სპეციალისტი იყო და მისი ავტორობით არაერთი წიგნია გამოსული რუსული ენის ლინგვისტიკის, მართლწერისა და სტილისტიკის შესახებ. თუმცა, არც ერთი მათგანი ინგლისურ ენაზე ნათარგმნი არ არის. რაც შეეხება ლევ ლანდაუს, მისი სახელმძღვანელოები „საბჭოთა კავშირშიც“ არა სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყენებოდა. შესაბამისად, მისი არაერთი წიგნია ნათარგმნი და დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე, თუმცა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის გათვლილი.

გარდა ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის სიყალბისა, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება „იტონის სკოლის“ შესახებაც. „იტონის კოლეჯი“ (“Eton College”) ბიჭებისათვის განკუთვნილი კერძო სკოლა-პანსიონია, რომელიც 1 440 წელს დაარსდა და ამჟამად დიდი ბრიტანეთის 6 ყველაზე ძვირადღირებულ სკოლას შორის შედის. სკოლა ცნობილია მრავალფეროვანი სპორტული აქტივობებით. 1995 წელს ბრიტანეთის ეროვნულმა ლატარიამ „ეტონის სკოლის“ სპორტულ კომპლექსს გრანტის სახით £4.6 მილიონი გადასცა,

რის შედეგადაც სკოლა სპორტული თვალსაზრისით კიდევ უფრო კეთილმოწყობილი გახდა. რაც შეეხება 1995 წელს განვითარებულ სხვა მოვლენებს, აღნიშნული თარიღი სკოლის არსებობის ისტორიაში განათლების მოდელის ცვლილებით არ გამოირჩევა.

ამრიგად, მედიასაშუალება „ქართული აზრის“ მიერ გავრცელებული სტატია არის ყალბი ამბავი, რომელიც მკითხველისათვის „საბჭოთა კავშირის“ რომანტიზებასა და გაიდეალებას ისახავს მიზნად.

მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა