იტვირთება

მედიკამენტებზე მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. იუნისეფის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები აჩვენებს, რომ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაუარესებულია.

2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა.პროგრამისფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდება, ჯამში 23 დასახელების მედიკამენტი. საწყის ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, ქრონიკული დაავადების მქონე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე (რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება) გავრცელდა. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს ქრონიკული დაავადების დამამტკიცებელი ფორმა N100, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის რეცეპტი და პირადობის მოწმობა. პროგრამის ბენეფიციარს ერთჯერადად მაქსიმუმ 3 თვის საკმარისი მედიკამენტის გატანა შეუძლია. სოციალურად დაუცველი მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა მაქსიმუმ 1 ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროსგათვლებით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, დაახლოებით, 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო, თუმცა იმავე სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით“ 2017 წელს მხოლოდ 13 010 ადამიანმაისარგებლა. რთულია წინასწარ ზუსტად განსაზღვრო რამდენი ადამიანი ისარგებლებს პროგრამით, თუმცა ფაქტია, რომ პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობასა და სამინისტროს წინასწარ გათვლებს შორის, მაინც დიდი სხვაობაა. ამასთან, პროგრამა ახალ ამოქმედებული იყო და მოთხოვნა ეტაპობრივად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ პროგრამის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, პროგრამაზე მაღალი მოთხოვნა არც 2018 წელს ყოფილა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2018 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარითგანისაზღვრა.2018 წლის 6 თვისმონაცემებით, პროგრამის ხარჯი 102 ათასი ლარია, რაც 6 თვის დაზუსტებული გეგმის (2 044 ათასი) 5%-ია, ხოლო წლიური გეგმის - 1%. პროგრამაში მოსახლეობის დაბალი ჩართულობა და ბიუჯეტის 5%-იანი შესრულება, პროგრამის არაეფექტურობაზე მიუთითებს.

მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან „ქრონიკული დავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფოპროგრამაში“ ჩაერთვნენ ასაკით პენსიონერები და შშმ პირები. თუმცა, ამ შემთხვევაში, გათვალისწინებულია მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა, რაც მედიკამენტის საბაზრო ღირებულების 50%-ია (ზოგ შემთხვევაში ნაკლები). მედიკამენტის საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული საცალო ფასი (მედიკამენტების ჩამონათვალი და მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის ოდენობა - საცალო ფასი, იხილეთ მითითებულბმულზე).

მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებდნენ, რომ 2018 წელს მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს, 23-დან, დაახლოებით, 45-მდე გაიზრდებოდა (იხ.ბმული 1;ბმული 2), თუმცა მედიკამენტების ჩამონათვალი ჯერჯერობით არ გაზრდილა.

ფარმაცევტული კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა

2018 წლის 13 აგვისტოდან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, დიაბეტი ტიპი II-ის სამკურნალო რამდენიმე მედიკამენტზე საბაზრო ფასი თითქმის განახევრდა. მედიკამენტებზე ფასები ფარმაცევტულმა კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში (მოგების შემცირების ან შესაძლო ზარალის ხარჯზე) შეამცირეს. ბიზნესში სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს კეთილ ნებას კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის, ამასთან, მსგავსი ინიციატივა, კომპანიის რეპუტაციაზე დადებითად აისახება.

ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ენდოკრინოლოგმა მოგვაწოდა იმ ძირითადი მედიკამენტების სია, რომელიც ყველაზე ხშირად ინიშნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის სამკურნალოდ. ესენია: მეტფორმინი; გლიმეპირიდი; რეპაგლინიდი; გლიკლაზიდი; პიოგლიტაზონი; DPP -4 ინჰიბიტორები (სიტაგლიპტინი); SGLT-2 ინჰიბიტორები (დაპაგლიფლოზინი) და სხვა.

სოციალური პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში ფასები განახევრდა მხოლოდ სამ პრეპარატზე: მეტფორმინზე, გლიკლაზიდზე და გლიმეპირიდზე (სავაჭრო დასახელება: სიოფორი, დიაბეტონი, ამარილი). აღნიშნული მედიკამენტები ნამდვილად ხშირად გამოიყენება შაქარიანი დიაბეტი ტიპი II-ის სამკურნალოდ, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტები არ არის ძვირადღირებული. ამასთან, ის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოწყვლად ჯგუფებს ისედაც უფინანსდებოდათ.

ცხრილი 1:დიაბეტი ტიპი II-ის მედიკამენტების ძველი და ახალი ფასები

სავაჭრო დასახელება საერთაშორისო დასახელება ძველი ფასი ახალი ფასი
ამარილი 2მგ გლიმეპირიდი 5.75 ლარი 3 ლარი
სიოფორი 1000მგ მეტფორმინი 10 ლარი 5.82 ლარი
დიაბეტონი MR 60მგ გლიკლაზიდი 18.50 10 ლარი

წყარო:პსპ;ავერსი

ჩვენ გადავამოწმეთ დიაბეტი ტიპი II სამკურნალო რამდენიმე მედიკამენტის ფასი, რომლიც მომხმარებელს, არც სოციალურ პროექტის და არც მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდება (იხ. ცხრილი 2). აქვე განვმარტავთ, აღნიშნული მედიკამენტები იმ სიაშია, რომელთაც ენდოკრინოლოგები დიაბეტი ტიპი II-ის სამკურნალოდ, ასევე ხშირად ნიშნავენ. თუ მოცემულ ფასებს შევხედავთ, დიაბეტი ტიპი II-ის მქონე მოქალაქეებს მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა სწორედ იმ მედიკამენტებზე უნდა ჰქონდეს, რომელებიც არც სახელმწიფო პროგრამაში და არც სოციალურ პასუხისმგებლობის ფარგლებში გაიაფებული მედიკამენტების ჩამონათვალში ვერ მოხვდა.

ცხრილი 2:დიაბეტი ტიპი II-ის მედიკამენტები, რომლებიც არ ფინანსდება

სავაჭრო დასახელება საერთაშორისო დასახელება ფასი
იანუვია 100 მგ 28 ტაბლეტი სიტაგლიპტინი 132,43 ლარი
ინსვადა 1მგ 30 ტაბლეტი რეპაგლინიდი 19,57 ლარი
გლემპიდი 2მგ 30 ტაბლეტი გლიმეპირიდი 17,84 ლარი
ფორქსიგა 10მგ 30 ტაბლეტი დაპაგლიფლოზინი 127,72 ლარი
ედირექსი 30მგ 30 ტაბლეტი პიოგლიტაზონი 64,26 ლარი
გალვუსმეტი 500/1000 მგ60 ტაბლეტი ვილდაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაცია 64,88 ლარი

წყარო:https://psponline.ge/(5 სექტემბრის ფასები)


მსგავსი სიახლეები

2751 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი