• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რამდენია და რაში იხარჯება ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდის თანხები

რამდენია და რაში იხარჯება ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდის თანხები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით (მე-4 კარი, მე-10 თავი, 67-ე მუხლი), სარეზერვო ფონდები

14/08/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით (მე-4 კარი, მე-10 თავი, 67-ე მუხლი), სარეზერვო ფონდები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად იქმნება. სარეზერვო ფონდიდან თანხას, მერის ან გამგებლის გადაწყვეტილებით, საფინანსო ორგანო გამოჰყოფს. ფონდის მოცულობა წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების (ასიგნება - ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი თანხის გამოყოფა დამტკიცებული ხარჯების გასაწევად) მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ქუთაისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერიიდან გამოვითხოვეთ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს სარეზერვო ფონდიდან 523 974 ლარი დაიხარჯა. გასათვალისწინებელია, რომ გასულ წელს ქალაქის სარეზერვო ფონდი 400 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა, გადახარჯვის გამო, მოხდა თანხების დამატება. გასულ წელს სარეზერვო ფონდიდან თანხები დაიხარჯა სოციალური დახმარების, სარიტუალო მომსახურების, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის. ასევე, გარკვეული თანხით დაფინანსდა პროგრამა „კორპუსი“, რომელიც ქალაქში არსებული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციითვე ირკვევა, რომ 2018 წლის მაისის ბოლომდე ფონდიდან 192 741 ლარია გაცემული. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მიმდინარე წელს ქალაქის სარეზერვო  ფონდი 500 ათას ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე, ფონდიდან თანხები სხვადასხვა მიზნისთვის გაიცა. მათ შორის, 185 241 ლარი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს, ხოლო 7 500 ლარი კულტურულ ღონისძიებებს მოხმარდა. თვითმმართვლობაში თანხის მიმღები კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებენ, მოტივად კი იმას ასახელებენ, რომ ამ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მოუწევთ.

 

ცხრილი 1: ქუთაისის სარეზერვო ფონდის ხარჯები, 2017-2018 წლები

პროგრამა 2017 წელი 2018 წელი (5 თვე)
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დახმარება 393 752.5 185 241.5
კულტურის ღონისძიებები 62 589 7 500
სარიტუალო დახმარება 885  
ზოგადი განათლების ხელშეწყობა 29 125  
სპორტული ღონისძიებები 30 882.5  
ქუთაისის გამგეობა 6 240  
პროგრამა „კორპუსი“ 500  
     
ჯამი 523 974 192 741.5
 

წყარო: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

 

აღსანიშნავია, რომ მერიის სარეზერვო ფონდში არსებული თანხა ძირითადად განკუთვნილია ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის და აღნიშნული თანხების სოციალური დახმარების, ან კულტურისა და სპორტის ღონისძიებების გამართვისთვის გაცემა არ შეესაბამება ფონდის არსებობის მიზნებს. თუკი თვითმმართველობა წლის მანძილზე გაუხარჯავს ტოვებს სარეზერვო ფონდში არსებულ თანხებს და არ იყენებს მათ ბიუჯეტით გაწერილი სხვადასხვა პროგრამის ან პროექტის თანადაფინანსებისთვის, ეს ნიშნავს, რომ წლის დასაწყისში ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი სწორად დაიგეგმა.

ქუთაისის საკრებულოს წევრი პარტია „ევროპული საქართველოდან“, მერაბ მეშველიანი, ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე აპროტესტებდა. ფაქტ-მეტრთან საუბრისას მეშველიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ფონდის თანხებით ის ადამიანები სარგებლობდნენ, ვისაც საერთოდ არ სჭირდება ფინანსური დახმარება. აღნიშნულ ფაქტს ის ვერ დაადასტურებს, რადგან ქალაქის მერიაში უარს ამბობენ იმ პირების პირადი მონაცემების გამჟღავნებაზე, ვისაც მიმდინარე და გასულ წელს დაეხმარნენ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტის გამო ქალაქის მერს უწევს სხვადასხვა ღონისძიებებისთვის თანხები სარეზერვო ფონდიდან დაამატოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2016 წელს მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა თანხების გადახარჯვა და გაუმჭვირვალობაა. საქართველოში, სარეზერვო ფონდებზე დღეს არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები, რაც გაუმჭვირვალეს ხდის ხარჯვას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მაგალითად მოჰყავს ევროპის ქვეყნების გამოცდილება, სადაც სარეზერვო ფონდებიდან თანხა მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყოფა.

შორენა ლაღაძე
შორენა ლაღაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა