• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როგორ მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა

როგორ მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა

აზიური ფაროსანა სოფლის მეურნეობის პარაზიტად ითვლება. მისი გავრცელების არეალი ჩინეთი, იაპონია, კორეა

05/07/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

აზიური ფაროსანა სოფლის მეურნეობის პარაზიტად ითვლება. მისი გავრცელების არეალი ჩინეთი, იაპონია, კორეა და ტაივანია. აზიური ფაროსანა გავრცელდა აშშ-ში, სადაც პირველად 1998 წლის სექტემბერში შენიშნეს. იგი 2010-2011 წლებში აშშ-ს ხეხილის ბაღების გრძელ-სეზონური მავნებელი (მავნებელი, რომელიც მცენარის მთელი ვეგეტაციის პერიოდის დროს მავნებლობს და აზიანებს კულტურულ მცენარეებს გაზაფხულიდან შემოდგომამდე) გახდა. ამჟამად, გავრცელებულია ევროპაშიც.

ფაროსანა საქართველოში, პირველად, 2016 წელს გავრცელდა  (სპეციალისტების ვარაუდით, ფაროსანა რუსეთიდან შემოვიდა. კერძოდ, სოჭში 2014 წელს გამართული ოლიმპიადის დროს საცხოვრებელი კონტეინერები და სხვადასხვა ნივთები  ჩინეთიდან ჩაიტანეს. სავარაუდოდ, ასე მოხდა ფაროსანას გავრცელება). მწერმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ფაროსანა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობებს აზიანებს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

სახელმწიფომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება 2017 წელს დაიწყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეპროგრამა „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ დაფინანსება 2017-2018 წლებში შემდეგნაირი იყო:

 

ცხრილი 1: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ბიუჯეტი 2017-2018 წლებში

წელი 2017 2018
საბიუჯეტო სახსრები 31 190 576 14 000 000
USAID-ის გრანტი 4 093 457 2 514 577

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო

 

აღსანიშნავია, რომ USAID-ის გრანტი მატერიალური ფასეულობის სახით იქნა გადმოცემული, კერძოდ შესასხურებელი აგრეგატების, ფაროსანასგან დაცვის საშუალებების და სხვა ტექნიკის სახით.

2017 წელს „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“ ფაროსანას გავრცელების არეალის განსაზღვრის მიზნით მონიტორინგის სიტემა შექმნა. გარდა ამისა 2017 წელსვე შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:

  • მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, 351 სოფელში 21 000 მოსაზიდი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა;
  • მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა ქიმიური წამლობის არეალი და შეწამვლთი ღონისძიებების დაწყების ვადა;
  • ადგილობრივ მუნუციპალიტეტებს ზურგსაკიდი შემასხურებელი აგრეგატები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადაეცათ;
  • ქიმიური წამლობისას გამოყენებულ იქნა მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც მავნებელთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტურია და გამოცდილია საქართველოში;
  • დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით 230 000 ოჯახს, უასასყიდლოდ გადაეცა პრეპარატები, ფერომონები და საინფორმაციო მასალები;
  • საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში USAID/REAP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა 700 000-ზე მეტი საინფორმაციო ბროშურა, მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები და განთავსდა ცენტრალურ და რეგიონულ ტელეარხებზე;
  • 110 000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა სპეციალური ტექნიკით (სატრაქტორე და სამანქანე აგრეგატები) და ავიაციის გამოყენებით.

თუმცა, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, შარშან ფერმერთა ნაწილი აცხადებდა, რომ შეწამვლის პროცესი დაგვიანდა და  ფართობების დამუშავება ორის ნაცვლად მხოლოდ ერთხელ განხორციელდა (იხ. სტატია). აღნიშნულმა მოსავლის დაზიანება გამოიწვია, განსაკუთრებით კი თხილის კულტურას მიადგა ზიანი და წარმოება საგრძნობლად შემცირდა.

 

გრაფიკი 1: თხილის წარმოება საქართველოში 2014-2017 წლები (ათასი ტონა)
image001

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

2017 წელს, სამეგრელოში ფერმერების დიდმა ნაწილმა თხილის მოსავალი არც შეაგროვა, რადგან მოსავლის აღების ხარჯი უფრო მეტი იყო, ვიდრე უხარისხო თხილისგან მისაღები შემოსავალი.

უცხოელი ექსპერტების მონაცემებით, 2016 წელს თხილის მწარმოებლების და ექსპორტიორებისათვის მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა დაახლოებით 52.7-68.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჩვენ  ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შეფასება საკონსულტაციო კომპანია Agro Solution-ის დირექტორს ირაკლი ჩიქავას ვთხოვეთ.

მისი შეფასებით, სახელმწიფომ ფაროსანას რისკები გვიან დაინახა და გაიაზრა და შესაბამისად, რეაგირება იყო დაგვიანებული. პირველ ეტაპზე გარკვეული შეცდომებიც იქნა დაშვებული. კერძოდ,აქცენტი მხოლოდ თხილის პლანტაციებზე გაკეთდა. მარტო თხილის პლანტაციების შეწამვლა კი მასიურად გავრცელებულ მწერს ვერაფერ დააკლებდა.

ირაკლი ჩიქავასვე შეფასებით, მიმდინარე წელს ნარგავი ფართობების დამუშავება დროულად და ეფექტურად დაიწყო. სავარაუდოდ, წლევანდელი წელი მოსავლიანობის შემცირების მხრივ ნაკლებ ზარალიანი იქნება, ვიდრე გასული წელი.

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა, ამაზე პრემიერი მამუკა ბახტაძეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი ამ კუთხით მნიშვნელოვნად გამოსწორებულია და იმედოვნებს, რომ დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

მიმდინარე წელს მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის მიხედვით, 2018 წელს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ძირითადი მიზანია გარემოსადმი ნაკლებად მავნე ტექნოლოგიების გამოყენებით მავნებლის რიცხოვნობის შემცირება და კონტროლი,რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სასაოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.

პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია,თუმცა, შესაძლებელია მისი პოპულაციის კონტროლი და მართვა, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსავლის დანაკარგების 5-15%-ის ფარგლებში მოქცევას. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ძირითადი მიზანიც ეს არის.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ქვეპროგრამის „აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები“ ფარგლებში, აჭარის ა/რ-ის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 200 000-მდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები. მცირემოცულობიანი ცივი შესხურებით კი 5 200 ჰექტარი. სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. დღეისთვის ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელშია ჩატარებული. ივლისის შუა რიცხვებიდან  წამლობა სიმინდის საყანე ფართობებში ჩატარდება. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი ღონისძიებები ფაროსანას ზაფხულის ფაზის მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება.

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/REAP-ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი აკვირდება. მისი შეფასებით, 2017 წელთან შედარებით, ვითარება გაცილებით უკეთესია. სურსათის ეროვნული სააგენტო მეტად მობილიზებულია და ინტეგრირებული. მოსახლეობა და ფერმერები კი უფრო მეტად ინფორმირებულნი და პროცესში ჩართულები არიან.

ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა