• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
იუნისეფი: 2017 წელს მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული

იუნისეფი: 2017 წელს მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მოსახლეობის მიერ

27/06/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები 2017 წელსაც გაიზარდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ შინამეურნეობების რაოდენობა, ვისთვისაც ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალი იყო. ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის. მედიკამენტების დაფინანსება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში მინიმალურად არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მედიკამენტებზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, საშუალოდ, 16.4%-ით გაიზარდა. ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის.

იუნისეფი, ასევე, იკვლევს რამდენად მაღალია ჯანდაცვაზე გაწული ხარჯები შინამეურნეობებისთვის.[i] ჯანდაცვის ხარჯები კატასტროფულად მაღალია, თუ ის ოჯახის ხარჯების 10%-ზე მეტს ან არასასურსათო ხარჯების 25%-ზე მეტს წარმოადგენს. 2017 წელს  ჯანდაცვაზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალი (მთლიანი ხარჯის 10%-ზე მეტი) იყო შინამეურნეობების 34.2%-ისთვის, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 29.8% იყო, 2013 წელს კი 23%. ამასთან, 2017 წელს ოჯახების 26.4%-ისთვის ჯანდაცვის ხარჯებმა არასასურსათო ხარჯის მეოთხედზე მეტი შეადგინა. 2015 წელს ასეთი ოჯახების წილი 25.1%, ხოლო 2013 წელს 22% იყო.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. იმ ოჯახების რაოდენობა, ვისაც სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსურად ხელი არ მიუწვდებოდა, 43.1%-დან 22%-მდე შემცირდა. რაც, კვლევის ავტორების მოსაზრებით, შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტად ჩაითვალოს.

თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ ვერ უზრუნველყო  ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯების შემცირება, რადგან მოქალაქეების უმეტეს ნაწილს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის საფასურის გადახდა სრულად საკუთარი ჯიბიდან უწევთ. ამასთან, 2014-2017 წლებში მედიკამენტების ფასები ყოველწლიურად იზრდებოდა. მხოლოდ 2017 წელს პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები, საშუალოდ, 14%-ით გაიზარდა (იხ. ფაქტ-მეტრის სატატია). მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, 2017 წელს  26.4%-დან 27.8% გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვი, ვინც  უმთავრეს პრობლემად მედიკამენტების შეძენას ასახელებდა.

2017 წელს ე.წ. უფასო მედიკამენტების სახელმწიფო პორგრამა ამოქმედდა, თუმცა ის მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ვრცელდება. 2017 წლის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამით, მხოლოდ, 13 ათასმა ადამიანმა ისარგებლა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე). მიმდინარე წლის 19 ივნისს, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ „მიმდინარე თვის ბოლოს მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება და პენსიონერებზე და შშმ პირებზეც გავრცელდება. მათ ექნებათ წვდომა აუცილებელ მედიკამენტებზე“.

ამ ეტაპზე მედიკამენტების დაფინანსების  სახელმწიფო პროგრამაში დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების ჩართვა, ამასთან, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების გარდა, ექიმის მიერ დანიშნული სხვა აუცილებელი მედიკამენტების დაფინანსება არ იგეგმება.

მედიკამენტების დაფინანსების  სახელმწიფო პროგრამა, დიდი ალბათობით, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის (ვინც პროგრამაშია ჩართული) მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. თუმცა, სავარაუდოა, რომ ჯანდაცვაზე მოსახლეობის მთლიანი დანახარჯების შემცირებაზე დიდი გავლენა ვერ ექნება.

[i] შინამეურნეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ საერთო საცხოვრებელი და საერთო ბიუჯეტი. მათი კავშირი შეიძლება იყოს ნათესაური ან/და არანათესაური (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისგანაც).

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუარესდა

    2025 წლის I კვარტალში ქვეყანაში დასაქმებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა