მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მისი მაღალი ფასი მოსახლეობისთვის კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს (დეკემბერის მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან) პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 14%-ით გაიზარდა.

მედიკამენტებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით მძიმე ტვირთია მოსახლეობისთვის, რადგან მოქალაქეების უმეტეს ნაწილს, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის საფასურის გადახდა სრულად საკუთარი ჯიბიდან უწევთ. ე.წ. უფასო მედიკამენტების სახელმწიფო პორგრამა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა, მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეხება. 2017 წლის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამით მხოლოდ 13 010 ადამიანმა ისარგებლა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია ამ თემაზე).

გრაფიკი 1: 2017 წელს მედიკამენტებზე ფასების ზრდის მაჩვენებელი, მედიკამენტების ჯგუფების მიხედვით (2017 წლის დეკემბრის მონაცემები წინა წლის დეკემბერთან შედარებით)

image001

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება 2018 წლის იანვრის მონაცემებს, იანვარში პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები წინა თვესთან შედარებით უცვლელია, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2012 და 2013 წლებში პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მცირდებოდა. 2014 წლიდან მედიკამენტებზე ფასები ყოველწლიურად იზრდება.

გრაფიკი 2: მედიკამენტებზე ფასების ცვლილების მაჩვენებელი, 2012-2016 წლები (საშუალო წლიური წინა წლის საშუალო წლიურთან)

image002

წყარო: საქსტატი

მედიკამენტებზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რადგან მედიკამენტების უმეტესი წილი იმპორტირებულია. შესაბამისად, ვალუტის გაუფასურება წამლების ფასზე პირდაპირ აისახება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი