იტვირთება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე:

იმ საწარმოთა ბრუნვამ, რომლებიც დღგ-ს გადამხდელია, 2018 წლის მარტში 5 855.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 12.1%-ით მეტია. 2017 წლის მარტში ზრდის ტემპი 4.6% პუნქტით მაღალი, 16.7% იყო. საწარმოთა ბრუნვის ზრდის თვალსაზრისით, მიმდინარე წლის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი (12.8%) კი უფრო ნაკლებია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიური პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (15.6%).

რაც შეეხება ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას, 2018 წლის მარტში, 4 786 ერთეული საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია. უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრი განცხადებაში რეგისტრირებულ საწარმოთა ოდენობის ცვლილების მაჩვენებელს არ ასახელებს და ის უარყოფითია.

ანალიზი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, 2018

წლის მარტში [წინა წლის მარტის თვესთან შედარებით] საწარმოთა ბრუნვა 12.1%-ით გაიზარდა, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა კი 4 786 ერთეულია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური(საქსტატი) ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტატისტიკას აწარმოებს და მათ შორის, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისთვის დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა[1]

ბრუნვის მაჩვენებელს იყენებს.  შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს. თავის მხრივ, საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელი მათ მიერ საქონლისა და მომსახურების გაყიდვით მიღებული დარიცხული შემოსავლებია, დღგ-ს და აქციზის გადასახადის გარეშე.

2018 წლის მარტის თვეში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობამ 5 855.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12.1%-ით მეტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის მარტში ზრდის მაჩვენებელი 4.6% პუნქტით მეტი, 16.7% იყო. 2018 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი, წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით 15%-იანი ზრდის შედეგად, 5 543.7 მლნ ლარია[2].

გრაფიკი 1:

 საწარმოთა ბრუნვის ცვლილების ტენდენცია

image001

წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური

საწარმოთა ბრუნვის 2017 წლის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 4 769 მლნ ლარია, ხოლო წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ზრდის ტემპი, საშუალოდ, 15.6%. საწარმოთა ბრუნვისა და მისი ზრდის საშუალო მაჩვენებლები 2018 წლის ოთხი თვისათვის კი, შესაბამისად, 5 403.7 მლნ ლარს და 12.8%-ს შეადგენს.

საქსტატი ასევე, ყოველთვიურად, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას ითვლის. 2018 წლის მარტში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4 786 ერთეული შეადგინა, რომელიც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია. აპრილის თვეში კი 4 037  ერთეული საწარმო დარეგისტრირდა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტია.

გრაფიკი 2:

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ოდენობის ცვლილების ტენდენცია

image002

წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური

საწარმოთა რეგისტრაციისა და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

[1]

ის საწარმოები, რომელთა მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს

[2] აპრილის თვის მონაცემები შეიძლება დაკორექტირდეს მომდევნო თვეებში

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2860 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი